დიეგო მარადონა ამბობს, რომ დროა ნეიმარმა გონს მოუხმოს და მოედანზე ყალბ კოტრიალს თავი დაანებოს — ბრაზილიელთა მეათე ნომერმა მექსიკასთან შეხვედრაში გოლი გაიტანა, „სელესაომ” 2:0 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა სადაც პარასკევს, 6 ივლისს, 22 საათზე, ბელგიას შეხვდება.
მექსიკასთან თამაშის ერთ-ერთ ეპიზოდში ნეიმარმა ზედმეტად თეატრალურად იკოტრიალა, რითაც მსოფლიოში ბევრი გულშემატკივარი გააღიზიანა.
57 წლის მარადონამ ესპანურ „მარკასთან” ინტერვიუში თქვა: „მან უნდა იცოდეს, რომ დღევანდელ ფეხბურთში გაფორმება ყვითელი ბარათით ისჯება და ვიდეორეფერიც არსებობს. კოსტა რიკასთან შეხვედრაში ის ერთხელ უკვე გააფრთხილეს. დროა ნეიმარმა თავის ტვინში „ჩიპი” შეცვალოს”.
შემდეგ მარადონას ჰკითხეს, პორტუგალიის ურუგვაისთან დამარცხების შემდეგ კვლავ მიაჩნია თუ არა კრიშტიანუ რონალდუ დიდი ვარსკვლავად.
„ეს სულელური კითხვაა, რადგან კრიშტიანუ აშკარად დიდი ვარსკვლავია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამას თუ იმიტომ მეკითხებით, რომ მას „რეალისთვის” კი ან არა აქვს სათქმელი, მაშინ მე ამ საქმეში ვერ ჩავერევი. რონალდუს ბევრი მრჩეველი ჰყავს და მათ იციან კრიშტიანუსთვის რა სჯობს” —უპასუხა მარადონამ.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
