„მამაჩემის შემდეგ სკოტ მაკტომინეი „ნაპოლის’’ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩვენ ნეაპოლში დიეგოს სახით ღმერთი გვყავდა, მაკტომინეი კი იესოა’’, – თქვა დიეგო მარადონას ვაჟმა დიეგო უმცროსმა.
შოტლანდიელი მაკტომინეი „ნაპოლიში’’ 2024 წელს „მანჩესტერ იუნაიტედიდან’’ გადავიდა და მისი სახით კერპების ყოლისადმი მიდრეკილმა ნეაპოლელებმა როგორც ჩანს თაყვანისცემის ახალი ობიექტი იშოვეს. ქალაქში, კედლებზე ახლა მისი მურალებია. მაკტომინეი 29 წლისაა. მან პირველ სეზონში „პარტენოპეელთა’’ მიერ სკუდეტოს მოპოვებაში დიდი როლი ითამაშა.
სკოტ მაკტომინეი იმ სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და „ოქროს ბურთის’’ მაძიებელთა სიაშიც შეიყვანეს.
მიმდინარე სეზონში შოტლანდიელი ნახევარმცველი კარგად დაწყებულ საქმეს კარგად აგრძელებს. მან 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. მაკტომინეიმ დიდი როლი ითამაშა ნაკრების წარმატებაშიც – სქოთებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
დიეგო მარადონამ კი „ნაპოლიში’’ 1984 წლიდან მოყოლებული რვა წელიწადი გაატარა. მისი ლიდერობით „აძურიმ’’ ორჯერ მოიპოვა სკუდეტო, ერთხელ იტალიის თასი, ერთხელ ქვეყნის სუპერთასი და ერთხელაც უეფას თასი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
