Breaking News

Day: July 2, 2018

ყოფილი სიდედრის დაკრძალვაზე

29 ივნისს, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდები ისვენებდნენ გარი ლინეკერი უელსს გაემგზავრა. მიზეზი: სიდედრყოფილი გარდაეცვალა და ცოლყოფილს მხარში დაუდგა. საინტერესო ფაქტი: 57 წლის ლინეკერი და მისი ყოფილი სიდედრი კიმ მოჰამედი ტოლები იყვნენ. ფეხბურთის ყოფილი და მოქმედი ტელევარსკვლავის ექს-მეუღლე დენიელ ბაქსი კი 39 წლისაა. ლინეკერის საქციელი მართლაც დასაფასებელია. მან ხუთშაბათ საღამოს 22:30-ზე, BBC2-ზე ჩვეულებრივ წაიყვანა გადაცემა, შემდეგ კი…

Read more

წაგებული გმირი

მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი კვირას წაგებული გუნდიდან იყო – კასპერ შმაიხელი. ჯერ 116-ე წუთზე ხომ გაუქვავა პენალტი ლუკა მოდრიჩს, მერე სერიაში კიდევ ორჯერ აიღო და ვერ დაუფასეს თანაგუნდელებმა – საბოლოოდ, დანია გავარდა და ხორვატია გავიდა. ლეგენდარული პეტერ შმაიხელი კი ამაყი იყო, მის შვილს პირადად გაჰყავდა „დინამიტები“ მეოთხედფინალში. თითოეულ აღებულ პენალტზე გაგიჟებული ყვიროდა მამა შმაიხელი –…

Read more

სამპაოლის 40 ცოდვა

ხორხე სამპაოლის ჩემპიონატის დაწყებამდე გამოუცია წიგნი, რომელშიც წერს, რომ არ უყვარს დაგეგმვა, არასოდეს არ გეგმავს და საერთოდაც, ფეხბურთის თამაში ფანტაზიაა და გეგმებში ვერ ჯდება. არგენტინული გაზეთ „კლარინის“ ჟურნალისტმა ენრიკე გასტანიაგამ არ დაიზარა და საკუთარ ფანტაზიებში დაკარგულ ნაკრების მწვრთნელ ხორხე სამპაოლის 40 ცოდვა დაუთვალა. 1) ნაკრებში რევოლუციას გვპირდებოდა და თითქმის იგივე შემადგენლობა ათამაშა, რაც წინა მწვრთნელმა…

Read more

კვირაში 200 000! ვაჭრობა დასრულებულია!

იურგენ კლოპს შეუძლია სამომავლო გეგმები კვლავ მოჰამედ სალაჰზე ააგოს: „ლივერპულმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ 26 წლის ეგვიპტელმა მათთან ხანგრძლივი ვადით გააგრძელა ხელშეკრულება. ამრიგად, სალაჰის გამო ვაჭრობა, რომელშიც ყველაზე მეტად „რეალი” აქტიურობდა, დასრულებულია. თავდამსხმელისთვის ახალი ხელშეკრულება ხელფასის მნიშვნელოვან გაზრდას ნიშნავს. მას კვირის შემოსავალი ფაქტობრივად გაუორმაგეს და 200 000 გირვანქას ანუ 226 000 ევროს გაუტოლეს. ამრიგად, მოჰამედ სალაჰი…

Read more

პიკე ძმაკაცია, მაგრამ იტყუებოდა

იყო თუ არა პენალტი? რამდენად სამართლიანად დანიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ესპანეთის კარში ანუ რუსეთის სასარგებლოდ ჰოლანდიელმა მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა? მოგეხსენებათ, თავიდან ესპანელები იგებდნენ, მაგრამ 41-ე წუთზე ჟერარდ პიკემ თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა. პენალტი არტიომ ძიუბამ დაარტყა და ანგარიში გაქვითა. საბოლოოდ კი პენალტების სერიაში რუსებმა გაიმარჯვეს. „ბარსელონას” ვარსკვლავი არბიტრის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო. BBC-ზე, წარსულში ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა…

Read more

რუბიალესი არაფერს ნანობს

ესპანეთის ნაკრები უსახურად გამოეთიშა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს. რუსეთის ნაკრებთან პენალტებით დამარცხებული თავჩახრილი გუნდი ჩემოდნებს ალაგებდა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი კი იმეორებდა, რომ წამითაც არ ნანობს ჩემპიონატამდე ორი დღით ადრე მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი რომ გააგდო. მიუხედავად იმისა, რომ ბურთს მთელი თამაშის განმავლობაში აკონტროლებდა, ესპანეთის ნაკრებმა შეტევაში ვერანაირი ნაპერწკალი ვერ აჩვენა და დაისაჯა. რუბიალესმა…

Read more

მადლობა პერესს, ლოპეტეგის და რუბიალესს

ყველაფერი ფლორენტინო პერესმა დაიწყო, რომელიც ნაკრების მზადების დინამიკაში დამანგრეველი ძალით შეიჭრა; მას მხარი არალოიალურმა და არაეთიკურმა ხულენ ლოპეტეგიმ აუბა; და ბოლოს თავისი ნაჩქარევი გადაწყვეტილებით ლუის რუბიალესმა დააგვირგვინა — წერს ესპანური გაზეთი „მარკა” თავის სარედაქციო წერილში. თუ ვინმემ არ იცის: ფლორენტინო პერესი „რეალის” პრეზიდენტია, ხულენ ლოპეტეგი ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რომელიც გუნდს წლობით ამზადებდა და წესით უნდა…

Read more

ჩაწყობილია?

როგორც ჩანს, ქართულ ფეხბურთში ძველ-ახალი სკანდალი მწიფდება. ჩვენი ჩემპიონატის მოსაწყენი,უსახურ-მონოტონური ცხოვრება დარღვეულია – მსოფლიოში ერთერთი უდიდესი საბუქმეიკერო კანტორა Bwin-ი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს, ეროვნული ლიგის მე-17 ტურის „კოლხეთი“-„დინამო“ ჩაწყობილი იყოო… მეჩვიდმეტე ტურის მატჩზე, სადაც თავდაპირველად ზღვისპირელები დაწინაურდნენ, Bwin-ში თურმე უჩვეულო აქტივობა დაფიქსირებულა, რითაც, რასაკვირველია, ტოტალიზატორის უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა. ფსონები მხოლოდ ერთი მიმართულებით – დინამოს მოგებაზე შედიოდა,…

Read more