სუპერფინალს ახალი მწვრთნელით შევუტევთ

Home კატეგორიის გარეშე სუპერფინალს ახალი მწვრთნელით შევუტევთ
სუპერფინალს ახალი მწვრთნელით შევუტევთ

რევაზ ჩომახიძე | Lelo.Geმსოფლიოს 2026 წლის თასის მეორე დივიზიონის მატჩებს მალტა უმასპინძლებს. 24 ნაკრებიდან სუპერფინალში თამაშის უფლებას ორი საუკეთესო მიიღებს.

კუნძულზე საქართველოს ნაკრები ახალი მწვრთნელით ჩავა – ბერძენი სპეციალისტი, ათანასიოს კაჩიგიასი რევაზ ჩომახიძემ შეცვალა, ვისაც ნაკრები 2016-21 წლებშიც გაუწვრთნია.

ტურნირი 7 აპრილს დაიწყება და პირველი მეტოქე თურქეთი იქნება; 8 აპრილს ბრაზილიას ვეთამაშებით; ჯგუფურ ეტაპს 9 აპრილს, სლოვენიასთან მატჩით დავხურავთ.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ საერთო სატურნირო ცხრილი შედგება და 16 უკეთესი შედეგის ნაკრები მერვედფინალში დაწყვილდება. ფინალისტები სუპერფინალში მოხვდებიან, სადაც ასევე ვიხილავთ მასპინძელ ავსტრალიასა და პირველი დივიზიონის საუკეთესო ხუთეულს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ჩომახიძემ მოახლოებული თამაშებისთვის ასეთ შემადგენლობას უხმო: ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე, ანდრია ბითაძე, სტაფან პიეშივაცი, იოვან სარიჩი, დუშან ვასიჩი, ველიკო ტანკოსიჩი, ანდრია ვლაჰოვიჩი, ნიკა შუშიაშვილი, ლუკა ჩიქოვანი, საბა ტყეშელაშვილი, ვალიკო დადვანი, ხვიჩა ჯახაია, ბესარიონ ახლედიანი, გიორგი მესხი, საბა მაჭავარიანი.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...