კაპე ვერდემ ისტორია შექმნა. „ლურჯმა ზვიგენებმა“ მსოფლიოს ჩემპიონატის H ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში საუდის არაბეთთან 0:0 ითამაშეს და მეთექვსმეტედფინალში გავიდნენ. ფიფას ონლაინ რეიტინგში 64-ე ადგილზე მყოფმა გუნდმა (საქართველო 73-ე პოზიციაზეა) ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ურუგვაიზე ერთი ქულით მეტი მოიპოვა და 3 ივლისს მაიამიში არგენტინას შეხვდება. რაკი H ჯგუფის გუნდებზე ვლაპარაკობთ დავძინოთ, რომ...
ჭდე: ურუგვაის ნაკრები
ურუგვაიმ აშშ-ში ჩაფრენაზე იწვალა
ურუგვაის ნაკრებს აშშ-ში შესაღწევად წვალება მოუხდა. რეისი, რომლითაც გუნდი მაიამიში უნდა ჩაფრენილიყო მექსიკის ქალაქ კანკუნში დააყოვნეს, მას აშშ-სკენ გაფრენის ნება არ მისცეს. სამხრეთ ამერიკელები თავიანთ პირველ შეხვედრას საუდის არაბეთთან დღეს, თბილისის დროით საღამოს 8 საათზე გამართავენ. ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა განცხადება: „ჩვენს მიღმა არსებული პრობლემების გამო ნაკრების მექსიკიდან აშშ-ში გამგზავრება დაბრკოლდა. გუნდი სასტუმროში ისვენებს....
ინგლისმა ურუგვაის მეორე შემადგენლობით ვერ მოუგო და იმედგაცრუებულია
ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება შინ ურუგვაისთან 1:1 ფრით დაიწყო, რაც ტომას ტუხელის გუნდს ჩავარდნად ჩაუთვალეს. აქამდე ინგლისელებს ზედიზედ შვიდი შეხვედრა ჰქონდათ მოგებული. მათ მერვე გამარჯვებას გზა ურუგვაელთა მიერ კარში დამიზნებულმა ერთადერთმა დარტყმამ გადაუღობა. სამხრეთამერიკელთაგან გოლი „რეალის’’ ნახევარმცველმა ფედე ვალვერდემ 90+4 წუთზე, ინგლისელთა აზრით საეჭვო პენალტით გაიტანა. მანამდე, 81-ე წუთზე ანგარიში არსენალელმა ბენ უაითმა გახსნა....
კავანიმ VAR-ის მონიტორი დალეწა
ურუგვაის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩა. განრისხებულმა ვეტერანმა, „ვალენსიაში” გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელმა და ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა ედინსონ კავანიმ მოედნიდან გასვლისას ჯავრი VAR-ის მონიტორზე იყარა, რასაც ქვემოთ ვიდეოზე ნახავთ. კავანი თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო. მან ძველი პარტნიორი ლუის სუარესი შეცვალა, მაგრამ განელთა კარში მესამე გოლის გატანა ვერ მოახერხა, შეხვედრა 2:0 დამთავრდა და მატჩის დამთავრების...
ვინ ფალკონი?
პორტუგალიისა და ურუგვაის ნაკრებთა შეხვედრის დროს (2:0) მოედანზე ცისარტყელას ფერებით მორთული დროშიანი კაცი ჩახტა. ეს დროშა, მოგეხსენებათ ლგბტქ თემის სიმბოლოა, მაგრამ ამ შემთხვევაში კაცი მხოლოდ სექსუალურ უმცირესობებს არ იცავდა. მას მაისურზე ეწერა: „პატივისცემა ირანელ ქალებს” და „გადაარჩინეთ უკრაინა”. როგორც გაირკვა ფართო სპექტრის პროტესტით დამუხტული ადამიანი იტალიელი მარიო ფერი გახლდათ, პესკარას მცხოვრები, მეტსახელად „ფალკონი”. ეს მისთვის...
განას ურუგვაიზე შურისძიება შეუძლია
ლუის სუარესი რასაკვირველია დიდი თავდამსხმელია, მაგრამ რაინდი რომ არ არის, ფაქტია. რაც მას, თამაშის ეშხში შესულსა და გამარჯვების ჟინით შეპყრობილს მოწინააღმდეგეები ჰყავს დაკბენილი… „ამიერიდან ღმერთის ხელი მე მეკუთვნის“, — სიამაყით თქვა სუარესმა 2010 წელს, როდესაც განელთა დარტყმული ბურთი მეკარესავით მოიგერია. შემდეგ კი თავად განამ ვერ ივარგა, პენალტი ვერ გაიტანა და ურუგვაი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა....
კავანის ნაკრებში აღარ ელიან
ედინსონ კავანი არ მიიღებს მონაწილეობას ეროვნული ნაკრების უახლოეს შეხვედრებში, რომლებსაც ურუგვაელები პერუს, ბოლივიის და ეკვადორის წინააღმდეგ გამართავენ. კავანი ნაკრების საბოლოო შემადგენლობაში იყო შეყვანილი, მაგრამ ურუგვაის საფეხბურთო ასოციაციის საიტზე შემდეგი განცხადება გამოქვეყნდა: “იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელთა მიმართებაში შეიქმნა, ურუგვაის საფეხბურთო ასოციაცია აუქმებს ედინსონ კავანის გამოძახებას ეროვნულ ნაკრებში”. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის კლუბებმა უარი თქვეს...
გვირგვინი სუარესმაც დაიდგა
ლუის სუარესს covid 19 აღმოაჩნდა, რის გამოც ის ხვალ, ბრაზილიის ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ვერ ითამაშებს. გულშემატკივრისთვის, ალბათ, ურუგვაისა და ბრაზილიის შეხვედრაზე არანაკლებ საინტერესოა ესპანეთის ჩემპიონატის შაბათის თამაში სუარესის ახლანდელ და ძველ გუნდებს, „ატლეტიკოსა” და „ბარსელონას” შორის, რომელშიც თავდამსხმელი აგრეთვე ვერ მიიღებს მონაწილეობას. ურუგვაის ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა, რომ კორონავირუსი ნაკრების ორ წევრს, სუარესსა და...
ცალკე გადი და მარტო იყავი…
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევში ურუგვაიმ ჩილეს 2:1 მოუგო. ამ შეხვედრაში ლუის სუარესმა პენალტი შეაგდო, მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და გაიხსენა სექტემბერში, „ბარსელონადან” „ატლეტიკოში” გადასვლის ამბავი, რაც მისთვის იმდენად ემოციური იყო, რომ საჯაროდ ცრემლიც კი წამოუვიდა. — „ბარსელონაში” ექვსი წელიწადი გავატარე და დარწმუნებული ვარ, ჩემთან ცვლილებების შესახებ დალაპარაკება სხვა გზითაც შეიძლებოდა. ისინი...
ორიც და გავდივართ
ახლოვდება სანაკრებო თამაშები და ლეო მესიმ თავისი კერძო თვითმფრინავის კარი ესპანეთში მოთამაშე არგენტინელ თანაგუნდელებსაც გაუღო. მესის თვითმფრინავით ბუენოს აირესამდე იმგზავრებს აგრეთვე მისი ახლო მეგობარი, „ბარსელონას” მიერ „ატლეტიკოში” გაშვებული ურუგვაელი ლუის სუარესი. არგენტინა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრებს 9 ოქტომბერს შინ ეკვადორთან და 14 ოქტომბერს სტუმრად ბოლივიასთან მართავს. ურუგვაი 9-ში ჩილეს მასპინძლობს, ხოლო 14-ში ეკვადორს...









