გურამ კაშია – რეკორდსმენი მიდის

გურამ კაშია – რეკორდსმენი მიდის

გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. „ივნისში, რუმინეთთან ჩემს გამოსათხოვარ თამაშს ვითამაშებ. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც გვერდში მედგა. 17 წელიწადი საქართველოს ნაკრებში პატარა დრო არ არის. 130 მატჩამდე ვითამაშე, რაც ჩემთვის საამაყოა. მძიმეა ჩემთვის ამაზე საუბარი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ ამ დროის განმავლობაში მხარს მიჭერდით. ალბათ დღეს ჩემგან ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადების გაკეთება სიურპრიზი არ [...]

მხოლოდ გოგიჩაშვილი

მხოლოდ გოგიჩაშვილი

ზამთრის სანაკრებო სეზონი დასრულდა და საფრანგეთის ტოპ 14-ში მორიგი, მე-19 ტურიც გაიმართა. მისი მონაწილე 15 ქართველი მორაგბე გახდა. შიდა ჩემპიონატი ინგლისშიც განახლდა და ერთმა ჩვენებურმა იქაც იასპარეზა. ტოპ 14 ინდივიდუალურად საანგარიშო უიქ-ენდი ყველაზე წარმატებული გურამ გოგიჩაშვილისთვის გამოდგა. „რასინგ-92“-ის მარცხენა ბურჯმა „კასტრთან“ საშინაო მატჩის 25-ე წუთზე პარიზელთა ხანგრძლივი შეტევა შედეგიანად დაასრულა. პარიზელები კასტრელებს კარგა ხანი ჩეჩქვავდნენ და „გოგიჩამ“ თავისი ფიზიკური ძალა [...]

გატუზო – იტალიელთა იმედი!

გატუზო – იტალიელთა იმედი!

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა იტალიამ ტიტული ბოლოს 2006 წელს მოიგო. მას მერე „სკუადრა აძურამ’’ (2021 წელს) ევროპის ჩემპიონატზე კი გაიმარჯვა, მაგრამ მუნდიალზე 2014 წლის შემდეგ საერთოდ აღარ ყოფილა – ფინალურ ეტაპზე ვეღარ ხვდებოდა. ახლა საშინელი მდგომარეობის გამოსწორება 2006 წლის ჩემპიონის ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით შეუძლია. გატუზო უცნაური მწვრთნელია. მან 12 წელიწადში 10 კლუბი გამოიცვალა. იტალიის ნაკრები 26 მარტს ფლეი-ოფში საქართველოს მომავალ მეტოქეს [...]

ბურთის მარცხენა მხარეს მიგორება რთული აღმოჩნდა

ბურთის მარცხენა მხარეს მიგორება რთული აღმოჩნდა

ლივერპულურმა პორტალმა This is Anfield გამოაქვეყნა წერილი, სადაც „წითლების’’ მეკარეთა შესახებ ილაპარაკა. საიტი წერს, რომ ალისონი სავარაუდოდ მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერია, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები მოეძალა, რის გამოც უკვე 10 თამაში გამოტოვა. ამის გამო გუნდის ახალწვეულმა გიორგი მამარდაშვილმა ყველა შეჯიბრებაში ერთად 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ექვსი პრემიერლიგისა იყო. 25 წლის ქართველი იმედისმომცემი მეკარეა, მაგრამ მას და ალისონს შორის არის ერთი მნიშვნელოვანი [...]

შეთანხმდნენ

შეთანხმდნენ

„პარიზიენმა’’ გაავრცელა ცნობა, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლეგენდარულ ზინედინ ზიდანთან მიაღწია შეთანხმებას და ის საფრანგეთის ნაკრების მიმავალი მწვრთნელი გახდება. მისი სახელი ბოლო თვეების განმავლობაში უკვე ბევრჯერ ახსენეს. „ლურჯების’’ ახლანდელი თავკაცი, ფეხბურთელობის წლებში ზიდანის თანაგუნდელი დიდიე დეშამი 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ თანამდებობიდან წავა. ზიდანთან მიღწეული შეთანხმების შესახებ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ დიალომ ილაპარაკა, თუმცა ეს ოფიციალური განცხადება არ ყოფილა. [...]

ორ-ორი ოქრო და ბრინჯაო

ორ-ორი ოქრო და ბრინჯაო

თბილისის გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს დელეგაციამ ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი ირგუნა. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქრო ლუკა მაისურაძემ მოიპოვა. მან მიყილებით დაამარცხა ლიეტუველი აუგუსტას სრატერისი, სერბი მილან რადული, გერმანელი იარნე დიუკი და უზბეკ ნურბეკ მურტოზოევი. ჩვენიანმა ფინალში კიდევ სერბი, ნემანია მაიდოვი დაამარცხა და ოქროს მედალი აიღო. ამავე წონაში მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ლუკა ჯავახიშვილი და აკაკი ჯაფარიძე შეხვდნენ. [...]

გოგამ ორლანდოს ვერ უშველა

გოგამ ორლანდოს ვერ უშველა

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. გოგა ბითაძის „ორლანდო“ „ლეიკერსს“ საკუთარ მოედანზე გაეჯიბრა და ქულით – 104:105 დამარცხდა. ფლორიდელებს ძირითად ცენტრი, ვენდელ კარტერი დაუბრუნდათ და ბითაძეც სათადარიგოთა სკამზე დარჩა. თუმცა, სხვა მატჩებისგან განსხვავებით მწვრთნელი ამჯერად მეტად ენდო და მოედანზე 18.06 წუთი გაატარა. ჩვენებურმაც ნდობა გაუმართლა და გუნდს 9 ქულით, 7 მოხსნითა და 5 პასით შეეწია. გოგამ სამიდან სამი ორქულიანი და ოთხიდან სამი [...]

მამარდამ ეშხში შესული ბრაიტონი შეაკავა

მამარდამ ეშხში შესული ბრაიტონი შეაკავა

„ლივერპულმა’’ პრემიერლიგაში მორიგი შეხვედრა წააგო, ამჯერად „ბრაიტონთან’’ დამარცხდა – 1:2. Liverpool Echo წერს, რომ ეს იყო მატჩი, რომელშიც ორივე გუნდი ხშირად ცდებოდა. ბრაიტონელებისგან ორივე გოლი, თითო ტაიმში თითო, დენი უელბეკმა გაიტანა, შუაში კი მილოშ კერკეზმა ანგარიში გაათანაბრა. ეს მარცხი იმას ნიშნავს, რომ არნე სლოტის გუნდი შეიძლება ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში ვერ მოხვდეს. მერსისაიდელთა ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს Liverpool Echo-მ 6 [...]

ხვიჩას უიღბლო დღე

ხვიჩას უიღბლო დღე

„პარი სენ ჟერმენის’’ წარმატებული კვირა ლიგა 1-ის 27-ე ტურში „ნიცას’’ 4:0 ძლევით დასრულდა. ასეთ შეხვედრებზე შეიძლება თქმა, რომ გამარჯვებულ გუნდს ოფლი არ გამოსვლია ― პარიზელები ცხრილის სათავეში დარჩნენ და მდევარ „ლანსს’’ ძველებურად ერთი ქულით უსწრებენ. ერთადერთი, რაზეც ქართველ გულშემატკივარს ამ შეხვედრაში გული დასწყდა ხვიჩა კვარაცხელიას უიღბლობაა. პსჟ-ს ვარსკვლავს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ბურთი ხან ოდნავ ასცდა მიზანს, ხანაც მცველმა [...]

ზურიკომაც გაიტანა [VIDEO]

ზურიკომაც გაიტანა [VIDEO]

საფრანგეთი ლიგა 2-ში „სენტ-ეტიენმა“ „ანესს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა, მასპინძელთაგან ერთი გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. გოლის გარდა, ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაცაა.