ოთხმოცდაათწლიანი ისტორიისთვის ხაზის გადასმა ადვილია — რაც მოძველდა, გადააგდე და სულ ეს არის. ანდა, თუ სტადიონია, დაანგრიე.
“ნიცა” საფრანგეთის ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა და 2013 წლიდან ახალ სარბიელზე, “ალიანს რივიერაზე” გამოდის, მანამდე კი, დაარსების დღიდან მისი სახლი “სტად დე რეი” იყო. ქალაქის ცენტრში, მოხერხებულ ადგილას აშენებულმა ამ მოძველებული არქიტექტურის, მხოლოდ და მხოლოდ 18 696 კაციანმა სტადიონმა კლუბთან ერთად რა არ გამოიარა:მეორე მსოფლიო ომი, ოთხჯერ ჩემპიონობა, სამჯერ თასი; კიდევ, ლიგის თასი… მაგრამ, მორჩა — კომერციული ეპოქის მოთხოვნებს ვეღარ გაუძლო და 2013 წელს გააუქმეს.
ამასწინათ კი კლუბმა გამოაქვეყნა ფოტოები, თუ რა ხდება “სტად დე რეის” ადგილზე ახლა. გაოცებისგან პირს დააღებ კაცი. დალოცვილებო, ერთი შენობა რით ვერ დაანგრიეთ?! მიგეშვათ რომელიმე თბილისური სამშენებლო კომპანია და ოთხ წელიწადში მაგ ადგილას მთელ მიკრორაიონს ჩააკვეხებდა.


ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
