შოტლანდიელი ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი „ნაპოლის’’ დიდი ვარსკვლავი გახდა, მის ფონზე კი სხვა მოთამაშეები დაიჩრდილნენ და მათი მომავალიც ბურუსით არის მოცული. ერთ-ერთი მათგანია კამერუნელი ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, რომელიც ქართველ გულშემატკივარს კარგად ახსოვს ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლური პერიოდიდან. „კორიერე დელო სპორტმა’’ დაწერა, რომ ნოემბერში, ნაკრებში მიღებული ტრავმის შემდეგ კლუბმა ნახევარმცველთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეანელა და შეამცირა. შესაბამისად, ყველაზე მოსალოდნელი გახდა იმ ერთი [...]

ორლანდო ფლეი ოფს შორდება
გამთენიისას, გოგა ბითაძის „ორლანდო“ „კლივლენდს“ ესტუმრა და 131:136 დამარცხდა. ეს არის ფლორიდელთა ზედიზედ მეექვსე მარცხი. ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მწვრთნელი ამჯერად 13.35 წუთს ენდო. წინა თამაშებთან შედარებით ჩვენიანი ამჯერად უფრო მოკრძალებული იყო და გუნდს 4 ქულით, 2 მოხსნით, 3 პასითა და 1 ჩაჭრით შეეშველა. ბითაძემ სამიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში გუნდმა ოთხი [...]

ალბათ მაინც ალონსო
ალისონ ბეკერი კიდევ ერთი წლით რჩება „ლივერპულში’’. რას ნიშნავს ეს? დარჩება გიორგი მამარდაშვილი „ენფილდზე’’ და იჯდება სკამზე თუ მოძებნის კლუბს სადაც თუნდაც იჯარის წესით ითამაშებს ერთი სეზონის განმავლობაში? ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, „ლივერპულში’’ კი სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ მწვრთნელის არნე სლოტის გაშვებასა და მისი შემცვლელის მოძებნაზე. სადღეისოდ ჰოლანდიელის შეცვლის ყველაზე დიდი შანსი მერსისაიდელთა ყოფილ ვარსკვლავს ჩაბი ალონსოს აქვს. [...]

რეალის ექიმები სხვა ფეხს მკურნალობდნენ
ეს ამბავი ფეხბურთის ისტორიაში შევა. „რეალის’’ რამდენიმე ექიმმა სამსახური დაკარგა. ასეთი რა მოხდა? დეკემბერში „სელტასთან’’ შეხვედრის დროს, კილიან მბაპეს მუხლი ეტკინა, სამედიცინო პერსონალმა კი მისი მეორე ფეხი შეამოწმა. მათ მარცხენა ფეხი უნდა გამოეკვლიათ, ამის ნაცვლად მარჯვენა გამოიკვლიეს. მომხდარი „ატლეტიკმაც’’ დაადასტურა. გამოცემამ პრობლემა დეტალურადაც აღწერა. ექიმებმა მბაპეს MRI სხვა ფეხზე გადაუღეს და პრობლემა ვერ აღმოაჩინეს, არადა ფრანგს ტკივილი აწუხებდა. თავდამსხმელმა რამდენიმე [...]

ჰაკიმი მართლა რეალზე ოცნებობს?
footmercato-მ გამოაქვეყნა წერილი „პარი სენ ჟერმენის’’ მაროკოელ ვარსკვლავ აშრაფ ჰაკიმიზე. მისი დაწერისკენ ფრანგულ გამოცემას ესპანელი ჟურნალისტის რამონ ალვარეს დე მონის მიერ გავრცელებულმა ცნობამ უბიძგა. ალვარესი ამტკიცებს, რომ მაროკოელს „რეალში’’ დაბრუნება უნდა. ესპანელი ჟურნალისტის მტკიცებით მართალია ჰაკიმის პსჟ-სთან ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს და გუნდში მნიშვნელოვანი როლიც აკისრია, მაგრამ მადრიდული და პარიზული კლუბების კარგი ურთიერთობა იმედს აძლევს, რომ ოცნებას აიხდენს. მისი ოცნება კი [...]

სუპერ მამუ და კარგი გოგა
NBA-ში ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. ერთმა მოიგო, მეორე – წააგო. ერთს სუპერთამაში ჰქონდა, მეორეს – კარგი. დავიწყოთ სანდრო მამუკელაშვილით, რომლის „ტორონტო“ „იუტას“ ესტუმრა და 143:127 დაამარცხა. გამარჯვება იმდენად მარტივად მოვიდა, რომ ლიდერებს ბოლოს აღარ უთამაშიათ. მათ შორის მამუკელაშვილსაც. ჩვენიანი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და მოედანზე გატარებულ 32.13 წუთში გუნდს 23 ქულით, 4 მოხსნით, 2 პასით, 5 ჩაჭრითა და 1 დაფარებით [...]

მბაპემ მადრიდელები გააღიზიანა
„რეალმა’’ ბოლო ტურში „ატლეტიკოს’’ მნიშვნელოვანი დერბი მოუგო – 3:2. ამ გამარჯვების წყალობით მადრიდელებს ჩემპიონატის დამთავრებამდე 9 ტურით ადრე ჯერ კიდევ აქვთ ოთხი ქულით დაწინაურებული „ბარსელონას’’ დაწევის იმედი, მაგრამ ცხრილი ცხრილად და მადრიდული გუნდების შეხვედრაში ერთმა ფაქტორმა მიიპყრო ესპანური პრესის ყურადღება: კილიან მბაპემ საქმისადმი უგულო დამოკიდებულება გამოამჟღავნა. ფრანგი ვარსკვლავი ტრავმის შემდეგ მოედანს „მანჩესტერ სიტისთან’’ შეხვედრაში დაუბრუნდა. ის მატჩი ჩემპიონთა ლიგისა იყო [...]

მარადონას ნეაპოლელი ვაჟი: მაკტომინეი იესოა!
„მამაჩემის შემდეგ სკოტ მაკტომინეი „ნაპოლის’’ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩვენ ნეაპოლში დიეგოს სახით ღმერთი გვყავდა, მაკტომინეი კი იესოა’’, – თქვა დიეგო მარადონას ვაჟმა დიეგო უმცროსმა. შოტლანდიელი მაკტომინეი „ნაპოლიში’’ 2024 წელს „მანჩესტერ იუნაიტედიდან’’ გადავიდა და მისი სახით კერპების ყოლისადმი მიდრეკილმა ნეაპოლელებმა როგორც ჩანს თაყვანისცემის ახალი ობიექტი იშოვეს. ქალაქში, კედლებზე ახლა მისი მურალებია. მაკტომინეი 29 წლისაა. მან პირველ სეზონში „პარტენოპეელთა’’ მიერ სკუდეტოს [...]

ლანსმა პარიზს უარი შეუთვალა
მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო: „პარი სენ ჟერმენმა’’ ოფიციალურად მოითხოვა „ლანსთან’’ შეხვედრის გადადება. ეს მატჩი დანიშნულია 11 მარტს, ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან’’ ორ თამაშს შორის. პარიზულ გუნდს სურს დაძაბული კვირა შეიმსუბუქოს, მაგრამ გადადების კატეგორიული წინააღმდეგია „ლანსი’’. ადრე ფრანგულ პრესაში ამოვიკითხეთ, თითქოს მეტოქის თანხმობის გარეშე ლიგა 1-ის კალენდარი ვერ შეიცვლება, მაგრამ „პარიზიენი’’ წერს, რომ საფრანგეთის პროფესიული ლიგის დირექტორთა საბჭოს შეუძლია საკითხი ერთპიროვნულად [...]

წითელი გაასაჩივრდება
მადრიდის „რეალი“ ნახევარმცველ ფედერიკო ვალვერდეს წითელ ბარათს გაასაჩივრებს ლა ლიგის 29-ე ტურის მატჩში „ატლეტიკოსთან“ 3:2 გამარჯვების შემდეგ. კლუბი გაძევებას გაუმართლებლად მიიჩნევს, ხოლო მოთამაშის მიერ ჩადენილ ქმედებას მხოლოდ ყვითელი ბარათის საფუძვლად. ურუგვაელმა 77-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო სტუმარი ფეხბურთელის, ალექს ბაენას ფეხზე დაბიჯებისთვის. ოფიციალურ ოქმში მსაჯმა ხოსე მუნუერა მონტერომ დაწერა, რომ ვალვერდე მოედნიდან გააძევეს ბურთისთვის მიუწვდომელ ადგილას მოწინააღმდეგის მიმართ გადაჭარბებული ძალის [...]
