მამა–შვილ ნეიმართა სამახსოვრო ფოტო

მამა–შვილ ნეიმართა სამახსოვრო ფოტო

ნეტავ, ნეიმარს (უფრო კი მამამისს, ნეიმარ–უფროსს) რამე მაკვარანცხული აქვს ჩაფიქრებული თუ კრიშტიანუ რონალდუსთან ფოტოს გადაღება გულწრფელად უნდოდა? – ასე იხუმრა მას–მედიის ზოგმა წარმომადგენელმა, როდესაც დაინახა, რომ ლონდონში, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების შემდეგ, ბრაზილიელმა პორტუგალიელს ძებნა დაუწყო და სანამ მასთან სამახსოვრო სურათი არ გადაიღო, მანამდე არ დატოვა “პალადიუმის” თეატრი. ნეიმარი სექტემბრიდან “პარი სენ ჟერმენში” თამაშობს, მანამდე კი ოთხი წელიწადი “ბარსელონაში” გამოდიოდა. ფიფას [...]

როჯერ ფედერერმა 110 მილიონს დაუმიზნა

როჯერ ფედერერმა 110 მილიონს დაუმიზნა

როჯერ ფედერერს შეუძლია გახდეს პირველი მეჩოგნე, ვისაც კარიერის განმავლობაში კორტზე 110 მილიონი დოლარი მოუნაგრავს. ამჟამად ყველაზე დიდი ფულის მშოვნელ კაც მეჩოგნეთა ჩამონათვალში პირველი ადგილი „დიდი მუზარადის“ 12 ტურნირის გამარჯვებულსა და ამქრის ყოფილ პირველოსან სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს უპყრია. 2016 წლის ივნისში ნოვაკმა პირველმა დალაშქრა 100-მილიონიანი თამასა და, იდაყვის ტრავმის გამო იძულებული რომ არ გამხდარიყო, სეზონი უკვე ივლისშივე დაესრულებინა, ეგებ, 110 მილიონსაც პირველი [...]

ბალოტელი:  ტოტის ვიტყვი და არ ვიტირებ

ბალოტელი:  ტოტის ვიტყვი და არ ვიტირებ

თავქარიანმა იტალიელმა მეგოლე მარიო ბალოტელიმ ქომაგების კითხვებს სოციალური ქსელით უპასუხა. კითხვაზე  „რეალში“  ითამაშებდა თუ  „ბარსელონაში“, ბალოტელის  პასუხია: „რეალი“ უფრო მომწონს, მაგრამ „ბარსელონა“ თუ  წამიყვანს, „რეალის“ გამო არ ვიტირებ.“ ტოტის და დელ პიეროს შედარებაზე: „ განსხვავებული სტილის ფეხბურთელები არიან, თუმცა ტოტი უკეთესად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ დელ პიერო ფანტასტიური იყო.“ 2013 წელს  „სიტიდან“ „იუვეტუსში“ შესაძლო გადასვლაზე: „ თავიდან მართლაც „იუვესთან“ მქონდა [...]

რა თქმა უნდა – ის! 🎥

რა თქმა უნდა – ის! 🎥

ფიფამ ლონდონში საფეხბურთო ოსკარები ჩამოარიგა. ბრიტანული სისადავით და დახვეწილობით გამართულ გალა დაჯილდოებაზე, მშვენიერი საზეიმო გარემო შექმნეს საფეხბურთო და არამარტო საფეხბურთო სელებრითებმა. პრიზები ცხრა ნომინაციაში გადაეცათ გამარჯვებულებს, ამათ შორის უმთავრესი რაღა თქმა უნდა, საუკეთესო ქალ–ვაჟ ფეხბურთელთა და მწვრთნელთა ნომინაციები გახლდათ, რომლის შერჩევაშიც ქომაგები, ეროვნული გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. ქართული მედიიდან ეს პატივი ტრადიციულად, ,,სარბიელს“ ერგო. თავდაპირველად პუშკაშის პრიზის მფლობელი [...]

ენგო მოკვდა, გაუმარჯოს ენგოს!

ენგო მოკვდა, გაუმარჯოს ენგოს!

მოგეხსენებათ, საერთაშორისო ფეხბურთში საერთაშორისო ამბები ხდება, ეროვნულში კი ანტიეროვნული. ამიტომაც გადავწყვიტეთ მკითხველს მოკლედ შევახსენოთ ბოლოხანს მომხდარი უმნიშვნელოვანესი და უმნიშვნელო ამბები, რითაც სპორტის ამ სახეობის ბუნდოვან პერსპექტივაზე მკაფიო შთაბეჭდილებას შევიქმნით. მაშ ასე: ამბავი პირველი: „მანჩესტერ იუნაიტედის“ ცნობილმა სერმა, ალექს ფერგიუსონმა თვალი დაადგა მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს, ალექსეი სმერტინს და მის ხელში ჩაგდებას ცდილობს. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ცნობილმა ქართველმა აგენტმა ბონდო დამალულმა [...]

ნემსაძე მესხზე იწყებს

ნემსაძე მესხზე იწყებს

„მეხეილ მესხზე“ და „დავით პეტრიაშვილზე“  ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება. 24 ოქტომბრიდან თბილისში ურთიერთობას იტალია, ლატვია, მონტენეგრო და საქართველო გაარკვევენ. ჩვენების მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გახლავთ, ვინც გუნდი 2017 წლის დასაწყისში ჩაიბარა და ჯერ ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 15 მატჩი ჩაატარა და შვიდი მოიგო. მოგებული თამაშების კვალდაკვალ გია ნემსაძის შეგირდებმა კიევში, ბანიკოვის [...]

ვის დასცინის გარი ჰარით ?

ვის დასცინის გარი ჰარით ?

გოლით,  გონით და იუმორით ცნობილი  გარი ლინეკერი კვალავაც  ხუმრობის ხასიათზეა. „კიდევ კარგი ზიდანმა არ იცის, რომ ჰარი კეინი ქარიმ ბენზემაზე უკეთესია, თორემ „რეალი“ მის ყიდვას შეეცდებოდა“ –  თქვა  ლინეკერმა  „ტოტენჰემი“ – „ლივერპულის“ (4:1)  მატჩის მერე, რომელშიც კეინმა დუბლი მიიწერა. ფრანგი ფორვარდის განკითხვა ლინეკერმა გასულ კვირას, „რეალი“- „ტოტენჰემის“ მატჩის მერე დაიწყო, ბენზემას ვარსკვლავობას ტყუილად აბრალებენო. ზინედინ ზიდანმა ლინეკერის ნათქვამს სამარცხვინო უწოდა: [...]

ჩიხურა ხაშურთან გადარჩა 🎥

ჩიხურა ხაშურთან გადარჩა 🎥

საჩხერის „ჩიხურას“ ფეხბურთელები ბათუმიდან ბრუნდებოდნენ, როცა მათი მიკროავტობუსი, ხაშურთან, გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. მსხვერპლი არ არის. ლავიწის ძვალი გაიტეხა საჩხერელთა მცველმა შოთა კაშიამ, რომელსაც თბილისის ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს, რამაც კარგად ჩაიარა. ფეხბურთელის მდგობარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმის თქმით, კაშია მოედანს  დაახლოებით ექვს თვეში დაუბრუნდება. მცირე ტრავმა მიიღო თავდამსახმელმა ბაჩანა ცხადაძემ, ვინც ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პირველად ახლახან ითამაშა. მიკროავტობუსში სულ რვა ფეხბურთელი [...]

ნეიმარი ჯოჯოხეთში მოხვდა

ნეიმარი ჯოჯოხეთში მოხვდა

რაც “ბარსელონადან” “პარი სენ ჟერმენში” გადავიდა, ასეთი კოშმარული საღამო ნეიმარს ჯერ არ ჰქონია. მარსელში (სადაც პარიზელებმა 2:2 ითამაშეს) მაყურებლის აგრესია იქამდე მივიდა, რომ როდესაც ბრაზილიელი კუთხურის ჩასაწოდებლად ტრიბუნასთან ახლოს მიდიოდა, მატჩის ორგანიზატორები დაცვას იხმობდნენ. როდესაც ესა თუ ის ვარსკვლავი პრინციპულ შეხვედრაში მონაწილეობს, მასპინძელი გუნდის გულშემატკივარი მის მიმართ ყოველთვის უარყოფითად არის განწყობილი, მაგრამ ნეიმარის შემთხვევაში მარსელელებმა გადააჭარბეს. ვინ იცის, ყოფილმა ბარსელონელმა [...]

ოხ, ეს ესპანელი მსაჯები!

ოხ, ეს ესპანელი მსაჯები!

ბოლო წლებში ესპანელი არბიტრების შეცდომებზე ბევრს ლაპარაკობენ. როგორც ჩანს, ევროპის ამ ქვეყანაში ფეხბურთის დონემ მსაჯობისას ძალიან გაასწრო. მაგალითად გასული უქმეები, ლა ლიგას მეცხრე ტურიც კმარა. შაბათს, “ბარსელონამ” “მალაგას” კარში პირველი გოლი (შეხვედრა დასრულდა 2:0) წესების აშკარა დარღვევით გაიტანა — ლუკას დინიემ ჟერარდ დეოულოფეუს საგოლე პასი მოედნის გარედან ჩააწოდა, რაც მსაჯებმა ვერ დაინახეს. კვირას, “რეალისა” და “ეიბარის” შეხვედრაში კი მადრიდელმა კაზემირომ [...]