ბანერი, რომელზეც სილვესტერ სტალონეს ცნობილი კინოგმირი, როკი ბალბოაა გამოსახული, თურქეთში გამოძიების ობიექტად იქცა. ბანერი გულშემატკივრებმა სტამბოლური დერბის, გალათასარაის და ფენერბაჰჩეს მატჩის დროს გამოფინეს. თურქეთის ხელისუფლებამ ამ ბანერში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პირადი მტრის, ფეთჰულა გიულენზე მინიშნება დაინახა. ოფიციალური ანკარა, სწორედ გიულენს მიიჩნევს შარშანდელი გადატრიალების მცდელობის მთავარ ორგანიზატორად და სულისჩამდგმელად.
როკი ბალბოას ბანერზე ეწერა: წამოდექით, ისინი დიდები იმიტომ არიან, რომ თქვენ დგახართ მუხლებზე.
სამთავრობო მედიის ვერსიით, სიტყვა წამოდექით, რომელიც ბანერზე წერია, პირდაპირი მინიშნებაა გიულენის ერთ-ერთ ცნობილი ქადაგებაზე, რომელიც სრულდება სიტყვებით – წამოდექი საქარია.
გალათასარაიში, რომლის ქომაგებსაც ჰქონდათ გამოფენილი ეს ბანერი, ბრალდებებს კლუბის კომპრომიტირების საცოდავი მცდელობა უწოდეს და გაიხსნეს, რომ ეს ბანერი გულშემატკივრებმა რამდენიმე თვის წინაც გამოფინეს.
ავტორის პროფილი
- „სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 18:55რისთვის ვეჩხუბებით ვილის?
დავთარი11/09/2024 | 13:52დაუსტვინე ბებიაშენს
დავთარი09/09/2024 | 23:29სამივლინებო ჩანაწერები
დავთარი06/07/2024 | 17:53გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს
