პლეი ოფი იერომ გაარკვია

Home სიახლეები პლეი ოფი იერომ გაარკვია
პლეი ოფი იერომ გაარკვია

ციურიხში, ფიფას შტაბბინაში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფების წილისყრა გაიმართა.ევროპულ ზონაში წილისყრის შედეგად გუნდები ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელის ფერნანდო იეროს ხელით ასე დაწყვილდნენ:

ჩრდ. ირლანდია – შვეიცარია

ხორვატია – საბერძნეთი

დანია – ირლანდია

შვედეთი – იტალია

პირველი მატჩები 9-11 ნოემბერს გაიმართება, საპასუხოები კი  12-14 ნოემბერს.

ამასთანავე, ზემოხსენენებულ რიცხვებში კიდევ ორი საპლეიოფო მატჩია: პერუ – ახალი ზელანდია და ავსტრალია – ჰონდურასი.

აფრიკის ზონიდან კიდევ 3 გუნდის ვინაობაა გასარკვევი. იქ შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურია  დარჩენილი.

შეგახსენებთ, სადღეისოდ მუნდიალის მონაწილე 32 გუნდიდან 23-ს რუსეთის საგზური უკვე განაღდებული აქვს: რუსეთი , გერმანია, ესპანეთი, ინგლისი, საფრანგეთი, პორტუგალია, ბელგია, პოლონეთი, სერბეთი, ისლანდია (ევროპიდან), ბრაზილია, არგენტინა, ურუგვაი, კოლუმბია (სამხრეთ ამერიკიდან), ირანი, სამხრეთ კორეა, იაპონია, საუდის არაბეთი (აზიიდან), მექსიკა, კოსტა რიკა, პანამა (კონკაკაფიდან), ნიგერია, ეგვიპტე (აფრიკიდან).