ეს ამბავი ფეხბურთის ისტორიაში შევა. „რეალის’’ რამდენიმე ექიმმა სამსახური დაკარგა. ასეთი რა მოხდა? დეკემბერში „სელტასთან’’ შეხვედრის დროს, კილიან მბაპეს მუხლი ეტკინა, სამედიცინო პერსონალმა კი მისი მეორე ფეხი შეამოწმა. მათ მარცხენა ფეხი უნდა გამოეკვლიათ, ამის ნაცვლად მარჯვენა გამოიკვლიეს.
მომხდარი „ატლეტიკმაც’’ დაადასტურა. გამოცემამ პრობლემა დეტალურადაც აღწერა. ექიმებმა მბაპეს MRI სხვა ფეხზე გადაუღეს და პრობლემა ვერ აღმოაჩინეს, არადა ფრანგს ტკივილი აწუხებდა. თავდამსხმელმა რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, იანვარში, ესპანეთის თასზე კი მოედანს დაუბრუნდა. ადვილი მისახვედრია, რომ ეს სარისკო იყო. საბედნიეროდ ექსტრემალური არაფერი მომხდარა. ერთადერთი, ორგანიზმმა მბაპეს კვლავ არ მისცა თამაშის საშუალება.
მეორე ჯერზე მბაპეს ხუთი თამაშის გამოტოვება მოუხდა. პრესაში დაბრუნების სხვადასხვა თარიღი სახელდებოდა. ზოგი ამბობდა, რომ მკურნალობისთვის საკმარისი იქნებოდა სამი კვირა, ზოგის კი სამ თვეს იჩემებდა. აქა-იქ ოპერაციაზეც დაიწყეს ლაპარაკი. საბოლოოდ, ოთხი კვირით შემოიფარგლნენ. „რეალი’’ რაიმეს მკაფიოდ თქმას ერიდებოდა, ფეხბურთელმა კი ბოლო დღეებშიღა გაიგო, რაც მოხდა.
„ბევრი რამ ითქვა, მაგრამ სიმართლეს არც ერთი მათგანი არ შეესაბამებოდა. ასეთია ტოპ-სპორტსმენისა და საჯარო ფიგურის ცხოვრება. მასზე შეგიძლია განაცხადო რაც გინდა, პასუხი მაინც არ მოგეთხოვება. მე ამას მივეჩვიე’’, – თქვა მბაპემ.
კვანძი პარიზში გაიხსნა, როდესაც ვარსკვლავი საკონსულტაციოდ ექიმ ბერტრან სონერი-კოტესთან მივიდა. ფრანგმა ექიმმა პაციენტი გამოიკვლია და გაოცდა, როდესაც შეიტყო, რომ მის ჩარევამდე კოლეგები დაზიანებას ვერ პოულობდნენ. გაირკვა, ისიც რომ ესპანეთში MRI-თი შემოიფარგლნენ და სხვა კვლევები არ ჩაუტარებიათ..
ამჟამად კილიან მბაპე პარიზშია და საფრანგეთის ნაკრებში ბრაზილიასთან და კოლუმბიასთან სათამაშოდ ემზადება.
„იმედი მაქვს, ამიერიდან თანდათანობით კვლავ შევძლებ საკვანძო რილის თამაშს. ვგრძნობ იმედგაცრუებას, ბრაზს და შფოთვას’’, – თქვა საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა.
ესპანელი ექიმების შეცდომა რასაკვირველია სამწუხარო და იმავდროულად სასაცილოა, მაგრამ საინტერესოა როგორ ტარდება მუხლების კვლევა MRI-ით. ნუთუ ადამიანი თავად ვერ ხვდება რომელ ფეხს უმოწმებენ, რომ უთხრას ეგ კი არა, მეორე მუხლი მტკივაო?
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები01/08/2026 | 08:31საზონოვი ხეტაფეში ვარჯიშობს
მთავარი ამბავი01/08/2026 | 07:39ინფანტინომ უკან დაიხია!
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
