იმაში, რომ „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში შინ საბერძნეთის „ოლიმპიაკოსს“ მოუგო (3:1) უცნაური არაფერია. უცნაური სანახავი ის გახლდათ, რომ პირველი ტაიმის შუაწელს „ბლაუგრანას“ ლიდერმა ლეო მესიმ გეტრიდან ლურჯი აბი ამოიღო და გადაყლაპა. მოგვიანებით კატალონიის რადიომ განმარტა, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ გლუკოზა, რომელსაც არგენტინელი სვამს, რადგან დროგამოშვებით, მატჩამდე და მატჩის შემდეგ, გულისრევის გრძნობა ეძალება ხოლმე.
„ოლიმპიაკოსთან“ შეხვედრაში მესიმ ჩემპიონთა ლიგაში თავისი მე-100 გოლი გაიტანა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 21:29ორი ბრინჯაო მსოფლიოდან
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
