„ლივერპულმა’’ პრემიერლიგაში თებერვლის შემდეგ პირველი თამაში მოიგო – „ენფილდზე’’ „ფულემი’’ დაამარცხა, 2:0. 17 წლის ინგლისელი მარცხენაფლანგელი რიო ნგუმოჰა უმაღლეს დონეზე სასტარტო შემადგენლობაში მეორედ თამაშობდა. ის სულ მეთოთხმეტედ იყო მოედანზე და უკვე მეორე გოლი გაიტანა. შესვენებამდე მოჰამედ სალაჰმა კიდევ ერთი შეაგდო. ეს იყო ეგვიპტელის პირველი გამოჩენა „ენფილდზე’’ მას მერე, რაც გამოაცხადა, რომ სეზონის შემდეგ „ლივერპულიდან’’ მიდის. Liverpool Echo-მ ტრადიციულად შეაფასა ფეხბურთელების...

ერთი მოგებაც და…
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მეორე დივიზიონში უკრაინა 20:9 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ქართველმა წყალბურთელებმა მეტოქეს ოთხივე მეოთხედში აჯობეს (3:2, 5:4, 5:1, 7:2) და მოგება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებიათ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე; საბა ტყეშელაშვილი (2 გოლი), ვატო დადვანი (5), ნიკა შუშიაშვილი (2), ანდრია ბითაძე (1), იოვან სარიჩი (1), ხვიჩა ჯახაია (1),...

შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
NBA-ში რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი და ფლეი ოფში გასასვლელად ორივე ქართველის გუნდი იბრძვის. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „ჩიკაგოს“ 127:103 მოუგო, გოგამ კი, ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი მიითვალა. ჩვენებურმა მოედანზე 16.37 წუთი დაჰყო, რა დროშიც 15 ქულა, 11 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოინაგრა. ბითაძემ შვიდიდან ექვსი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. „ორლანდოს“ ფლეი ოფის შანსი სანდრო...

მარსელთან წიტაიშვილი კარგი იყო, მეცი – ცუდი
სამი ქართველის, გიორგი წიტაიშვილის, გიორგი აბუაშვილისა და გიორგი ქვილითაიას „მეცს’’ სავარაუდოდ აღარაფერი ეშველება, მომავალ სეზონში ლიგა 2-ში მოუწევს წვალება ლიგა 1-ში დასაბრუნებლად, „მარსელი’’ კი ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გამარჯვების გზაზე დადგა- 3:1. ზღვისპირელები დომინირებდნენ. მათგან გოლები გაიტანეს პიერ-ემერიკ ობამეიანგმა (13), იგორ პაიშაომ (48) და ჰამედ ჟუნიორ ტრაორემ (93), მეცელთაგან კი თავი გიორგი წიტაიშვილმა (49) გამოიჩინა. ამ შეხვედრის შემდეგ „მარსელი’’ დროებით...
![Giorgi-Tsitaishvili წიტაიშვილმა მარსელს გაუტანა [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/04/Giorgi-Tsitaishvili.jpg)
წიტაიშვილმა მარსელს გაუტანა [VIDEO]
საფრანგეთის ლიგა 1-ის 29- ტურში „მეცი“ „მარსელს“ სტუმრობს და 1:2 მარცხდება. სტუმრების მხრიდან გოლი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.

რევანში და მეოთხედფინალი…
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალური მატჩში თურქეთს 19:12 აჯობა და სუპერფინალში გასასვლელად ბრძოლას განაგრძოობს. ისე მოხდა, რომ ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზე ერთად მოხვდნენ. მაშინ თურქებმა ერთი ბურთით მოიგეს, ახლა კი, რევაზ ჩომახიძის გუნდმა დამაჯერებელი რევანში აიღო. ამჯერად თურქებმა უკეთ დაიწყეს და პირველი მეოთხედის შემდეგ ორი ბურთით იგებდნენ. თუმცა, საქართველომ ანგარიში დიდ შესვენებამდე გაათანაბრა, მერე კი, მეტოქე პირწმინდად...

maxifoot: ერთ წელიწადში ყველაფერი ყირაზე დააყენა
ფრანგულმა საიტმა maxifoot გამოაქვეყნა წერილი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რომლის ავტორი იუსეფ ტუაიტია წერს, რომ წმინდა ფინანსური კუთხით, ხვიჩა კვარაცხელია რეკორდსმენი არ არის. ის ქართველს ადარებს ფილიპე კოუტინიუს (160 მილიონი ევრო), ენცო ფერნანდესს (121 მილიონი ევრო) და ვირჯილ ვან დაიკს (84.65 მილიონი ევრო), მაგრამ დასძენს, რომ მისი ფენომენის ფულამდე დაყვანა შეცდომაა. ავტორის აზრით დღეს უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ გარემარბმა „პარი სენ...

კვარა კვირის გუნდში
საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟემენის“ ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო გუნდში მოხვდა. ქართველმა თავდამსხმელმა მეოთხედფინალურ მატჩში, რომლიც პსჟ-მ „ლივერპულს“ 2:0 მოუგო, ერთი გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მესამედ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. ამას გარდა კვარაცხელია პსჟ-ის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ზედიზედ ოთხ მატჩში გაიტანა. კვირის სიმბოლური ნაკრების გარდა, ხვიჩა ჩემპიონთა ლიგაში კვირის საუკეთესო...

საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე დივიზიონის ბოლო მატჩში სლოვენია 24:7 დაამარცხა და მერვედფინალში ითამაშებს. ჩვენმა წყალბურთელებმა პირველი მეოთხედი 6:1 მოიგეს, რის შემდეგ უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პირველ მატჩში თურქეთთან 16:17 დათმო, შემდეგ კი, ბრაზილიას (12:12) პენალტების სერიაში 5:3 სძლია. შედეგად, რევაზ ჩომახიძის გუნდს ხუთი ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა. ჯგუფური...

ბითაძის ორმაგი
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და გოგა ბითაძის „ორლანდომაც“ „მინესოტა“ 132:120 დაამარცხა, ჩვენიანმა დიდი წვლილი შეიტანა. ამ მოგებით ფლორიდელებმა ფლეი ოფში გასვლის შანსი დაიტოვეს. გოგამ პარკეტზე 21.44 წუთი გაატარა და გუნდს ორმაგი დუბლით შეეშველა – 14 ქულა, 15 მოხსნა, 6 პასი, თითო ჩაჭრა და დაფარება. ჩვენებურმა 11-დან ექვსი ორქულიანი ჩააგდო და ორივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა. მისი მოედანზე...
