დღეს იქნებ ისე ძალუმად მივაწვეთ ექვსი ერის ჩარაზულ კარს, რომ ყინჩ ევროპელებს კარის გახსნა ვაიძულოთ. „თიბისი რაგბის სერიების“ მეორე ტესტ-მატჩში „ბორჯღალოსნები“ კარდიფში შეერკინებიან უელსს და, გავიხსენოთ, რომ აქამომდე სატესტო შეხვედრებში ქართველ მორაგბეებს ასეთი ბობოლა მეტოქე ერთ-ორჯერ თუ ჰყოლიათ. უელსამდე საქართველოს ნაკრებმა შრომით, გარჯით, ნიჭითა და უტეხლობით გვარიანი გზა განვლო და გვიკადრეს. კანადასთან ფრენა-ფრენა ლელოებით მოპოვებულმა [...]
Author: სოსო კოტორეიშვილი (სოსო კოტორეიშვილი)
კრუიფი და მესი, საგრადა ფამილია
… 70-იანი წლების დასაწყისში, ამსტერდამის „აიაქსთან“ ერთად ევროპადაპყრობილი და „ოქროს ბურთებით“ დახუნძლული იოჰან კრუიფი „ბარსელონაში“ გადავიდა და კლუბის ხელმძღვანელებისგან, პირველ რიგში, თურმე ქალაქის ძირფესვიანად დათვალიერება მოითხოვა, აქაოდა, სლოგანი – უფრო მეტი, ვიდრე კლუბი (Més que un club) – ბოლომდე უნდა გავითავისოო. არადა, ბარსელონაში სანახავი იმდენია, ვინძლო, „მფრინავ ჰოლანდიელს“ იმ რაოდენობის გოლები დაეთვალოს, თანაც იოჰანი ტურისტად [...]
რა გვაჩუქა უილიამ მორგანმა?!
…უილიამ მორგანი არაფრით ჩამორჩა თანაკოლეჯელ ჯეიმს ნეისმიტს, ვინაც 1891 წელს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სპრინგფილდის კოლეჯში კალათბურთი გამოიგონა. ამ ამბიდან ოთხი წლის თავზე, 1895 წელს, ამავე შტატში, ოღონდ ქალაქ ჰოლიოკის კოლეჯში, სპრინგფილდის კოლეჯდამთავრებულმა ფიზკულტურის მასწავლებელმა, ზემოთ ხსენებულმა უილიამ მორგანმა ჩოგბურთის ბადე ორი მეტრის სიმაღლეზე ასწია, თავისი მოსწავლეები ორ გუნდად გაჰყო და სათამაშოდ კალათბურთის ბურთის კამერა გადაუგდო. [...]
მამაცი გული
ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის 1980-81 წლების გათამაშების ნახევარფინალი — თბილისის „დინამო“ შინ, პირთამდე გადაჭედილ „დიდი ბელადის“ სახელობის სტადიონზე ჰოლანდიურ „ფეიენოორდს“ მასპინძლობს. ქართველი ფეხბურთელები პირველად არიან ასეთი პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში. მეტოქე სახელიანია, ბებერ კონტინენტზე არაერთი დიდი გამარჯვება უზეიმია და ამჯერადაც მხოლოდ მოგებაზე უჭირავს თვალი. სტადიონზე მოსული ქომაგი კი მშობლიური გუნდის წარმატებაზე ოცნებობს. ოცნებას ზურგს ის [...]
ყვანჯბურთობა ყინულზე
ბურთი არის ბევრნაირი – მრგვალი, ოვალური, დიდი, პატარა, ფეხით, ხელით, თავით, ტანითაც კი და მინდორ-დარბაზ, ქვიშა-ბეტონ, წყალ-ყინულზე, კეტით… ყვანჯით სათამაშო. ყვანჯით, ანუ ჯოხით ბურთით თამაშზე ისტორიულ წყაროებში ამოვიკითხავთ, რომ ყვანჯითა და ბურთით შეჯიბრებები ძველ ეგვიპტელებს, ბერძნებს, რომაელებსა და აცტეკებსაც გაუმართავთ. ხოლო იქ, სადაც ყინვა ბატონობდა – რუსეთში, ისლანდიაში, სკანდინავიასა და ბრიტანეთში – ყინულის მოედანზე უტრიალებიათ [...]




