თბილისის „დინამოს“ უფროსი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი: „მანუჩარ მაჩაიძის დარი კიდევ ერთი ნახევარმცველი რომ მომცა, ჩვენს გუნდს წინ ნამდვილად ვერაფერი დაუდგებოდა“. იტალიური საფეხბურთო კლუბის „ნაპოლის“ მწვრთნელები: „რაოდენ ბედნიერნი ხართ ქართველები, რომ გყავთ ისეთი უნივერსალური და უნიკალური ნახევარმცველი, საერთაშორისო კლასის ისეთი ბრწყინვალე დიდოსტატი, როგორიც არის „დინამოს“ კაპიტანი მანუჩარ მაჩაიძე. ჩვენი ხანგრძლივი საფეხბურთო პრაქტიკის მანძილზე იშვიათად შეგვხვედრია ისოდენ ფართო დიაპაზონის ფეხბურთელი“. გაზეთი „ლიტერატურული [...]

სარბიელი ფიფაში – რონალდუ, ნეიმარი, მარსელო
23 ოქტომბერს, ლონდონში, დიდი სანახაობაა – ფიფა 2017 წლის საუკეთესოებს დაასახელებს. ორშაბათის გალა-დაჯილდოება „პალადიუმის“ თეატრში გაიმართება. მსოფლიოს რჩეულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან: ⚽ საკუთესო ფეხბურთელი ქალი ⚽ საუკეთესო ფეხბურთელი კაცი ⚽ საუკეთესო მწვრთნელი ქალი ⚽ საუკეთესო მწვრთნელი კაცი ⚽ საუკეთესო მეკარე ⚽ საუკეთესო გოლი – პუშკაშის თასი ⚽ ფეარ პლეის ჯილდო ⚽ საუკეთესო ქომაგი ⚽ ფიფა პრო 11-ის გამარჯვებული ფეხბურთელთა და მწვრთნელთა შორის საუკეთესოებს ქომაგები, ეროვნული გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები და [...]

ეს წელი შავი იქნება
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთი ვარსკვლავების გვერდით თუ ვითამაშებდი. ვარსკვლავები კი არა, ლეგენდები არიან! ხანდახან უხერხულობასაც კი ვგრძნობ, მოედანზე ერთად რომ ვართ, მე კი ზოგჯერ მათი კაპიტანი ვარ“, – ეს სიტყვები საქართველოს ნაკრების გამოცდილ უნივერსალს გია ლაბაძეს ეკუთვნის, რომელიც ახლა საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში, ელიტ 2-ში სახელიან კლუბ „ტულონში“ თამაშობს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: მეორე დივიზიონში ლაბაძის მხარდამხარ თამაშობენ… ახალზელანდიელი ლეგენდა ტანა უმაგა [...]

რატომ ამღერდნენ ბარსელონაში მეჩვიდმეტე წუთსა და მეოთოთხმეტე წამზე?
სანამ გეტყოდეთ, რატომ ამღერდა “კამპ ნოუზე” შეკრებილი 74 379 გულშემატკივარი ზუსტად შეხვედრის მე-17 წუთსა და მე-14 წამზე, მოგახსენებთ, რომ მთლიანად ესპანეთსა და კერძოდ კატალონიაში პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, “კამპ ნოუზე” “ბარსელონასა” და “მალაგას” შეხვედრა მშვიდობიანად ჩატარდა. მასპინძლებმა 2:0 მოიგეს, თუმცა პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო — ლუკას დინიემ ჟერარდ დეულოფეუს საგოლე პასი მოედნის გარედან ჩააწოდა. სამაგიეროდ, მეორე ტაიმის დასაწყისში, ანდრეს ინიესტას [...]

ფრენბურთი საქართველოში ლეგენდების თამაშია
დაახლოებით ერთი თვის წინ, როცა ვებ-გვერდს ვაწყობდით, თბილისის ოლიმპიური სასახლე ფრენბურთელ ქალთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობდა. ბოლო დროს მასშტაბური საერთაშორისო ტურნირები ჩვენთან მრავლად ჩატარადა, მაგრამ სტატუსით ფრენბურთმა მაინც ბევრი დაჩრდილა. ფრენბურთში საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს. ოლიმპიური ოქრო ვაჟა კაჭარავამ საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 1964 წელს ტოკიოში მოიგო; ფრენბურთში საქართველოს ვიქტორია რავა ჰყავს. მან ფრანგული „კანს“ ორჯერ მოაგებინა ჩემპიონთა თასი, ის კი [...]

პოლიტიკოსები მძვინვარებენ, ბარსელონა და მალაგა კი ითამაშებენ!
დღეს, “ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბარტომეუ კლუბის წევრთა ასამბლეაზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც მადრიდიან ცნობა მოვიდა — ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ კონსტიტუციის 155-ე მუხლზე დაყრდნობით ავტონომიის ხელმძღვანელებს უფლებამოსილება შეუჩერა და კატალონია პირდაპირ ცენტრს დაუმორჩილა. ამასთან, რახოიმ განაცხადა, რომ რეგიონში, ექვსი თვის ვადაში ახალი არჩევნები გაიმართება. პოლიტიკას მეტად ნუღარ ჩავუღრმავდებით, მითუფრო, რომ თავად ბარტომეუმ ამ ინფორმაციის პასუხად გამოაცხადა, “ბარსელონა” კატალონიელი ხალხის ერთგულია, [...]

მაგიდაზე დაგტოვებდი, ნეიმარ !
ბრაზილიელი ნეიმარის და ურუგვაელი კავანის კინკლაობა, ალბათ, გახსოვთ – პენალტის დასარტყმელად ბურთი რომ ვერ გაიყვეს. ეს ამბავი სექტემბერში „ლიონთან“ მატჩისას მოხდა… ცოტა ხნის წინ ესპანურ რადიო „მარკას“ სტუმრად ჰყავდა „მალაგას“ ( 1999-2003 ) ყოფილი მეგოლე დარიო სილვა, რომელსაც 2006 წელს მონტევიდეოში ავარიის შემდეგ მუხლს ქვემოთ ფეხი მოაჭრეს. რადიო – ინტერვიუში კი სილვას ნეიმარ-კავანის ამბავზე ჰკითხეს, რაზეც ურუგუაელმა მიუგო, ნეიმარს იგივე [...]

მესის შვილმა კატალონიას უმღერა
ლეო მესის კატალონიურად მომღერალმა შვილმა საბაბი მისცა ჟერარ პიკეს, რომ ავტონომიის დამოუკიდებლობაზე კიდევ ერთხელ ეთქვა რამე. ბავშვი პოპულარულ კატალონიურ სიმღერას ღიღინებს, პიკეს კი მიუწერია :„არ დავუშვებთ, რომ კატალონიაში ჩვენმა ბავშვებმა ეს სიმღერა ვერ ისწავლონ.“ ასე იმღერა მესის პატარამ VIDEO

სად იყო კონტე, ელტონ ჯონს რომ ცოლი ჰყავდა ?
პრემიერლიგაში ზედიზედ ორწაგებული „ჩელსი“ დღეს „უოტფორდს“ უმასპინძლებს, რომელიც ჯერ სტუმრად დაუმარცხებელია. ბოლოს „უოტფორდმა“ „ჩელსის“ 1986 წელს მოუგო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ელტონ ჯონს (იმ დროს „უოტფორდის“ პრეზიდენტს) ცოლად დედაკაცი ჰყავდა, „ჩელსის“ ამჟამინდელი მწვრთენლი ანტონიო კონტე კი 17 წლის იყო და „ლეჩეში“ თამაშობდა.

ლიგის ფულის ფინალი: ლესტერმა რეალს მეტობა დაუსვა
უეფამ წინა ევროტურნირების ფინანსური შედეგები შეაჯამა და რამდენიმე საინტერესო ფაქტიც დააფიქსირა. ჩემპიონთა ლიგა ( 2016-17 )„რეალმა“ მოიგო და უეფასგან 81 მილიონი ევროც მიითვალა, მაგრამ, 700 ათასით მეტი აუღია „ლესტერს“, რომელიც მეოთხედფინალში „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა. „ლესტერს“ მეტობა სატელევიზიო და სარეკლამო შემოსავლებში მოუგროვდა და ამით გადაასწრო „რეალს“. ფინალში წაგების მიუხედავად, 110 მილიონ 400 ათასი ევროთი პირველ ადგილზეა „იუვენტუსი“. „ბაიერნთან“ მერვედფინალში 2:10 ( ორ [...]
