საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთში უეფა-ს განვითარების თასზე პირველ მატჩში მასპინძელ ბულგარეთის ნაკრებს ხვდება. ანგარიში თორნიკე კვარაცხელიამ გახსნა, რომელსაც თავის ძმის, ხვიჩას მსგავსად, მაგარი გოლების გატანა ეხერხება.

ტრავმას ჩაბის აბრალებენ
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ამ სეზონში ფეხბურთელთა ტრავმების დიდი რაოდენობა გამოწვეულია ყოფილი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს მიერ ჩატარებული ცუდი მოსამზადებელი პერიოდით.. ამ სეზონში „რეალის“ ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა, მათ შორის კილიან მბაპემ, ჯუდ ბელინგემმა, ტიბო კურტუამ და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა, შედეგად კი ახალგაზრდული გუნდის ისეთმა ისეთმა წევრებმა, როგორებიც არიან დავიდ ხიმენეს კორედორი და ტიაგო პიტარჩი, გუნდის ძირითადში დაიწყეს თამაში. ლა [...]

ფლეი ოფი საბრძოლოა
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „ნიუ ორლეანს“ 112:108 მოუგო და სატურნირო მდგომარეობა გამოისწორა. გოგამ მოედანზე 16.15 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება, თითო პასი და ჩაჭრა მიითვალა. ჩვენებურმა ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი ფლორიდელებმა მეტოქეზე ცხრა ქულით მეტი ჩააგდეს. სანდრო მამუკელაშვილის [...]

ჩომახიძემ მოგებით დაიწყო
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელოდება. მნიშვნელოვანი შეჯიბრების წინ რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირ Danube Cup 2026-ის თასზე მიიღო. ჩვენმა გუნდმა სამივე თამაში მოიგო: ჯერ კანადას 17:11 მოუგო; შემდეგ ავსტრალია 17:9 მიაყოლა; ბოლოს კი, სლოვაკეთს 18:16 აჯობა და პირველობა იზეიმა. შეგახსენებთ, ჩომახიძის გუნდი, 7-9 აპრილს მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის მატჩებს ჯგუფურ ეტაპზე თურქეთის, [...]

უსუსური გუნდის მეკარე
„ლივერპულის’’ სათასო ოცნება მანჩესტერში დასამარდა ― „სიტისთან’’ 0:4 წააგო. ოთხიდან სამი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა. პირველი პენალტი იყო. კიდევ ერთი გოლი ანტუან სემენიომ შეაგდო. სტუმართაგან მო სალაჰმა თავისი წილი თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა. ეს გახლდათ მეოთხედფინალი. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასისთვის ბრძოლას „მანჩესტერ სიტი’’ განაგრძობს. ამ მწარე მარცხის შემდეგ არნე სლოტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ ჟერმენთან’’ შეხვედრაზე უნდა გადაერთოს. „მერსისაიდელებმა’’ აგრეთვე [...]

წაუგებელი მხოლოდ ბათუმია
სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. ხუთივე შეხვედრა პარასკევს, 3 აპრილს ჩატარდა. ლიდერი „სპაერი“ ბათუმში დიდი ანგარიშით დამარცხდა ადგილობივ „დინამოსთან.“ ზღვისპირელთაგან დუბლი მიითვალა დიმიტრი მანდრიჩენკომ. ორი გოლი ბათუმელმა სამი წუთის ინტერვალში შეაგდო. ორივეჯერ მას თორნიკე კირკიტაძემ უპასა. ეს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის პირველი გამარჯვება გახლდათ წლევანდელ სეზონში. თანაც ისინი ერთადერთ წაუგებელ გუნდად რჩებიან ლიგაში. მანამადე მათ სამივე შეხვედრა [...]

დემბელე: ლილთან უფრო ლამაზი გოლი გავიტანე
2025 წლის „ოქროს ბურთის’’ მფლობელმა ოსმან დემბელემ ლიგა 1-ის 28-ე ტურში „ტულუზთან’’ ჩინებულად ითამაშა, ორი გოლი გაიტანა. განსაკუთრებით ლამაზი მისი პირველი გოლი იყო. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა მას რამდენიმე კითხვა დაუსვეს, რომელთაც აქ გთავაზობთ. – გვითხარით თქვენი პირველი გოლის შესახებ, როგორ შეასრულეთ მარცხენა ფეხით ეს შესანიშნავი დარტყმა შორიდან? – ვფიქრობ, ათჯერ რომ ვცადო ასეთს მხოლოდ ერთხელ გავიტან. საბედნიეროდ, დღეს გამიმართლა. დავინახე, [...]

დემბელეს მერე
ლიგა 1-ის 28-ე ტურის შეხვედრაში, რომელშიც „პარი სენ ჟერმენმა’’ „ტულუზი’’ 3:1 დაამარცხა, ქართველ გულშემატკივარს ხვიჩა კვარაცხელიას თამაში მოეწონა, ფრანგული მედია ორი გოლის ავტორმა ოსმან დემბელემ აღაფრთოვანა. სოლიდური სანახაობისა და ეფექტური დემბელეს წყალობით „პარი სენ ჟერმენმა’’ „ტულუზს’’ 3:1 მოუგო და შემდეგ კვირას ცხრილის სათავეში გაატარებსო, დაწერა maxifoot-მა. ანგარიში მართლაც საოცარი დარტყმით დემბელემ 23-ე წუთზე გახსნა. 27-ეზე დანიელმა რასმუს ნიკოლაისენმა მატვეი საფონოვის [...]

ლუის ენრიკე: კარგია, როდესაც აპრილში კიდევ შეჯიბრებაში ხარ
„პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ტულუზთან’’ ლიგა 1-ის 28-ე ტურის შეხვედრის წინ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან თქვა: …ძალიან კარგი ახალი ამბები მაქვს: დაშავებული არავინ არის. ბოლო ვარჯიშზე თითოეული მოთამაშის ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობას დავაკვირდებით და იმის მიხედვით გადავწყვეტთ ვინ ითამაშებს „ტულუზის’’ წინააღმდეგ და ვინ არა. გააჩნია ნაკრებში ვინ რამდენი წუთი დაჰყო მოედანზე, ვინ როგორ იმგზავრა, ვინ როგორ განწყობაზე [...]

მბაპე: ჩემს წიგნში ფურცლები აღარ იყო
კილიან მბაპემ მონაწილეობა მიიღო პოდკასტში სახელწოდებით „ხიდი’’, რომლის პროდიუსერი გახლავთ აურელიენ ჩუამენი. ეს გადაცემა იუთუბზე ოთხშაბათს გავიდა. საუბარში „რეალის’’ ფრანგი ვარსკვლავის გარდა მონაწილეობა მიიღეს „პარი სენ ჟერმენის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა აშრაფ ჰაკიმიმ და შოუმენმა მალიკ ბენტალამ. მბაპე პსჟ-ში „მონაკოდან’’ 2017 წელს გადავიდა და ფაქტობრივად ყველაფერი მოიგო ჩემპიონთა ლიგის გარდა. პსჟ-მ ეს დიდი პრიზი მისი წასვლის შემდეგ სეზონში მოიპოვა. „პარიზიდან უფრო ადრე [...]
![Kvara-2 თორნიკე კვარაცხელიასაც მაგარი გოლები გააქვს [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/04/Kvara-2.jpg)