მბაპე 70

მბაპე 70

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის, კილიან მბაპეს, გოლი მიუნხენის „ბაიერნის“ კარში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩის 42-ე წუთზე, მისი 70-ე გოლი გახლდათ ამ ტურნირზე. ამგვარად, მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე 70 გოლის ნიშნულს მიაღწია 98-ე მატჩში. მხოლოდ ლიონელ მესიმ (90 თამაში) და რობერტ ლევანდოვსკიმ (93) მიაღწიეს ფრანგზე სწრაფად ამ მაჩვენებელს ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე. შეხვედრა 4:3 „ბაიერნის“ გამარჯებით დასრულდა. პირველ მატჩშიც ბავარიელებმა იმარჯვეს – ...

ხვიჩა მოიგებს

ხვიჩა მოიგებს

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა  მწვრთნელმა იური სიომინმა 2025-2026 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის მთავარი ფავორიტი დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში: პსჟ, „ბაიერნი“, „არსენალი“ და მადრიდის „ატლეტიკო“ გავიდნენ. „თებერვალში ვთქვი, რომ პსჟ ფიზიკურად საუკეთესოდ გამოიყურებოდა, რადგან ისინი აუცილებლად მოიგებდნენ საფრანგეთის ჩემპიონატს მაქსიმალური ძალისხმევის გარეშე. ენრიკემ თავის 20-ვე მოთამაშეს დაახლოებით თანაბარი დატვირთვა მისცა. ისინი ისეთი სტრესულები არ იყვნენ, როგორც პრემიერლიგის და ლა ლიგის გუნდები. ენრიკემ...

სიგიჟე და კამავინგა

სიგიჟე და კამავინგა

პოპულარულმა ესპანურმა გაზეთმა AS „ბაიერნისა’’ და „რეალის’’ საოცარ – ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ – შეხვედრაზე დაწერა: „შეიძლება ბოლო თვეების ან სულაც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ასე აღარ ჩანდა, მაგრამ დიახ, ესეც „რეალი’’ იყო, გუნდი, რომელიც გადარჩენის აუხსნელი ინსტინქტით სამოცდაათი წლის განმავლობაში ევროპას შიშის ზარს სცემდა. ასე დამაჯერებლად თავს არავინ იმკვდარუნებს. მის მიერ დაგებულ ხაფანგში ყველაზე გამჭრიახებიც კი ხვდებიან ხოლმე, „ბაიერნის’’...

კვარა გოლი, პირველი პასი და მონდომება

კვარა გოლი, პირველი პასი და მონდომება

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ ჟერმენი’’ ტიტულის დაცვას განაგრძობს – ლუის ენრიკეს გუნდმა მეოთხედფინალის მეორე შეხვედრაც პირველის მსგავსად 2:0 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ორივე გოლი ოსმან დემბელემ გაიტანა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც ცხადია ის დაასახელეს. საინტერესოა, რომ ფრანგულმა საიტმა maxifoot-მა დემბელეს მსგავსად პარიზელთა მეკარეს მატვეი საფონოვსაც 8 ქულა დაუწერა, მაგრამ გოლი გოლია! ხვიჩა კვარაცხელიას maxifoot-მა 6 ქულა დაუწერა და ასეთი ტექსტი...

უცნაურად განსხვავებული შეფასებები

უცნაურად განსხვავებული შეფასებები

„ლივერპულმა’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ სასწაული ვერ ჩაიდინა. ინგლისის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრის მეორე ტაიმში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ისევე როგორც პარიზში, ლივერპულშიც 0:2 წააგო. ორივე გოლი ოსმან დემბელემ გაიტანა. პირველი 72-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას პასით, მეორე კი ისევ კვარას პრე-ასისტითა და ბრედლი ბარკოლას საგოლე პასით 90+1 წუთზე. მერსისაიდელთა კარს კვლავ გიორგი მამარდაშვილი იცავდა. ქართველ გოლკიპერს Liverpool Echo-მ 6 ქულა...

შიოშვილი, გიგაშვილი და ჭუმბაძე…

შიოშვილი, გიგაშვილი და ჭუმბაძე…

ევროპული სარაგბო სეზონი ფინიშის სწორზე გავიდა: ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების გათამაშებებში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ, ხოლო პრო დ2-ში რეგულარული ჩემპიონატის 26-ე ტური გაიმართა. ჩემპიონთა თასი მიმოხილვას კვლავ მიხეილ შიოშვილზე საუბრით დავიწყებთ: ჭაბუკმა ქართველმა მერვედფინალის შემდეგ მეოთხედფინალშიც ითამაშა, „ტულონის“ სასტარტო 8 ნომერი იყო და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ბორჯღალოსანმა მესამეხაზელმა მაგრად იშრომა, ბურთი ტრადიციულად დიდ მანძილზე მიჰქონდა და როცა ვალმოხდილმა 67-ე წუთზე...

რიოლო: ლივერპულს შანსი არ აქვს!

რიოლო: ლივერპულს შანსი არ აქვს!

დანიელ რიოლო არის იტალიური წარმოშობის ფრანგი სპორტული ჟურნალისტი, მწერალი და რადიოწამყვანი. მას ახასიათებს პირდაპირი ლაპარაკი, ხშირად საკამათო მოსაზრებების გამოთქმა. რიოლოს გადაცემა RMC’s After Foot საფრანგეთში ძალიან რეიტინგულია. ის აზრებს არასდროს ფილტრავს და ამბობს, რომ „ლივერპულს’’ გნებავთ ტაქტიკურად და გნებავთ ფეხბურთელების კლასის მიხედვით „პარი სენ ჟერმენთან’’ პირველ შეხვედრაში ნაწვნევი 0:2-ის შემობრუნების შნო არ აქვს. ის, რასაც ესპანურად „რემონტადას’’ ხოლო ინგლისურად „ქამბექს’’ უწოდებენ,...

როხოს დაშოშმინება არ იქნება!

როხოს დაშოშმინება არ იქნება!

არგენტინელი მარკოს როხო, რომელიც სხვადასხვა დროს თამაშობდა „ესტუდიანტესში”, მოსკოვის „სპარტაკში”, ლისაბონის „სპორტინგში”, „ბოკა ხუნიორსში”, ახლა „რასინგშია”, ყველაზე მეტხანს კი (2014-21) „მანჩესტერ იუნაიტედის” წევრი იყო და მსოფლიო გულშემატკივრისთვის ალბათ პრემიერლიგის რეპორტაჟებიდან გახდა ცნობილი, არგენტინის ჩემპიონატში შარში გაეხვა: „რივერ პლეიტთან” თამაშის დროს მოწინააღმდეგე გუნდის ცენტრალურ მცველს ლუკას მარტინეს კუარტას საჯარიმოში ძიძგილაობისას თავში აგრესიულად ჩაარტყა; მსაჯმა სებასტიან სუნინომ ეპიზოდი VAR-ზე შეამოწმა და გადაწყვიტა...

ჟორჟმა თავზე გადაგდება სცადა

ჟორჟმა თავზე გადაგდება სცადა

ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალმა’’ მესამე პოზიცია განიმტკიცა. საამისოდ მან „სან მამესზე’’ „ბილბაო’’ დაამარცხა – 2:1. „ყვითელ წყალქვეშა ნავს’’ ბილბაოში ბოლო 13 ვიზიტიდან მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული. რამდენადაც ეზეიმებოდათ სტუმრებს, იმდენად უგუნებოდ დარჩნენ მასპინძლები, რომელთათვისაც ეს იყო ლა ლიგაში მე-15, ყველა შეჯიბრებაში კი ოცდამეორე მარცხი. ერთ ჩემპიონატში ბასკებს ამდენი თამაში არასდროს წაუგიათ. 31 ტურის შემდეგ „ბილბაო’’ მე-11 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ...

ხვიჩასთავის კარგად დაცდილი მსაჯი

ხვიჩასთავის კარგად დაცდილი მსაჯი

„ლივერპულისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრის მსაჯად იტალიელი მაურიციო მარიანი დანიშნეს. მარიანი 44 წლისაა. მას ჩემპიონთა ლიგაში 17-მატჩიანი გამოცდილება აქვს, რომელთაგან ექვსს ის მიმდინარე სეზონში გაუძღვა. მან იმსაჯა ჯგუფურ ეტაპზე „ლივერპულისა’’ და „ატლეტიკოს’’ მატჩი (3:2). ის იყო აგრეთვე მიუნხენში „ბაიერნისა’’ და პსჟ-ს შეხვედრის (1:2) არბიტრი. ეს ის თამაშია, რომელშიც რომაელმა მსაჯმა არშაფ ჰაკიმის წინააღმდეგ უხეშობისთვის ლუის დიასი გააძევა. გასულ სეზონში...