აპატიმრებენ… როკი ბალბოას

აპატიმრებენ… როკი ბალბოას

ბანერი, რომელზეც სილვესტერ სტალონეს ცნობილი კინოგმირი, როკი ბალბოაა გამოსახული, თურქეთში გამოძიების ობიექტად იქცა. ბანერი გულშემატკივრებმა სტამბოლური დერბის, გალათასარაის და ფენერბაჰჩეს მატჩის დროს გამოფინეს. თურქეთის ხელისუფლებამ ამ ბანერში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პირადი მტრის, ფეთჰულა გიულენზე მინიშნება დაინახა. ოფიციალური ანკარა, სწორედ გიულენს მიიჩნევს შარშანდელი გადატრიალების მცდელობის მთავარ ორგანიზატორად და სულისჩამდგმელად. როკი ბალბოას ბანერზე ეწერა: წამოდექით, ისინი დიდები იმიტომ არიან, რომ თქვენ [...]

ტაისონის წაქცევის ერთი გზა

ტაისონის წაქცევის ერთი გზა

შენ, მსოფლიო კრივის ჩემპიონობაზე მეოცნებე ქართველო ჭაბუკო, დიახაც დაგჭირდება მაიკ ტაისონთან შეხვედრა. ვერ ასცდები ამ შერკინებას და ამიტომ, ფუთაში გამოკრული სიკტივკარის ქარხნის ხელთათმანებით რომ ჩახვალ ამერიკაში, დაფიქრდი, ვისთან საჩხუბრად მისულხარ დიდ ქალაქში. კი, გახსოვს, რომ ის კაცი, კრივის გაუცინარი ხელმწიფე, ნახევარი წლის წინ გამოუშვეს ინდიანას ციხიდან. ბეჭზედ მაო ძე დუნი ახატია, თათრულ წესზე აბდულ-აზიზი ჰქვია და გარაჟში ექვსი ლიმუზინი უყენია. [...]

ფაქტი: ნიცა თბილისი არ არის

ფაქტი: ნიცა თბილისი არ არის

ოთხმოცდაათწლიანი ისტორიისთვის ხაზის გადასმა ადვილია — რაც მოძველდა, გადააგდე და სულ ეს არის. ანდა, თუ სტადიონია, დაანგრიე. “ნიცა” საფრანგეთის ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა და 2013 წლიდან ახალ სარბიელზე, “ალიანს რივიერაზე” გამოდის, მანამდე კი, დაარსების დღიდან მისი სახლი “სტად დე რეი” იყო. ქალაქის ცენტრში, მოხერხებულ ადგილას აშენებულმა ამ მოძველებული არქიტექტურის, მხოლოდ და მხოლოდ 18 696 კაციანმა სტადიონმა კლუბთან ერთად რა არ გამოიარა:მეორე [...]

ძნელი საქმეა ინგლისელობა

ძნელი საქმეა ინგლისელობა

ოდესღაც, როდ სტიუარტმა და „როლინგების“ რონ ვუდმა ერთად დაწერეს სიმღერა: Every Picture Tells a Story. და მართლა ასეა, ყველა ფოტო რაღაც ამბავს გვიყვება. იყო და არა იყო რა… ინგლისური „დეილი მეილის“ ავტორმა, მაიკლ უოქერმა კი როკმენების სიტყვებს ლამაზად დასძინა, ფოტო კი არა, ნებისმიერი სურათის პატარა ფრაგმენტიც რაღაცას გვეუბნება, უფრო დიდი ამბის მოყოლას ცდილობს; ისეთის, რომელიც იმ ფრაგმენტზე სულაც არ ჩანსო. [...]

ვახ, ეს პაპარაცები!

ვახ, ეს პაპარაცები!

როგორ პოულობს ეს ხალხი იმხელა ლონდონში სადღაც, თავის საქმეებზე მოხეტიალე ადამიანს, გასაკვირია პირდაპირ. ინგლისელ პაპარაცებზე მოგახსენებთ. ეს ცნობა მათზე უფროა, ვიდრე “რეალის” კაპიტანზე, სერხიო რამოსზე. რამოსს განსაკუთრებული არაფერი უქნია: ფიფას გალა-წარმოდგენისა და საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ პირდაპირ აეროპორტში არ გავარდა, გულის სწორ პილარ რუბიოსთან ერთად ერთი დღით ინგლისის დედაქალაქში დარჩა და რესტორანში ისადილა — სულ ეს იყო. პაპარაცებმა კი [...]

რვა სურათი განგსტერის ცხოვრებიდან

რვა სურათი განგსტერის ცხოვრებიდან

პორტრეტი მაუდის შლაპა, რუხი კოსტუმი, თეთრი პერანგი და შავი ჰალსტუხი. მსუქან თითებში ოცცენტიანი სიგარა, არათითზე დიდი ოქროს ბეჭედი, გულისჯიბეში რომელიმე კათოლიკური წმინდანის სურათი და რეზინის ძაფით შეკრული ასდოლარიანების დასტა.. სხვაფრივ, საშუალო სიმაღლის, ღაბაბიანი, ღიპიანი და კოტიტა ვინმეა. თვალებმოჭუტული ლაპარაკობს ხოლმე და პირში ყოველთვის შაქარყინულის ნამტვრევი უდევს. წლოკნის და ისე ბუტბუტებს რაღაცებს. ვინ არის ეს კაცი შავი თვალ-წარბით და გაბუშტული ცხვირით? [...]

რევანში ერევანში

რევანში ერევანში

ბოდიშს ვიხდი ამ გენიალური სათაურის ავტორის წინაშე. ასე, 35 წლის წინ „ლელოში“ მოკლე მიმოხილვა დაიწერა „არარატი“ – „დინამოს“ მატჩის შესახებ. ახლა ძნელია ამის აღქმა, მაგრამ მაშინ ერევნისა და თბილისის საფეხბურთო ჯახები არცერთ „ბარსა“ – „რეალს“ ან სხვა კლასიკურ დერბის არ ჩამოუვარდებოდა თავისი ემოციურობით. აი, მოსკოველებთან მოგება ხომ ძაან გულისმომფხანი რამე იყო, კიეველების დაჯაბნა ხომ საკუთარ თვალში გვაასმაგებდა, მაგრამ კავკასიურ „ელ [...]

ლატვია სამქულიანი იყო…

ლატვია სამქულიანი იყო…

გიორგი ნემსაძის 17-წლამდე ნაკრებმა კარგად დაიწყო ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი. ლატვიელებს 1:0 მოუგეს და სადაც სამართალია, ეს ერთი კინკილა გოლი არ უნდა ეკმარათ. გვარიანად უხეში თამაში გამოდგა „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, ყვითელ-წითლები ფრიალებდა და მსაჯმა ჩვენი ნახევარმცველი ცოტნე ჩოთალიშვილი გააძევა კიდეც ორგზის გაფრთხილებისთვის. მეორე ტაიმში ისეთი ეპიზოდიც იყო, კინაღამ გუნდი-გუნდზე რომ წაკინკლავდნენ ბიჭები. ყვითელ-წითლების გარდა, მომენტებიც იყო. ივა გელაშვილის თავური [...]

შოთა არველაძე: ფეხბურთელები არ გვყავს – ყველაზე ნაკლებად ამაზე უნდა ვილაპარაკოთ!

შოთა არველაძე: ფეხბურთელები არ გვყავს – ყველაზე ნაკლებად ამაზე უნდა ვილაპარაკოთ!

საქართველოს ნაკრებში ჯერაც ყველაზე მეტი, 26 გოლის გამტანი შოთა არველაძე ახლა ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელია. შოთას უზბეკეთის დედაქალაქში დავუკავშირდით და იქაური ამბების გარდა, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებზე და ქართულ ფეხბურთზეც ვესაუბრეთ. მოკლედ, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ შოთა ისევ „სარბიელის“ კითხვებს პასუხობს… მწვრთნელობა ევროპაში დაიწყე, ახლა კი აზიაში ხარ – ნაადრევი ხომ არ იყო მანდ მისვლა? მიხარია რომ აქ ვარ, ძალიან [...]

რა გვაჩუქა უილიამ მორგანმა?!

რა გვაჩუქა უილიამ მორგანმა?!

…უილიამ მორგანი არაფრით ჩამორჩა თანაკოლეჯელ ჯეიმს ნეისმიტს, ვინაც 1891 წელს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სპრინგფილდის კოლეჯში კალათბურთი გამოიგონა. ამ ამბიდან ოთხი წლის თავზე, 1895 წელს, ამავე შტატში, ოღონდ ქალაქ ჰოლიოკის კოლეჯში, სპრინგფილდის კოლეჯდამთავრებულმა ფიზკულტურის მასწავლებელმა, ზემოთ ხსენებულმა უილიამ მორგანმა ჩოგბურთის ბადე ორი მეტრის სიმაღლეზე ასწია, თავისი მოსწავლეები ორ გუნდად გაჰყო და სათამაშოდ კალათბურთის ბურთის კამერა გადაუგდო. ახალი თამაში ძალიან მოსწონებიათ ჰოლიოკელ [...]