კატალონიის რეფერენდუმით გამოწვეული პოლიტიკური ვნებათაღელვის გამო დღეს ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრა “ბარსელონასა” და “მალაგას” შორის შეიძლება ვერც კი ჩატარდეს. წესით, თამაში ადგილობრივი დროით 20 საათსა და 45 წუთზე (საქართველოს დროით 22:45) უნდა დაიწყოს, მაგრამ რა მოხდება ამას “ბლაუგრანას” კლუბის წევრთა ასამბლეის სხდომა გადაწყვეტს. საქმე ის არის, რომ დღეს მადრიდში, ესპანეთის ცენტრალურმა ხელსუფლებამ კატალონიის თაობაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რის პარალელურადაც ბარსელონაში [...]

მაიმუნობას აქვს ადგილი
16 ნოემბერს უეფას სადისციპლინო კომისია აჩვენებს “რომას” გულშემატკივრებს, ვინ არის მაიმუნი. საქმე ეხება ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფის მატჩს, რომელიც ოთხშაბათს ლონდოში გაიმართა — “ჩელსიმ” და “რომამ” 3:3 ითამაშეს. შეხვედრაში ერთი მეორეზე ლამაზი გოლები გავიდა, მაგრამ იყო ულამაზო ეპიზოდიც: 77-ე წუთზე მასპინძელთა შემადგენლობაში დავიდე ძაპაკოსტას ნაცვლად 24 წლის ანტონიო რუდიგერი შევიდა, რომელიც “ჩელსიმდე” სწორედ “რომას” ფეხბურთელი იყო. მის დანახვაზე ყოფილი გუნდის ფანებმა [...]

ჩაარტყი მაგას ბავშვი!
ინგლისში ძველი ჭკუისა და ჯიშის ფანებს ეტყობა ვერაფერი გადააგვარებს. ევროპის თასზე, “ევერტონისა” და ლიონის” შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა 1:2 წააგეს, მთავარი ამბავი 66-ე წუთზე მოხდა: მასპინძელი ეშლი უილიამსი მაღალი ბურთისთვის გამეტებით ახტა და ფრანგული გუნდის მეკარე ანტონი ლოპესს დაეჯახა — კუთხურის ხაზს იქით გადააგდო, რასაც ფეხბურთელებს შორის გაწევ-გამოწევა მოჰყვა. მაგრამ, ეს არაფერი. ასეთი რამ ხშირად გვინახავს. შემაშფოთებელი ის იყო, რომ მოთამაშეებს [...]

ჩვენც მოგვახვედრე კადრში, სიმონ!
9 ოქტომბრიდან პლანეტის უძლიერეს მეჩოგნედ შერაცხული დიაცი, რუმინელი სიმონა ჰალეპი მომენტს იჭერს, პეკინში, ჩინეთის ღია პირველობაზე მორიგი გამარჯვების შემდეგ სელფს აწვალებს და კადრში რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ქომაგის ჩაკვეხებას ცდილობს.

შობა უბურთოდ!
ტურიდან, რომელიც კალენდრის მიხედვით 23 დეკემბერს უწევს, მეორე დღისთვის ერთი თამაშიც არ გადააქვთ. არადა, ტელევიზიისთვის რა მსუყე ლუკმა იქნებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ?! ვინ იფიქრებდა, რომ „ლივერპულის“ სტუმრობას ლონდონში, „არსენალთან“, ოცდაოთხში არ გადასვამდნენ, მაგრამ, დაუჯერებელი რამ მოხდა — ეს მატჩი ერთი დღით ადრე, 22 დეკემბერს შედგება. ამრიგად, 24 დეკემბერს პრემიერლიგაში სიმშვიდეა. გულშემატკივარი მეტ-ნაკლებად ელოდა კიდეც სიმშვიდეს, მაგრამ მხოლოდ საღამოს საათებში. პრემიერლიგის შეფებს [...]

პოლიციამ ონილს ჭიქა დაუმალა
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მწვრთნელ მაიკლ ონილს ედინბურგის სასმართლომ გუშინ 16 თვით აუკრძალა ავტომობილის მართვა და ზედ 1400-ევროიანი ჯარიმა გამოუწერა. 48 წლის მწვრთნელი ბრიტანელმა სამართალდაცავებმა 10 სექტემბერის გამთენიისას შოტლანდიის დედაქალაქის განაპირას დააკავეს და სისხლში დასაშვებ რაოდენობაზე 3-ჯერ მეტი ალკოჰოლი აღმოუჩინეს. გერმანელი ჟურნალისტები წერენ, რომ ონილს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ჩეხეთის დამარცხებისა და გუნდის პლეი ოფში გაყვანის აღნიშვნა ნამეტანი გაუგრძელდა. „ბილდის“ ყვითელი [...]

მეც გამაუპატიურესო
ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი, ტანმოვარჯიშე მაკკაილა მეროუნი მოძრაობა Me Too–ს („მეც“) აჰყვა და „ტვიტერში“ გამოაცხადა, რომ აშშ–ის ნაკრების ექიმი ლარი ნასარი წლების განმავლობაში „აცდენდა“. 21 წლის მეროუნი წერს, რომ ნასარი პირველად 13 წლისას მიუცუცქდა. „დოქტორ ნასარმა მითხრა, რომ მკურნალობის აუცილებელ სეანსს ჩამიტარებდა. ეს მეთოდი 30 წლის განმავლობაში მრავალ სპორტსმენზე მაქვს გამოცდილიო, დამამშვიდა. ეს მოხდა ტეხასში, ჩემი ერთ–ერთი პირველი შეკრების დროს [...]

ლუვრის კარუსელში ბევრს თავბრუ დაეხვა
კარუსელი დარბაზია ლუვრში, იქ კი მომავალი საფეხბურთო ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდა. ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ორიოდ მსუბუქი სიტყვით ჩვენც შევეწეოდით. უპირველესად გავიხსენოთ ერთი ძველი დიალოგი: შესძლებ იმას, იანეკ? ძნელია. შევძლებ. მთავარია, რომ ის არსებობს. რა? მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია. თუკი რამ საუკეთესო შეუძლია თქვას ქართველმა ფეხბურთელმა წილისყრის შემდეგ, ალბათ სწორედ ობერ-ლეიტენანტ კლოსის ეს სიტყვებია. მაგრამ თქმა ერთია, დუმილი კი [...]

კონტემ მოურინიუს შეუღრინა
„რომასთან“ დრამატული 3:3-ის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე, „ჩელსის“ გაწბილებულმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჯავრი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცზე ჟოზე მოურინიუზე იყარა. შეგახსენებთ, რომ ლონდონელები „რომას“ 2:0-ს უგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ქარს გაატანეს. ცნობილია, რომ მოურინიუს ხალხის გაღიზიანება და გადამტერება სჩვევია. ამჯერადაც, კონტეს გაბრაზება საპასუხო რეაქცია გახლდათ. მოურინიუმ ლისაბონში „ბენფიკასთან“ 1:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ბევრი მწვრთნელი ფეხბურთელთა ტრავმების გამო დაუსრულებლად წუწუნებს და ტირის, „ჩელსის“ თავკაცმა [...]

ლურჯი წამალი მესის გეტრებში
იმაში, რომ „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში შინ საბერძნეთის „ოლიმპიაკოსს“ მოუგო (3:1) უცნაური არაფერია. უცნაური სანახავი ის გახლდათ, რომ პირველი ტაიმის შუაწელს „ბლაუგრანას“ ლიდერმა ლეო მესიმ გეტრიდან ლურჯი აბი ამოიღო და გადაყლაპა. მოგვიანებით კატალონიის რადიომ განმარტა, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ გლუკოზა, რომელსაც არგენტინელი სვამს, რადგან დროგამოშვებით, მატჩამდე და მატჩის შემდეგ, გულისრევის გრძნობა ეძალება ხოლმე. „ოლიმპიაკოსთან“ შეხვედრაში მესიმ ჩემპიონთა ლიგაში [...]
