როგორც ჩანს, ქართულ ფეხბურთში ძველ-ახალი სკანდალი მწიფდება.ჩვენი ჩემპიონატის მოსაწყენი,უსახურ-მონოტონური ცხოვრება დარღვეულია – მსოფლიოში ერთერთი უდიდესი საბუქმეიკერო კანტორა Bwin-ი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს, ეროვნული ლიგის მე-17 ტურის „კოლხეთი“-„დინამო“ ჩაწყობილი იყოო…
მეჩვიდმეტე ტურის მატჩზე, სადაც თავდაპირველად ზღვისპირელები დაწინაურდნენ, Bwin-ში თურმე უჩვეულო აქტივობა დაფიქსირებულა, რითაც, რასაკვირველია, ტოტალიზატორის უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა.
ფსონები მხოლოდ ერთი მიმართულებით – დინამოს მოგებაზე შედიოდა, მეტიც, ბევრი, თბილისელთა ჰანდიკაპით გამარჯვებაზეც ჩადიოდა მსუყე ფსონს.
შედეგად, ტოტალიზატურ ენაზე რომ ვთქვათ, გვარიანად დაუბომბავთ სათამაშო სახლები, მაგრამ Bwin-მა ყველა ასეთი მომხმარებელი დაბლოკა და ინფორმაცია რეაგირებისთვის „სადაც ჯერ არს“, იქ გადაგზავნა.
საქმე სპორტული უსაფრთხოების ევროპულ ასოციაციას (ESSA) გადაეცა, რომელიც 2005 წლიდან ფუნქციონირებს და მჭიდრო კონტაქტი აქვს, როგორც წამყვან საბუქმეიკერო ქსელებთან, ასევე ფიფა-უეფასთან…
ბოლოს ისიც ვთქვათ რომ, საეჭვოდ მიჩნეული მატჩი დინამომ 6-3 მოიგო. დანარჩენს აგერ, ფოტოზე ხედავთ…
ავტორის პროფილი
- პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი05/08/2026 | 09:45ბარსელონა ატლეტიკოს უტევს
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 08:48სობოსლაი: ლივერპულში კონფლიქტი არ ყოფილა
მთავარი ამბავი04/08/2026 | 17:28ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
