ინგლისური რევანში და იმედი

ინგლისური რევანში და იმედი

საინტერესო ამბები ხდება ბოლო დროს. ინგლისელებმა, რომელებიც 1966 წლის მერე სანაკრებო დონეზე ვერაფერი შვილები იყვნენ, უცებ ლამის ყველაფერი მოიგეს… წლეულს მაისში 20 წლამდელმა „ახალგაზრდა ლომებმა“ კორეული ტურნირის ფინალში ვენესუელას სძლიეს და ამ ასაკში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. მერე, ივლისში, 19-წლამდელებმა საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იპირველეს. გორულ ფინალში  პორტუგალიელ თანატოლებს სძლიეს. ახლა კი ინდოეთში დასრულებულ ტურნირზე გადამწყვეტ მატჩში ესპანელებს მოუგეს… ჰოდა, შუშანიკისეული [...]

როჯერ დიდი!

როჯერ დიდი!

როჯერ ფედერერმა ბაზელში გამართული ტურნირის ფინალში არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაძაბულ ბრძოლაში 6-7(5), 6-4, 6-3 დაამარცხა და მშობლიურ ქალაქში მერვე, წლეულს მეშვიდე, ხოლო კარიერაში 95-ე ტიტულს დაეუფლა. ეს ფედერერისა და დელ პოტროს 24-ე დაპირისპირება გახლდათ და 36 წლის შვეიცარიელი მაესტრო შვიდი წლით უმცროს „ტანდილელ კოშკს“ უკვე 18:6 უგებს. როჯერი გალიდერდა მიმდინარე სეზონში მოპოვებულ ტიტულთა რაოდენობით – რეიტინგსიის პირველადგილოსანი რაფაელ [...]

ცოლებო, ჩამოდით ქმრებიდან !

ცოლებო, ჩამოდით ქმრებიდან !

ვისი ბრალია? – იკითხა „ლუცერნის“  მწვრთნელმა მარკუს ბაბელმა,  როცა მიჯრით ორი მარცხის შემდეგ  გუნდს ცხრილის ბოლოში მიაგნო. ცოლების! – უპასუხა მანვე  კითხვას ისე, რომ მიზეზის მისგანებად რაფაელ ბენიტესივით ბლოკნოტში ქექვა არ დასჭირვებია. ბაბელი ფეხბურთელების გასავათებას  მათ  ქალფრენდებს აბრალებს, კაცები ცოტა ხნით დაასვენეთო. „მომდევნო მატჩისთვის ძალიან მოკლე დროში ასი პროცენტით უნდა აღიდგინონ ძალები. ცოლები დროებით დაოკდნენ. ისე არ გამიგოთ თითქოს ფეხბურთელებს [...]

პიკე ლონდონში

პიკე ლონდონში

ჟერარდ პიკემ ჩემპიონთა ლიგის ბოლო შეხვედრაში, “კამპ ნოუზე”, “ოლიმპიაკოსთან”, ორი ყვითელი ბარათი მიიღო და ხვალ, ამავე გუნდების ათენურ (პირეოსი ცალკე ქალაქად კი ითვლება, მაგრამ რეალურად ათენის გარეუბანია) მატჩს ტოვებს. და ვინაიდან პიკე საბერძნეთში თამაშს ვერ შეძლებს, “ბარსელონას” მწვრთნელებმა მას ოთხშაბათამდე ლონდონში გამგზავრების ნება დართეს. ლონდონში კი “ბლაუგრანას” ცენტრალურ მცველს სხვადასხვა ბიზნესი ჰქონია. ესეც მორიგი ფაქტი იმისა, რომ პიკეს ცხოვრება ფეხბურთის [...]

ნეიმარი ბარსელონაში

ნეიმარი ბარსელონაში

კვირას, ერნესტო ვალვერდემ, ბილბაოში 2:0 გამარჯვების შემდეგ “ბარსელონას” ფეხბურთელები ძალების აღსადგენ ვარჯიშზე დაიბარა, სადაც მათ ნეიმარის ნაცნობი სახე შეეგებათ. ბრაზილიელი საფრანგეთის ჩემპიონატში დისკვალიფიცირებული იყო, “პარი სენ ჟერმენმა” “ნიცას” 3:0 მის გარეშე მოუგო, ნეიმარმაც დრო იხელთა და ბარსელონაში ძველი თანაგუნდელებისკენ გასწია. “ბლაუგრანა” სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში, პირეოსში, “ოლიმპიაკოსთან” სათამაშოდ ემზადება, “პარი სენ ჟერმენი” კი იმავე დღეს “ანდერლეხტს” მასპინძლობს.

სახალხო ჩელე

სახალხო ჩელე

ჩემს მაგიდაზე ძველი საფეხბურთო ცნობარები აწყვია. ისინი საგანგებოდ გამოვითხოვე სარედაქციო არქივარიუსთაგან, რათა ძველ, დავიწყებულ სტატისტიკას ჩავუჯდე. ცნობარი სულ თეთრმეტია, 1976 წლიდან 1986 წლამდე. თითოეული მათგანი განვლილ სეზონს აღწერს და მეც მაინტერესებს, თუ სად, რამდენი და როგორ ითამაშა ოდინდელი “დინამოს” განთქმულმა თავდამსხმელმა რევაზ ჩელებაძემ. ხუმრობა საქმე ხომ არ არის? რედაქციამ გადაწყვიტა საბჭოეთის ნაკრებში მოთამაშე ყველა ქართველი ფეხბურთელი გაიხსენოს, ყოველი მათგანი გაახსენოს [...]

მეფე მოკვდა? ყველა მეფე ცოცხალია!

მეფე მოკვდა? ყველა მეფე ცოცხალია!

ჩემს ბავშვობაში, თბილისში, ყველა მეწაღეს და ყველა ტაქსისტს პელეს სურათი ჰქონდა გამოკრული. სად შოულობდნენ არ ვიცი, მაგრამ რომ ჰქონდათ, ფაქტია. პელე ყველას უყვარდა. ყველას უყვარდა ბრაზილია — დიდი, ვავა, ნილტონ და ჯალმა სანტოსები, რასაკვირველია გარინჩა. ჩვენი ხალხი ბრაზილიელებთან რაღაცნაირ კულტურულ, მენტალურ ნათესაობას გრძნობდა: აქაც და იქაც ბიჭები უბრალო ხალხის უბნებიდან; „მეჟდუნოგი“ რომელიც გოლზე ხოშიანია;  ბურთის კარის ხაზთან მიტანა და მერე [...]

ასიეშვილმა ტულონი დაალელოვა 🎥

ასიეშვილმა ტულონი დაალელოვა 🎥

საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონ ტოპ 14-ში „ტულონმა“ „ბრივს“ უმასპინძლა და 41:24 დაამარცხა. მამუკა გორგოძემ ტულონელთა შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად და ჩვეულ, უმაღლეს დონეზე ითამაშა. სტუმართა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში კი კარლენ ასიეშვილი იყო. 32-ე წუთზე ასიეშვილს ტულონელ ოპონენტ ვან დერ მერვესთან მცირე კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც ორივე გაასინბინეს. მეორე ტაიმში კი, 57-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების მარცხენა ბურჯმა ლელო დადო. ეს მისი [...]

3.ალბერტო ასკარი

3.ალბერტო ასკარი

დაიბადა 1918 წლის 13 ივლისს მილანში ფორმულა 1-ში გამოდიოდა 1950-55 წლებში 1952 და 1953 წლების მსოფლიოს ჩემპიონი 1951 წლის ვიცე-ჩემპიონი 1950 – მეხუთე ადგილი 1954 – ოთხი რბოლა, 0 ქულა 1955 – ორი რბოლა, 0 ქულა 31 რბოლა, 13 მოგება, 17 პოდიუმი, 14 პოული, 13 უსწრაფესი წრე, 5 დიდი სლემი, 140, 64 ქულა გუნდები: „ფერარი“ (1950-1953, 1954), „მაზერატი“ (1954), „ლანჩა“ [...]

მანოლო სანჩისი-მამა გარდაიცვალა

მანოლო სანჩისი-მამა გარდაიცვალა

79 წლისა გარდაიცვალა მადრიდის “რეალის” კაპიტანი 1960-იან წლებში, მცველი მანუელ სანჩის მარტინესი, რომლის ვაჟი, მანუელ სანჩის-უმცროსი 90-იან წლებში კაპიტნობდა “თეთრებს”. ევროპული ფეხბურთის ისტორიამ სულ სამი შემთხვევა იცის, როდესაც ჩემპიონთა თასი (ლიგა) მამამაც მოიგო და შვილმაც. მამა-შვილი სანჩისების გარდა ასეთები იყვნენ ჩეზარე და პაოლო მალდინები (“მილანი”) და კარლეს და სერხიო ბუსკეტსები (“ბარსელონა”). მანოლო სანჩისი-უფროსი 1938 წელს ვალენსიაში დაიბადა. ის ცოტა ხანს [...]