Breaking News

Day: July 4, 2018

პარიზში ვერაფერს მიაღწევ!

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა რივალდო ამბობს, რომ ნეიმარი „პარი სენ ჟერმენის” გადამკიდე ვერასდროს გახდება მსოფლიოს მთავარი ვარსკვლავი. „ჩემი აზრით ის საუკეთესოს ტიტულს ვერ მოიგებს. თუ ნეიმარს მიზნად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობა აქვს დასახული, დიდ კლუბში უნდა გადავიდეს. „პარი სენ ჟერმენში”, ახალი მწვრთნელის, თომას ტუხელის ხელმძღვანელობით ის ვერასდროს მოიგებს „ოქროს ბურთს”. იმ ფეხბურთს, რომელიც ნეიმარს სჭირდება, ესპანეთში თამაშობენ….

Read more

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღიარა: ჩაწყობილი იყო!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებამ 29 ივნისს დააყენა შუამდგომლობა სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტში, რომლის სხდომაც გაიმართა სამშაბათს, 3 ივლისს. სხდომა ეხებოდა ფოთის „კოლხეთს“. ფედერაციის განცხადებით,  „კოლხეთის“ მიერ ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ასპარეზობას და მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირების მცდელობას. უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე დადგინდა, რომ „კოლხეთის“ რამდენიმე მოთამაშე…

Read more

ახლა კი მგონი მართლა მიდის

„რეალის” ამბებში „მარკას” დაეჯერება. ესპანური გამოცემა კი წერს, რომ პირველად 2009 წლის შემდეგ, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელები რონალდუს სხვა კლუბში გაშვებას სერიოზულად განიხილავენ. 2009 წელი ის თარიღია, როდესაც პორტუგალიელი „მანჩესტერ იუნაიტედიდან” „რეალში” გადავიდა. მოგეხსენებათ, ამ 9 წლის განმავლობაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ვარსკვლავი „რეალიდან” წასვლით იმუქრებოდა, მაგრამ კლუბი ყოველ ჯერზე პოულობდა გამოსავალს. თუმცა აი, დადგა 2018 წელი…

Read more

გერმანელებს გამარჯვება აღარ სწყუროდათ

„როდესაც თამაშის წინ ჩვენმა მწვრთნელმა ტაე იონგ შინმა დავალების მოსაცემად ოთახში შეგვკრიბა გვითხრა, რომ გერმანელ ფეხბურთელებს ცხვირები აქვთ აწეული, ისინი ამპარტავნები არიან, უკვე ყველაფერი აქვთ მოგებული და გულის სიღრმეში აღარაფრის მოგება არ უნდათ. გერმანიას წარმატება აღარ სწყურია!”, — იგონებს 29 წლის კორეელი ჯა ჩოელ კოო „ბილდთან” ინტერვიუში. გამოცემა წერს, რომ კოოსთვის აუტსაიდერობა კარგად ნაცნობი შეგრძნებაა….

Read more

გაუგონარი ამბავი: ინგლისმა პენალტებით მოიგო!

ინგლისის ნაკრების გამარჯვებამ კოლუმბიასთან ბრიტანულ სოციალურ ქსელებში ნამდვილი აფეთქება გამოიწვია. საქმე ის არის, რომ ინგლისელებმა მატჩისშემდგომი პენალტებით მსოფლიოს ჩემპიონატის შეხვედრა ისტორიაში პირველად მოიგეს, ზოგადად კი ასეთი იღბალი ბოლოს ევროპის 1996 წლის პირველობაზე, ესპანეთთან მოგების შემდეგ აღარ ჰქონათ. რას არ წაიკითხავდით კოლიმბიელების ძლევის შემდეგ. მავანმა დაწერა: „ღმერთო ჩემო, მართლა მოვესწარი იმ დღეს, როდესაც ინგლისმა პენალტებით გაიმარჯვა”….

Read more