არჩი და სხვა ამბები

არჩი და სხვა ამბები

სქოთების ნაკრები მსოფლიო თასის  ფინალურ ეტაპზე ვერ  გავიდა და მენჯერმა გორდონ სტრაჩანმა, წავედიო, იქაურმა ფეხბურთის ასოციაციამ კი უკვე დაიწყო ახალი მესაჭის ძებნა. ასეთი რამე ხშირად ხდება ხოლმე და თან ბევრ ქვეყანაში. თვითონ სქოთებიც, აგერ, მეოცე წელიწადი სრულდება მსოფლიო თასზე  ვერ მოხვედრილან და ამ დროის განმავლობაში ამ ნაკრებს შვიდი სრულუფლებიანი და ორი დროებითი მენეჯერი წვრთნიდა, ერთიც, სტრაჩანის გადაგომის შემედეგ, გამზადებულია, სანამ [...]

საქართველოს ერთა ლიგაში კვიპროსი და ბელარუსი შეაცილებს

საქართველოს ერთა ლიგაში კვიპროსი და ბელარუსი შეაცილებს

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დამთავრდა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებისთვის ორი ამხანაგური მატჩის შესახებ გამოაცხადა. დღეს ითქვა, რომ ჩენი ეროვნული გუნდი 10 ნოემბერს გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ კვიპროსს დაუხვდება, ხოლო 13-ში, ქუთაისში, ბელორუსს უმასპინძლებს. სათქმელია, რომ აქამდე საქართველოს ნაკრებს თბილის გარეთ მეტოქეები გურჯაანში ( 1992, აზრებაიჯანთან 6:3),  ბათუმში (1994 და 1997, ბრაზილიურ „პალმეირასთან“ 0:1 და მოლდოვასთან 2:0 ) და ქუთაისში (2001, [...]

ასე ლიდერობენ ბარსელონები

ასე ლიდერობენ ბარსელონები

ვერ გეტყვით რა კავშირშია კატალონიის რეფერენდუმთან და საერთოდ აქვს თუ არა პოლიტიკასთან რაიმე საერთო, მაგრამ ფაქტია, რომ დღეისათვის “ბარსელონა” სპორტის შვიდ სახეობაში ლიდერობს ესპანეთის ჩემპიონატს. ფეხბურთელთა გუნდი “ლა ლიგის” ცხრილის სათავეშია, შესაძლო 24-დან მხოლოდ ორი ქულა აქვს დაკარგული. ხუთი ტურიდან ხუთივეში გაიმარჯვა ფუტსალის გუნდმა. დანარჩენ სახეობებში კი “ბლაუგრანა” ასე შთამბეჭდავად ვერ ლიდერობს, მაგრამ ბურთების სოლიდური ბალანსით მაინც პირველ ადგილზეა. კერძოდ, [...]

მამაცი გული

მამაცი გული

ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის 1980-81 წლების გათამაშების ნახევარფინალი — თბილისის „დინამო“ შინ, პირთამდე გადაჭედილ „დიდი ბელადის“ სახელობის სტადიონზე ჰოლანდიურ „ფეიენოორდს“ მასპინძლობს. ქართველი ფეხბურთელები პირველად არიან ასეთი პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში. მეტოქე სახელიანია, ბებერ კონტინენტზე არაერთი დიდი გამარჯვება უზეიმია და ამჯერადაც მხოლოდ მოგებაზე უჭირავს თვალი. სტადიონზე მოსული ქომაგი კი მშობლიური გუნდის წარმატებაზე ოცნებობს. ოცნებას ზურგს ის ბიჭები უმაგრებენ, რომელთა ჩინებულმა თამაშმა [...]

ნონას ოქრო და რუსების გლობუსი

ნონას ოქრო და რუსების გლობუსი

ბათუმის საჭადრაკო კლუბი “ნონა” ზედიზედ მესამედ ევროპის საკლუბო ჩემპიონია. თურქულ ანტალიაში მიმდინარე შეჯიბრებაზე შვიდი ტურის შემდეგ ჩვენებმა აზერბაიჯანულ “ოლდარ იურდუს” მსგავსად 11 ქულა დააგროვეს, თუმც მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობეს და ოქროს მედლებიც დაიმსახურეს. ქართველებმა ტურნირი მოგებით დაიწყეს, მაგრამ მეორე ტურში მოულოდნელად “ოლდარ იურდუსთან” დამარცხდნენ და ცხრილის შუაში აღმოჩნდნენ. ამ წაფორხილებას ჩვენმა მოჭადრაკეებმა ზედიზედ ოთხი გამარჯვება მიაყოლეს, ბოლოსწინა ტურში ერთპიროვნული ლიდერობაც [...]

ჭადრაკი და ძმანი მისნი

ჭადრაკი და ძმანი მისნი

ჭადრაკს პიარი აღარ სჭირდება. მას თამაშობენ სკოლებში (ბევრ ქვეყანაში სასწავლო პროგრამის ნაწილია) და სპეციალურად მისთვის აგებულ სასახლეებში. ინტერნეტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. საჭადრაკო პროგრამების მოძალების ფონზე მინელდა, თორემ ოციოდე წლით უკან ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონების სახელთა ხსენების სიხშირე დიდ ფეხბურთელთა ანალოგიურ მაჩვენებლებს ბევრით არ ჩამორჩებოდა. ჭადრაკს უმღერიან (თეიმურაზ I-ის ზმა “ნიჭად რაკი-რუკი მესმა…” გაგახსენდებოდათ, თუ არა – გუგლში მოძებნეთ), ცოტა მხატვრულ და [...]

ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?! ანუ უძინართა მზე

ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?! ანუ უძინართა მზე

ხან ბოსკამპს დავაბრალეთ ჩვენი ფიასკო, ხან ჟირესს, ტოპმიოლერს და კუპერს. ახლა ვაისს. ქართველებზე აღარაფერს ვამბობ. საშა ჩივაძეზეც კი, ორჯერ მესამეზე რომ გაგვიყვანა და არც სხვები იყვნენ ხურდა ბიჭები. ჰოო, შუშაკიც იყო, ერთი ისტორიული გამარჯვების გამო ივო…ივო…ივო… მონაგარისაც მადლობლები რომ ვიქნებით, მაგრამ მაინც, ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?! ფეხბურთელები? მუნდიალის მონაწილე ისლანდიელებს პირისპირის ამბავში ალალად გააბითურებენ! ქომაგები? ჯიგარს და ხმის იოგებს [...]

ისტორიული გოლი „ვანდაზე“

ისტორიული გოლი „ვანდაზე“

„ბარსელონას“ ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი მადრიდის „ატლეტიკოს“ ისტორიაში შევიდა. ის გახდა მეტოქე გუნდის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ახალაშენებულ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ „ლა ლიგას“ შეხვედრაში მასპინძლებს გოლი შეუგდო. მადრიდელთა და ბარსელონელთა შეხვედრა 1:1 დამთავრდა. „ატლეტიკო“ საულის გოლით 21-ე წუთიდან იგებდა, მაგრამ ურუგვაელმა 82-ე წუთზე გაათანაბრა. „მეორე ტაიმში ბევრი მომენტი შევქმენით და ფრეზე მეტს ვიმსახურედით, მაგრამ „ატლეტიკო“ თავს შესანიშნავად იცავს და დიდებული მეკარე (სლოვენიელი [...]

იუვენტუსი ორი წლის შემდეგ შეჩერდა

იუვენტუსი ორი წლის შემდეგ შეჩერდა

…როგორც ამბობენ, დასასრული ყველაფერს აქვსო და შაბათის საღამოს „იუვენტუსის“ 2-წლიანი, ძლევამოსილი, 41-მატჩიანი წაუგებელი საშინაო სერიაც შეწყდა – „ბებერი ქალბატონი“ იტალიის მიმდინარე სერია A-ს მე-8 ტურში რომის „ლაციომ“ შეაჩერა. „იუვე“, ტურინში, ბოლოს 2015 წლის აგვისტოს მიწურულს დამარცხდა „უდინეზესთან“. მას შემდეგ ქვეყნის ჩემპიონატში, თასსა თუ ევროტურნირზე საშინაო მატჩი არ წაეგო. არადა, სიმონე ინძაგის გაწვრთნილ „ლაციოსთან“ მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს [...]

მოლაპარაკე ფაქტები

მოლაპარაკე ფაქტები

„ვხედავ, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, კობა იქნება ეს თუ სანდრო, პრობლემა არის ლევან კობიაშვილი. პრობლემა არის რომ ფედერაციის პრეზიდენტი არის ლევან კობიაშვილი, თორემ მათი ანალიზი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და არაადეკვატურია, რაც საწყენია ასეთი კომპეტენციის ადამიანებისგან…“ – რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის სიტყვებია, რომელიც მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა. გამარჯობა, ძვირფასო მკითხველო, მე „სარბიელის“ [...]