მესი თუ რონალდუ? წელს ფიფამ თავის გალა-დაჯილდოებაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად პორტუგალიელი გამოაცხადა. თუმცა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ფიფამ მხოლოდ შედეგები გამოაცხადა, საუკეთესო კი ეროვნულ გუნდთა მწვრთნელებმა, კაპიტნებმა, გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა დაასახელეს. და სად არის მესი? მესი წლეულს გამოკითხულთა მხოლოდ 19.25 პროცენტმა მიიჩნია საუკეთესოდ, მაშინ როცა შარშანდელ გამოკითხვაში, რომელშიც ასევე რონალდუმ გაიმარჯვა, „მესისტები“ 26 პროცენტს შეადგენდნენ. ანკეტების ნაწილში კი ლიონელ მესი [...]

ბეზინგენელი მემკვიდრე
იოზუა კიმიხი „ბაიერნისთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან მიმდინარე სეზონში კლუბის 15-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა, თანაც 13-ში თავიდან ბოლომდე ითამაშა. 22 წლის ფეხბურთელი არც გერმანიის ნაკრებში ჩაიკარგა, სეზონის დასაწყისში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ფილიპ ლამის შემცვლელი იყო, ამჟამად კი თავადაა ამ ამპლუის ძირითადი მოთამაშე. ნათელია, რომ კიმიხი დიდ პროგრესს განიცდის. თავის ყოფილ კლუბთან, „ლაიფციგთან“ (25 ოქტომბერს თასის, 28-ში კი ბუნდესლიგის) ორმატჩიან სერიამდე კიმიხმა [...]

მოგზაურობა არსაით
სათაურს ესპანურ გაზეთ “მარკას” დავესესხეთ. კატალონიაზეა ლაპარაკი. კიდევ მარიდის “რეალზე”, რომელსაც ხვალ კატალონიაში, ჟირონაში აქვს თამაში. “რეალი” მესამეზეა, “ჟირონა” მეთხუთმეტეზე, ოღონდ ესპანეთის ჩემპიონატში. ქვეყანაში კი დიდი გაუგებრობაა: კატალონიის პარლამენტმა პარასკევს შუადღისას რესპუბლიკა გამოაცხადა. პასუხად, მადრიდში, ესპანეთის ხელისუფლებამ 21 დეკემბერს ახალი საპარლამენტო არჩევნები დაუნიშნა. ცხადია, როგორც ავტონომიას. უკან დახევას არც ერთი მხარე არ აპირებს. დანარჩენი მორევაზეა, ოღონდ, ჯერჯერობით, კატალონიის დამოუკიდებლობას ქვეყნის [...]

ლხინი აქა … 🎥
გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა 17-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა. ჩვენებმა ჯერ ლატვიას მოუგეს 1:0, დღეს კი მონტენეგრო დაჩაგრეს და 2:0 სძლიეს. ჰოდა, დარჩენილი მატჩი იტალიასთან, 30 ოქტომბერს რომ იქნება, სალაღობოა და მხოლოდ პირველ-მეორე ადგილების ბედს გაარკვევს. ჩვენ თუ გვკითხავთ, ყველაზე საინტერესო თამაში სწორედ პატარა „სკუადრასთან“ იქნება, რადგან ქართველების რეალური ძალა გამოჩნდება. მოგებაცაა და მოგებაც, ქართველებმა წინ არაფერი შეაქმნევინეს ექს-იუგოსლავიელ ჭაბუკებს, რომლებიც [...]

და გაზა წოლილა სამ მის მსოფლიოსთან?
ჩრდილოირლანდიელი ვარსკვლავი, 1968 წლის „ოქროს ბურთის“ ლაურეატი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარემარბი, ფინტის, ლოთობის და მექალთანეობის ლეგენდა ჯორჯ ბესტი (1946-2005) გამონათქვამებთაც გამოირჩეოდა. გთავაზობთ „მეხუთე ბიტლის“ რამდენიმე მოსწრებულ ფრაზას. *** ასარჩევად რომ მქონოდა „ენფილდზე“ ხუთი კაცის მოტყუება და 35 მეტრიდან გოლის გატანა ან მის მსოფლიოსთან წოლა, ძალიან გამიჭირდებოდა. საბედნიეროდ, ორივე გამიკეთებია. *** სმაში, ქალებში და სწრაფ მანქანებში დიდძალი ფული დავხარჯე, დანარჩენი კი [...]

მიშელ პლატინი: ჩემი ევროპა საქართველოა!
ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ და დრამატულ საღამოს, მფრინავი ბოთლებისა და ქვების წვიმაში, რომელმაც ხალხს ნამდვილი წვიმა მიავიწყა, გატეხილი გულებისა და დამსხვრეული ოცნებების სტადიონის ტრიბუნაზე იჯდა მიშელ პლატინი და უყურებდა ფეხბურთს, რომელიც არც ფეხბურთი იყო და არც საზოგადოდ სპორტი. მიშელ პლატინი თბილისში ჩამოვიდა როგორც მერაბ ჟორდანიას მეგობარი, უეფას აღმასკომის წევრი და მომავალში პრეზიდენტობის მოსურნე კაცი, რომელიც მხარდამჭერებს კრებს გაზრდილ ევროპაში. [...]

იბრა მანჩესტერში დაბრუნდა
ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მანჩესტერ იუნაიტედის“ სავარჯიშო ბაზაზე დაბრუნდა და მალე გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს. მაგრამ იბრა რისი იბრა იქნებოდა, ხმაურიანად არ დაბრუნებულიყო. ბოსნიელმა შვედმა ჯერ გვარიანდ იოხუნჯა გასახდელში, შემდეგ კი საკუთარ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თანაგუნდელებთან: ერიკ ბაილისთან და დავიდ დე ხეასთან ერთადაა აღბეჭდილი. მაგრამ ჰოი საოცრებავ, გამოქვეყნებისთანავე იბრა ვისღა ახსოვდა, ყველა ბაილის ნეკა თითზე გადაირია.მანჩესტერის ქომაგებმა კომენტარები არ დააყოვნეს და რაღა [...]

ლურჯები: ედენი და იხვი
რა კარგია ფული რომ გაქვს კაცს. “ჩელსის” ბელგიელმა ვარსკვლავმა, ედენ აზარმა დრო იხელთა და პრემიერლიგის მე-10 ტურის ხვალინდელი მატჩის წინ პარიზის დისნეილენდში დაისვენა. არაფერი შეგვშლია, ინგლისის დედაქალაქიდან საფრანგეთის დედაქალაქში მხოლოდ იმიტომ ჩავიდა, რომ იქ დისნეილენდში გაევლო — პარიზის დისნეილენდი დაარსებიდან 25 წლისთავს ზეიმობს და, ალბათ, საგანგებო ატრაქციონები აქვთ. იქ, აზარმა თავისზე დიდ ვარსკვლავთან გადაიღო ფოტო და ინსტაგრამზე გამოდო. “ახალი მეგობარი [...]

ნისლში დანახული ანა ფრანკის სახე
სწორედაც რომ მჭადი და ყველივითაა ეს დალოცვილი ფეხბურთი და გულშემატკივარი,ორივე ძნელად წარმოსადგენია ერთმანეთის გარეშე. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც ხდება. აგერ, ამას წინათ, სეპარატისტულ რელსებზე შემდგარი კატალონიის გამო, ბარსელონა ლას პალმასს უმაყურებლოდ გაუსწორდა. ისიც მართალია, ქართულ მოედნებზე(ან მათ მსგავსზე) უფრო ხშირად პასი მომე, შეჩემა რომ ისმის მაყურებელთა შეძახილების ნაცვლად და ისიც – მჭადი ხანდახან უყველოდაც რომ მიგვირთმევია, მაგრამ, ფაქტია: ზოგადად ერთმანეთისთვისაა [...]

ნეიმარი ნუ ბლატაობსო
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ფრანგი კრისტოფ დუგარი ბრაზილიელ ნეიმარზე ცუდი აზრისაა. როდესაც 45 წლის ყოფილ ბარსელონელს 25 წლის ყოფილი ბარსელონელის შესახებ ჰკითხეს, მან გაღიზიანება ვერ დამალა. მიზეზი კვლავ საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურის შეხვედრა გახლდათ, სადაც “მარსელმა” და “პარი სენ ჟერმენმა” 2:2 ითამაშეს. ნეიმარმა ამ მატჩში მარსელელთა კარში ერთი გოლი გაიტანა, თამაშის მიწურულს კი მოედნიდან გააძევეს. “ნეიმარი ისე იქცეოდა, გეგონება [...]
