“მანჩესტერ სიტის” თავკაცმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის წუხანდელ შეხვედრაში მისი გუნდის გამარჯვება “ნაპოლისთან” (2:1), ესპანეთის ხელისუფლების მიერ დაკავებულ კატალონიელ სეპარატისტთა ორ ლიდერს მიუძღვნა.

“ამ გამარჯვებას მათ ვუძღვნი, – თქვა გვარდიოლამ “ეტიჰედ სტედიუმზე” გამართულ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ესპანელი ჟურნალისტის კითხვის პასუხად, – ჩვენ, კატალონიაში ვაჩვენეთ, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა ნებისმიერ სხვა იდეაზე მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ დაკავებულებს მალე გაათავისუფლებენ”.
საქმე ეხება ჯორდი კუშარტსა და ჯორდი სანჩესს, რომელთაც მადრიდის სასამართლომ წამქეზებლობის ბრალდებით გამოძიების დასრულებამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათი გათავისუფლების მოთხოვნით სამშაბათს ბარსელონაში მრავალათასიანი დემონსტრაციები გაიმართა.
ბარსელონაში მიმდინარე ამბები, მოგეხსენებათ, კატალონიის რეფერენდუმის გამოძახილია. ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას ხსენებული რეფერენდუმი, რომელიც კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფას ეხებოდა, ლეგიტიმურად არ მიაჩნია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ანტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
