უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა, კომენტარი გააკეთა იტალიის ნაკრების მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე ვერმოხვედრასთან დაკავშირებით და ქვეყანაში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.
„აბსოლუტურად დაუშვებელია პასუხისმგებლობის მხოლოდ ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინაზე გადატანა. შესაძლოა, სწორედ იტალიელმა პოლიტიკოსები უნდა დაფიქრდნენ, რატომ აქვს იტალიას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა.“
„ევროპის 2032 წლის ჩემპიონატი, რომელიც თურქეთსა და იტალიაში უნდა ჩატარდეს, სტადიონების მდგომარეობის გამო უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ. ევრო-2032 დაგეგმილია და ჩატარდება, მაგრამ იმედი მაქვს, ინფრასტრუქტურა მზად იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტურნირი იტალიაში არ გაიმართება.“
უეფას პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ იტალიის მთავარი პრობლემა საფეხბურთო და ზოგად პოლიტიკას შორის კავშირია. მისი თქმით, თუ ყველა მხარე ერთობლივად არ იმოქმედებს, შედეგები კატასტროფული იქნება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
