მსოფლიოს 2026 წლის თასის მეორე დივიზიონის მატჩებს მალტა უმასპინძლებს. 24 ნაკრებიდან სუპერფინალში თამაშის უფლებას ორი საუკეთესო მიიღებს. კუნძულზე საქართველოს ნაკრები ახალი მწვრთნელით ჩავა – ბერძენი სპეციალისტი, ათანასიოს კაჩიგიასი რევაზ ჩომახიძემ შეცვალა, ვისაც ნაკრები 2016-21 წლებშიც გაუწვრთნია. ტურნირი 7 აპრილს დაიწყება და პირველი მეტოქე თურქეთი იქნება; 8 აპრილს ბრაზილიას ვეთამაშებით; ჯგუფურ ეტაპს 9 აპრილს, სლოვენიასთან მატჩით დავხურავთ. ჯგუფური ეტაპის შემდეგ საერთო [...]

შორეული იმედები
4 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „მსოფლიო რაგბის“ ახალ წამოწყებაში – ერთა თასში ჩაებმება. მოგეხსენებათ, რაგბის გლობალურმა მმართველებმა ეროვნული ნაკრებები 12-გუნდა „იარუსებად“, იგივე „ტიერ“-ებად ფაქტობრივად ოფიციალურად დაჰყო და ბორჯღალოსნებს შოტლანდიელებთან თუ სამხრეთაფრიკელებთან ტესტებთან გამოთხოვება ოფიციალურადვე მოუწევთ. ადგილი მსოფლიო რაგბის მეორე თორმეტეულში მიგვეჩინა და 4 ივლისს ეს მეორეხარისხოვანი დუჟინი საკუთარ წვენში ხარშვის მორიგ სტადიას შეუდგება. მოკლედ, 4 ივლისს, ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში იქაური [...]

პელე და სხვები
დიდმა ბრაზილიელმა პელემ, მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატზე უნიკალური მიღწევა დააფიქსირა, რომლის გამეორება დღემდე ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო – მან მექსიკაში 6 საგოლე პასი გააკეთა და მისი გუნდის ჩემპიონობაში ლომის წილი დაიდო მის შემდეგ ბევრი წყალმა ჩაიარა და ბევრი ჩემპიონატი ვნახეთ, მაგრამ ეს შედეგი დღემდე ვერავინ გააუმჯობესა. მხოლოდ ოთხია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ხუთი შედეგიანი გადაცემა გაუკეთებია. აი, საუკეთესო მეპასეებიც: 6 – [...]

ჩეფერინი იტალიას ევროპით დაემუქრა
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა, კომენტარი გააკეთა იტალიის ნაკრების მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე ვერმოხვედრასთან დაკავშირებით და ქვეყანაში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. „აბსოლუტურად დაუშვებელია პასუხისმგებლობის მხოლოდ ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინაზე გადატანა. შესაძლოა, სწორედ იტალიელმა პოლიტიკოსები უნდა დაფიქრდნენ, რატომ აქვს იტალიას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა.“ „ევროპის 2032 წლის ჩემპიონატი, რომელიც თურქეთსა და იტალიაში უნდა ჩატარდეს, სტადიონების მდგომარეობის გამო უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ. ევრო-2032 დაგეგმილია [...]

ალისონმა ჯერ ვერაო
4 აპრილს „ლივერპული’’ ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტის’’ სტუმრობს. ქართველ გულშემატკივარს აინტერესებს ითამაშებს თუ არა ამ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილი. როგორც ლივერპულური საიტი This is Anfield წერს, გულშემატკივარს დიდი იმედი იმისა, რომ „ქალაქელებთან’’ შეხვედრაში კარს ალისონი დაიცავს არ უნდა ჰქონდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მერსისაიდელთა შემადგენლობაში სწორედ საქართველოს ნაკრების გოლკიპერს ვიხილავთ. პორტალი წერს მოჰამედ სალაჰზეც, რომელმაც ტრავმის გამო „ბრაიტონთან’’ შეხვედრა [...]

პარიზის ახალი მერი და პარკ დე პრენსი
პარიზს ახალი მერი ჰყავს – სოციალისტი ემანუელ გრეგუარი. მან მუნიციპალურ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებიდან ერთ კვირაში გადაწყვიტა ხელი მოჰკიდოს რამდენიმე ისეთი საკითხის მოგვარებას, რომელსაც ქალაქის წინა თავი თვეობით უტრიალებდა. ერთ-ერთი ასეთ საკითხთაგანია „პარკ დე პრენსის’’ „პარი სენ ჟერმენისთვის’’ მიყიდვა ან არ-მიყიდვა. კლუბს სარბიელის შეძენა კარგა ხანია სურს, მაგრამ გრეგუარის წინამორბედი ან იდალგო ნაგებობას და ტერიტორიას, რომელზეც ეს ნაგებობა დგას, ვერ ელეოდა. [...]

ბარსელონელი მადრიდელი მადრიდში დაბრუნდება
ამთავითვე ცნობილია, რომ „რეალს’’ ცხელი ზაფხული ელის. მადრიდული კლუბი მნიშვნელოვან გაძლიერებას აპირებს. მკაფიოდ არის განსაზღვრული პრიორიტეტები: ნახევარდაცვა და დაცვის ცენტრი. მოსალოდნელია, რომ ვალდებებასის ბაზას დაუბრუნდებიან „ლიონში’’ იჯარით გაშვებული ენდრიკი და არგენტინელი ნიკო პასი, რომელიც „კომოში’’ ბრწყინავს, ოღონდ მათ გარდა ახალ სახეებსაც ვიხილავთ. იყიდის თუ არა „რეალი’’ პორტუგალიელ ვიტინიას ან მისი კალიბრის ვარსკვლავს, არავინ იცის, ის კი ცნობილია, რომ კლუბი თავისი [...]

შიოშვილმა ფრანგული ანგარიშიც გახსნა
გასულ უქმეებზე საფრანგეთისა და ინგლისის სარაგბო ჩემპიონატებში მორიგი ტური გაიმართა. ევროპის ამ უძლიერეს შიდა ტურნირებში 3 ქართული ლელო დაფიქსირდა: ერთი ტოპ 14-ში და ორიც – პრო დ2-ში. ტოპ 14 „ტულონის“ ახალი წლის დადგომამდე ლიდერთა შორის იყო, მაგრამ ბოლო 6 მატჩიდან 5-ის წაგების პირობებში ფრანგული რაგბის გრანდი ცხრილში მე-11 ადგილამდე ჩამოქვეითდა და რეგულარული სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე საპლეიოფო ზონას უკვე [...]

მამუმ გოგას მოუგო
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ქართული დუელიც ვიხილეთ. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ გოგა ბითაძის „ორლანდო“ შინ 139:87 გაანადგურა. ორივე ქართველი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გადაკვეთა გარკვეული დროის მანძილზე მოუხდათ. სანდროს დროც მეტი ჰქონდა და სტატისტიკაც. მამუმ 21.19 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა ცხრიდან ექვსი ორქულიანი, ოთხიდან ორი სამქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო. ერთია, [...]

13 მაისს აღარ…
ძნელი სათქმელია აქვს თუ არა ერთ დღეს ასეთი მნიშვნელობა, მაგრამ საფრანგეთში საყურადღებო ამბად იქცა ის, რომ ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამი მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვან ფეხბურთელთა სიას 13 მაისის ნაცვლად 14 მაისს გამოაქვეყნებს. მიზეზი: „ლანსისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრა 13 მაისისთვის გადაიდო. შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-იშ შეხვედრა კალენდრის თანახმად 11 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ რაკი ის ჩემპიონთა ლიგაში პსჟ-სა „ლივერპულის’’ ორ [...]
