
ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მანჩესტერ იუნაიტედის“ სავარჯიშო ბაზაზე დაბრუნდა და მალე გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს. მაგრამ იბრა რისი იბრა იქნებოდა, ხმაურიანად არ დაბრუნებულიყო. ბოსნიელმა შვედმა ჯერ გვარიანდ იოხუნჯა გასახდელში, შემდეგ კი საკუთარ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თანაგუნდელებთან:
ერიკ ბაილისთან და დავიდ დე ხეასთან ერთადაა აღბეჭდილი. მაგრამ ჰოი საოცრებავ, გამოქვეყნებისთანავე იბრა ვისღა ახსოვდა, ყველა ბაილის ნეკა თითზე გადაირია.მანჩესტერის ქომაგებმა კომენტარები არ დააყოვნეს და რაღა არ უწოდეს ბაილის. ზოგი გაკვირვებას ვერ ფარავდა, ზოგმა სატანისტადაც მოიხსენია. ერთმა კი დაწერა: რას ამომბობთ ხალხნო, ვითომ ეს სასაცილოაო… მოკლედ, დიდი ამბებია მანჩესტერში.
იბრაჰიმოვიჩს წლეულს მაისში პიტსბურგში გაუკეთეს მუხლის წარმატებული ოპერაცია, რის შემდეგაც მისმა ქირურგ-ორთოპედმა თქვა: საოცარი ჯანმრთელობა აქვს და კიდევ დიდ ხანს ითამაშებსო.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
