ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი, ტანმოვარჯიშე მაკკაილა მეროუნი მოძრაობა Me Too–ს („მეც“) აჰყვა და „ტვიტერში“ გამოაცხადა, რომ აშშ–ის ნაკრების ექიმი ლარი ნასარი წლების განმავლობაში „აცდენდა“. 21 წლის მეროუნი წერს, რომ ნასარი პირველად 13 წლისას მიუცუცქდა.

„დოქტორ ნასარმა მითხრა, რომ მკურნალობის აუცილებელ სეანსს ჩამიტარებდა. ეს მეთოდი 30 წლის განმავლობაში მრავალ სპორტსმენზე მაქვს გამოცდილიო, დამამშვიდა. ეს მოხდა ტეხასში, ჩემი ერთ–ერთი პირველი შეკრების დროს და გაგრძელდა მანამ, სანამ სპორტიდან არ წავედი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ექიმი ნასარი ყველა მოხერხებულ შემთხვევაში მიტარებდა „მკურნალობის სეანსს“ “, – ამბობს ტანმოვარჯიშე.
ცნობისათვის: დოქტორ ლარი ნასარის წინააღმდეგ სასამართლოში სექსუალური ძალადობის 20 საქმეა აღძრული.

ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
