Heil… 88 = 10 000

Home სიახლეები Heil… 88 = 10 000
Heil… 88 = 10 000

ფიფამ რუსეთის საფეხბურთო კავშირი 10 000 შვეიცარული ფრანკით (8650 ევროთი) დააჯარიმა. სასჯელი სამარაში გამართულ მატჩს მოჰყვა, რომელშიც ურუგვაის ნაკრებმა მასპინძელთა ეროვნული გუნდი 3:0 დაამარცხა.

აღმოჩნდა, რომ მატჩის მსვლელობისას მასპინძელი გუნდის ქომაგებმა ტრიბუნაზე გამოფინეს ბანერი, რომელშიც რიცხვი 88 ფიგურირებდა. ეს რიცხვი ნეონაცისტურ სიმბოლიკასთან ასოცირდება: Heil Hitler ორივე სიტყვა H-ით იწყება, რომელიც ლათინურ ანბანში მე-8 ასოა.

ფორმულირებაც ამდაგვარი იყო: მატჩის მსვლელობისას ქომაგთა მხრიდან ტრიბუნაზე ნეონაცისტური სიმბოლიკის შემცველი ბანერის დემონსტრირების გამო…