ქარიმი და ლინეკერი

ქარიმი და ლინეკერი

ქარიმ ბენზემამ ფრანგულ ჟურნალ Les Inrockuptibles-ს მისცა ინტერვიუ. ეს გახლავთ 1986 წელს დაფუძნებული გამოცემა, რომელიც თავიდან როკზე წერდა, მაგრამ თანდათან კულტურის სფერო მთლიანად მოიცვა. ახლა, როგორც ხედავთ, ფეხბურთითაც დაინტერესებულა. ინტერვიუ ვრცელია. სხვა თემებთან ერთად, ის ყოფილი ინგლისელი თავდამსხმელის, დღეს ენამწარეობით ცნობილი ტელეწამყვანის, გარი ლინეკერის ბოლო დროს გახმაურებულ ხუმრობასაც ეხება. შეგახსენებთ: თავიდან ლინეკერმა ბენზემაზე თქვა, ისეთი კარგი არ არის, როგორც აქებენო [...]

ყველაფერი გაიხადე და ფეხებით წამოდი – 2

ყველაფერი გაიხადე და ფეხებით წამოდი – 2

სტადიონზე მოსახვედრად ზოგჯერ კაცი ნემსის კი არა, კედლის ყუნწში გაძვრება. სად აქვს კედელს ყუნწი? არგენტინაში „ბოკა ხუნიორსის“ „ლა ბომბონერას“  ჰქონია. ოღონდ ისეთიც არა, რომ ყველა  გაეტიოს. 29 ოქტომბერს „ბოკა“- „ბელგრანოს“ მატჩის შესვენებაზე მასპინძელთა მავან ფანს, რომელიც პირველ ტაიმში ერთ ტრიბუნაზე მჯდარა, სხვა ტრიბუნაზე გადასვლა განუზრახავს. გრძელი გზის შემოკლება გახვრეტილ კედელში გაძვრომით გადაუწყვეტია, თავი და ნახევარი ტანიც გაუტევია და გაჭედილა. ჩაავლეს [...]

რატომ აკენწლეს არტურო ტივით ?

რატომ აკენწლეს არტურო ტივით ?

ქვეყნის მასხარად გამოაჭენეს არტურო ვიდალი პერუში. ჩილე ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, რაც პერუელებისთვის ლამის ეროვნულ დღესასწაულად იქცა. პერუსაც პლეი ოფი ელის ახალ ზელანდიასთან და ეგებ, თვითონაც ვერ წავიდეს რუსეთში მომავალ ზაფხულს, მაგრამ ამას ვინ დაეძებს, მთავარია, რომ  მოქიშპე ჩილე დარჩა სახლში და პერუელთა ფიესტის და ჩილელი არტურო ვიდალის დაცინვის მიზეზიც ეს გახლავთ. ჩილელთა და ვიდალის დაცინვა პერუს ტელეკომპანია „დირექტ ტივიმ“  [...]

ნაირსახეობა სახის ახევისა

ნაირსახეობა სახის ახევისა

გასულ უქმეებზე ევროფეხბურთში ხელჩართულობის ტური იყო. ინგლისში და ესპანეთში ორ ფეხბურთელს სახეში არასწორი ხელი მოხვდა. პრემიერლიგაში  „უოტფორდი“ – „სტოკის“ მატჩის ბოლო წუთზე  სტუმარ-მასპნძელი შეიბნენ. ერთი ბეწო სტოკელი ჯო ალენი უვეებეს უოტფორდელ ტროი დინის არ დანებდა… შედეგად, მართალია, ვეება დინიმ ალენს კინაღამ ყბა ააგლიჯა და მიწასაც მოსწყვიტა, მაგრამ სტოკელიც არ გამოდგა ჯაბანი. ტროი დინის ბრალეულობა მსაჯებმა  უკვე დაადასტურეს და  სავარაუდოდ სამმატჩიან [...]

ფეხბურთი, ხელბურთი, თავბურთი…

ფეხბურთი, ხელბურთი, თავბურთი…

ირლანდიური, იგივე გელური ფეხბურთი (Gaelic Football) უგემრიელესი საბურთაო კოქტეილია, რომელიც კლასიკური ფეხბურთის და რაგბის ელემენტების თანაბარი შეზავებით არის დამზადებული. აზრი, რომ თხუთმეტკაცა რაგბი ირლანდიაში ყველაზე პოპულარული ან მასობრივი სპორტის სახეობაა, საკამათოა. გელური ფეხბურთის საერთოირლანდიური ფინალი (All-Irland final), რომელსაც ყოველწლიურად, სექტემბრის ბოლო კვირადღეს დუბლინში, კროუკ-პარკის სარბიელი მასპინძლობს, ყოველთვის 82300 ქომაგით არის გაძეძგილი და იმ თამაშზე ბილეთის შოვნას დიდი სიყოჩაღე სჭირდება! თითქმის [...]

პირზე ხელი აიფარეთ, ბიჭებო!

პირზე ხელი აიფარეთ, ბიჭებო!

მიგიქცევიათ ყურადღება ამ ბოლო დროს ფეხბურთელები და მწვრთნელები ერთმანეთში ლაპარაკის დროს პირზე ხელს რომ იფარებენ? თუ ვინმემ არ იცის ასე რატომ აკეთებენ, „რეალის“ მცველის მარსელოს მაგალითზე გეტყვით: როდესაც „ლა ლიგას“ ბოლო ტურის შეხვედრაში მადრიდელებს ჟირონაში უჭირდათ (1:2 წააგეს), 66-ე წუთზე ზინედინ ზიდანმა მარსელო შეცვალა. შეცვლის წინ ბრაზილიელი დაბნეული ჩანდა — ბურთი დაკარგა, ვერ დაიბრუნა… ამ შეცდომის გამო ხორვატმა თანაგუნდელმა ლუკა [...]

ენგო დაკითხვაზე

ენგო დაკითხვაზე

განა პრესის ფურცლებზე ყოველთვის ოპერატიულად ხვდება მნიშვნელოვანი ამბები? არა, ცხადია. დაფარული ხშირად გვიან ცხადდება. მაგალითად, იცოდით, რომ… ივლისის პაპანაქებაში, ჩახუთულ ოთახში იჯდა გაბრაზებული ლეიტენანტი ჯემალ ნაზია და ფიქრობდა: „ვითომ სკვაზნიაკს რომ არ ვაწყობ, ეჭვმიტანილს ვაწამებ? მოვკვდი კაცი. სამი დღეა დაკითხვას ვაწარმოებ და დავიკელი თორმეტი კილო, ამას კი არაფერი ეტყობა“. ნაზიამ ისე ამოიოხრა, გული ამოაყოლა. — რა არის, ძმაო. ხომ არ [...]

„დავით პეტრიაშვილზე“ განათების ბოძი წაიქცა

„დავით პეტრიაშვილზე“ განათების ბოძი წაიქცა

დიღომში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე განათების ბოძი წაიქცა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. იქაურობა ღმერთმა დაიფარა… მონტენეგრო – ლატვიის ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი „დავით პეტრიაშვილზე“ ახალდაწყებული იყო, როცა განათების ბოძი მოედნის მხარეს გადავარდა და სტადიონი სანახევროდ ჩაბნელდა. ცხადია, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი შეწყდა… შეხვედრა მოგვიანებით, „მიხეილ მესხზე“ გაგრძელდა და ფრედ 1:1 დამთავრდა. ბოძის წაქცევის ფაქტი, სტადიონის თანამშრომლებმაც დაგვიდასტურეს და დასძინეს, საგანგაშო [...]

ლევან კობიაშვილი: სტანდარტს ფეხბურთში აწესებს გულშემატკივარი

ლევან კობიაშვილი: სტანდარტს ფეხბურთში აწესებს გულშემატკივარი

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ინტერვიუ დისკუსიას ემსგავსება, დაახლოებით ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, როცა  ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს ვესტუმრე… ინტერვიუს სტრუქტურა ზოგჯერ არ არის სტანდარტული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებს გავცდით, უბრალოდ, ქართულ ფეხბურთში ბევრი ისეთი საკითხი და ნიუანსია, გულშემატკივარი კარგად რომ არ იცნობს. ვფიქრობ, ამ ინტერვიუში ბევრი რამ საყურადღებოა და ამიტომაც ინტერესმოკლებული არ იქნება ჩვენი [...]

ტვიტერზე წერდა ოდესღაც მერი 🎥

ტვიტერზე წერდა ოდესღაც მერი 🎥

„ბურგოსის“  27  წლის წინანდელ  მოგებას  „რეალთან“  (1990, 2:1)  კიდევ კარგა ხანს, ალბათ, არავინ გამოჩხრიკავდა, ზიდანის გუნდს  29 ოქტომბერს კატალონიურ ჟირონაში რომ არ წაეგო. რატომ გაიხსენეს ესპანეთში 1990 და „ბურგოსი“? –  იმიტომ, რომ  პრიმერაში პირველად  აღზევებულ გუნდთან „რეალი“ 27 წელი არ დამარცხებულა. მაშინ ეს მოახერხა „ბურგოსმა“,  წელს კი – „ჟირონამ“. თან ორივემ  0:1-ის შემობრუნება შეძლო, რაც მათ გამარჯვებას უფრო ხმაურიანს ხდის. [...]