საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე დივიზიონის ბოლო მატჩში სლოვენია 24:7 დაამარცხა და მერვედფინალში ითამაშებს. ჩვენმა წყალბურთელებმა პირველი მეოთხედი 6:1 მოიგეს, რის შემდეგ უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პირველ მატჩში თურქეთთან 16:17 დათმო, შემდეგ კი, ბრაზილიას (12:12) პენალტების სერიაში 5:3 სძლია. შედეგად, რევაზ ჩომახიძის გუნდს ხუთი ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა. ჯგუფური ეტაპი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ფლეი ოფში გასასვლელად დარჩენილი მატჩები ვერაფერს შეცვლის. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ 23-დან 16 ნაკრები მერვედფინალში ითამაშებს, ტურნირი ოლიმპიური სისტემით გაგრძელდება, ხოლო ფინალისტები მსოფლიო თასის სუპერფინალის საგზურს მოიპოვებს.
საქართველოს ნაკრების მეტოქე მერვედფინალში ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
