ლუის სუარესს covid 19 აღმოაჩნდა, რის გამოც ის ხვალ, ბრაზილიის ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ვერ ითამაშებს. გულშემატკივრისთვის, ალბათ, ურუგვაისა და ბრაზილიის შეხვედრაზე არანაკლებ საინტერესოა ესპანეთის ჩემპიონატის შაბათის თამაში სუარესის ახლანდელ და ძველ გუნდებს, „ატლეტიკოსა” და „ბარსელონას” შორის, რომელშიც თავდამსხმელი აგრეთვე ვერ მიიღებს მონაწილეობას.
ურუგვაის ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა, რომ კორონავირუსი ნაკრების ორ წევრს, სუარესსა და პარაგვაის „კერო პორტენიოს” მეკარეს როდრიგო მუნიოსს დაუდგინდა.
ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ორივე ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს.
ჯერჯერობით ვერ თქვეს, თუ სად გაივლის სუარესი თვითიზოლაციას.
ხსენებულ ორ ფეხბურთელთან ერთად covid 19 შეეყარა ურუგვაის ნაკრების პრეს-სამსახურის უფროსს მატიას ფარალსაც.
ამრიგად, სუარესი და მუნიოსი შეუერთდნენ ბრაზილიური „პალმეირასის” მარცხენა მცველს, მატიას ვინიას, რომელსაც ურუგვაელთაგან პირველს აღმოაჩნდა „გვირგვინა” ვირუსი და თვითიზოლაციაშია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 08:14რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 07:00ლუის ენრიკე პსჟ-ს ისტორიაში
სიახლეები31/10/2026 | 09:14დიდებული ჰაკიმი
