ათადან და ბაბადან ასე იყო – ყველა საქმეს სწორი მიმართულბა სჭირდებოდა და თუ რამ გულყრა მომხდარა, ყველა არასწორი მიმართულების ან მიმართულების საერთოდ არქონის გამო. პოლიტიკას, მათ შორის, საფეხბურთოსაც, არჩეული ადამიანები წარმართავენ და ვინ როგორ მოირგო პიჯაკი, კაბინეტი და რეგალიები, ცალკე საკითხია, დიდად მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელიც, ოღონდაც, ახლა ამას გვერდი ავუაროთ და მიმართულების ამბები სხვაგვარად მიმოვიხილოთ. მათემატიკის სახელმძღვანელოებში ასე წერია: მიმართულ [...]

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
მოდი რა, ფეხბურთში გამარკვიე. რა გაინტერესებს? მწვრთნელობა მინდა და ყველაფერი უნდა ვიცოდე. რატომ მოგინდა მწვრთნელობა? ტელევიზორში რომ ვხედავ, მომწონს. სხედან, ეწევიან… დაფიქრებული ხალხი ჩანს. მწვრთნელობა ძნელია. ამიტომაც მოგაკითხე, მათემატიკაზე ძნელი ხომ არ არის? გააჩნია ვისი მწვრთნელი ხარ. განა ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს? მთავარი სწორედ ეგ არის, „შალკე“ მწვრთნელი თუ ხარ, ერთია, „ინტერისა“ კიდევ სხვა. მე „ინტერის“ მწვრთნელობა უფრო მინდა. ოო, [...]

გვარდიოლა და სეპარატისტები
“მანჩესტერ სიტის” თავკაცმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის წუხანდელ შეხვედრაში მისი გუნდის გამარჯვება “ნაპოლისთან” (2:1), ესპანეთის ხელისუფლების მიერ დაკავებულ კატალონიელ სეპარატისტთა ორ ლიდერს მიუძღვნა. “ამ გამარჯვებას მათ ვუძღვნი, – თქვა გვარდიოლამ “ეტიჰედ სტედიუმზე” გამართულ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ესპანელი ჟურნალისტის კითხვის პასუხად, – ჩვენ, კატალონიაში ვაჩვენეთ, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა ნებისმიერ სხვა იდეაზე მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ დაკავებულებს მალე გაათავისუფლებენ”. საქმე ეხება ჯორდი კუშარტსა [...]

საქართველო – ილიასი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ბერძენმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ჩვენებთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გააგრძელა და გუნდს, ახლა უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისკენ წაუძღვება. ილიას ზუროსი საქართველოში ერთი კვირა იმყოფებოდა და თუ კი რამ, სადმე კალათბურთის ბურთი გათამაშებულა, ყველა შეჯიბრს დაესწრო. მისთვის საინტერესო რამდენიმე დეტალი და კალათბურთელის ვინაობა ჩაინიშნა და წუხელ შინ გაფრინდა, ჩვენ კი ამ წერილის დაწერისკენ გვიბიძგა. ბერძნები მომთხოვნი [...]

იტალიამ შვედებს სან-სირო გაუმზადა
ციურიხში დღეს ჩატარებულმა წილისყრამ ფეხბურთის გურმანებს მოლოდინი ერთობ გაუმძაფრა – რომელი გაემგზავრება მომავალი წლის ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატზე და რომელი დარჩება რუსული მუნდიალის მიღმა? ერთი შეხედვით, წყვილები თანაბარია, თუმცა მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონ იტალიელთა და შვედთა ორრაუნდიანი დაპირისპირება, ვფიქრობთ, მაინც გამოსარჩევია. იქამდე კი ვიდრე გუნდები მოედანზე გაარკვევენ ურთიერთობას, ჩვენ მათი წინა მატჩების დავთვალეთ და აი, რა გამოგვივიდა… ჩრდილოეთ ირლანდია – შვეიცარია პირველი [...]

პლეი ოფი იერომ გაარკვია
ციურიხში, ფიფას შტაბბინაში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფების წილისყრა გაიმართა.ევროპულ ზონაში წილისყრის შედეგად გუნდები ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელის ფერნანდო იეროს ხელით ასე დაწყვილდნენ: ჩრდ. ირლანდია – შვეიცარია ხორვატია – საბერძნეთი დანია – ირლანდია შვედეთი – იტალია პირველი მატჩები 9-11 ნოემბერს გაიმართება, საპასუხოები კი 12-14 ნოემბერს. ამასთანავე, ზემოხსენენებულ რიცხვებში კიდევ ორი საპლეიოფო მატჩია: პერუ – ახალი ზელანდია და ავსტრალია – [...]

კონტემ მილანს გახედა
ვინჩენცო მონტელას წყალი შეუდგა – წაგება „სამპდორიასთან“, წაგება „რომასთან“ და განსაკუთრებით, დერბიში „ინტერთან“ – იტალიის სერია A-ში ზედიზედ განცდილმა რამდენიმე მარცხმა მნიშვნელოვნად შეარყია „მილანის“ მწვრთნელის სკამზე ვინჩენცო მონტელას პოზიციები და ფასონე-მირაბელის (კლუბის ახალი დირექტორები) პროექტიც – დავუბრუნოთ „მილანს“ ძველი დიდება – თითქოს პროექტადვე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მარკო ფასონეც და მასიმილიანო მირაბელიც ჯიუტად აცხადებენ, რომ ენდობიან მონტელას – ისაა ზემოხსენებული [...]

ქალის სურნელი
ეშხიანი და მომხიბვლელი! მისმა უჩვეულოდ მოკლე და გულახდილმა კაბამ და კოხტა, ნარნარა სხეულმა 70-იან წლებში მილიონობით მაყურებელი შესძინა ქალთა ჩოგბურთს. მაგრამ კრის ევერტი მხოლოდ სპორტული მოდის რევოლუციონერი და მამრთა გულთამპყრობელი რომ ყოფილიყო, სპორტის ამ სახეობის ისტორიას თავისი ეპოქის ერთ-ერთ ლამაზმანად შემორჩებოდა და არა თვით ამ ისტორიის შემქმნელად და ლეგენდად. მოკლე კაბა და ფიქრთაამშლელი ტანი მხოლოდ პირველადი შთაბეჭდილებაა, მის იქით შეუიარაღებელი [...]

ფუტბოლი ჯინსებში
ესპანური „ლოს რიკოს ტამბიელ ლორანის“ (ქართულად ითარგმნება, როგორც „მდიდრებიც ტირიან“; მექსიკური სერიალი იყო 90-იან წლებში) კორესპონდენტმა როხელიო სალვატიერომ ინტერვიუ სთხოვა იტალიური სერია B–სა და ესპანური მეორე დივიზიონის ცნობილი გუნდების წვრთნით სახელგანთქმულ იუგოსლავიენ სპეციალისტს, ზლობომირ აგრესოვიჩს, რომლისგანაც აგრესიული თანხმობის მიღების შემდეგ საუბრის ადგილიდან მიიმალა. დაუყოვნებლივ გამოცხადდა ძებნა, რომელშიც ევროკავშირის სამძებროს სპეცაგენტების გარდა უამრავი მოხალისეც მონაწილეობდა. ჟურნალისტ სალვატიეროს ადგილმდებარეობას ორშაბათს მიაგნეს — [...]

კაკა: კარგად!
18 წლისა იყო, როცა დაბალწყლიან აუზში თავით გადავარდა და სასწაულად გადაურჩა კონტუზიას. ბიჭის სპორტულ კარიერას საფრთხე დაემუქრა, მაგრამ გამოძვრა. იქიდან მოყოლებული, გოლის გატანას მუდამ ღმერთს უძღვნიდა. ეს რიკარდო იზეკსონ დუშ სანტუს ლეიტე გახლავთ, მოკლედ – კაკა. კაკაც მიდის, გვემშვიდობება. ბოლოს რასაც თამაშობდა ამერიკულ „ორლანდო სიტიში“, ეს უფრო გართობა იყო. აკი განაცხადა კიდეც, ყველა თამაშის მერე დაღლილი ვარო, ფეხბურთი ძველებურ სიამოვნებას [...]
