„რომასთან“ დრამატული 3:3-ის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე, „ჩელსის“ გაწბილებულმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჯავრი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცზე ჟოზე მოურინიუზე იყარა. შეგახსენებთ, რომ ლონდონელები „რომას“ 2:0-ს უგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ქარს გაატანეს.

ცნობილია, რომ მოურინიუს ხალხის გაღიზიანება და გადამტერება სჩვევია. ამჯერადაც, კონტეს გაბრაზება საპასუხო რეაქცია გახლდათ. მოურინიუმ ლისაბონში „ბენფიკასთან“ 1:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ბევრი მწვრთნელი ფეხბურთელთა ტრავმების გამო დაუსრულებლად წუწუნებს და ტირის, „ჩელსის“ თავკაცმა კი ეს თავის თავზე მიიღო. ბოლო დროს მან რამდენჯერმე მართლაც დაიჩივლა, რომ მოთამაშეების არჩევანი შეუმცირდა.
„მოურინიუს ბევრჯერ უნახავს რა ხდება „ჩელსიში“. მას თუნდაც გასული სეზონის ამბავი მოეხსენება კარგად. საერთოდ კი ურჩევნია თავის გუნდს მიხედოს და სხვებს თავი დაანებოს. სხვებზე ამდენი ფიქრი არ არის საჭირო“, — თქვა კონტემ.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
