დღეს ვინ მოიგებს, სიმეონ!

დღეს ვინ მოიგებს, სიმეონ!

მსოფლიო ფეხბურთის „ხაზეინებმა“ ბოლო ოც-ოცდახუთ წელიწადში იმდენი ქნეს, რომ უმაღლეს დონეზე სულ ხუთი-ექვსი გუნდიღა თამაშობს და მათგანაც პირველმა ორმა, ძალიან რომ მოინდომოს, მეხუთეს და მეექვსეს ალბათ შეკვეთილი ანგარიშით მოუგებს. დანარჩენ დედამიწელებს კი ისღა დაგვრჩენია, ათასობით კილომეტრით დაშორებული ქვეყნების კლუბებს შევხაროდეთ. მადრიდის „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ სწორედ ხსენებულ ხუთეულ-ექვსეულში შედიან და დღეს, საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე, მადრიდში, ესპანეთის ჩემპიონის [...]

საქსესუალური ისტორია ისააკისა

საქსესუალური ისტორია ისააკისა

„უოტფორდის“ მწვრთნელი მარკო სილვა ისააკ საქსესს აფრთხილებს – ნურც თავს შეირცხვენს და ნურც კლუბის შეარცხვენს. 21 წლის ნიგერიელი ისააკ საქსესი „უოტფორდის“ ფორვარდია, რომელიც ამჟამად ფეხმტკივანია და ამ სეზონში პრემიერლიგაში წუთიც არ უთამაშია. ბარსელონაში, ჰოსპიტალში წევს და კიდევ ორი თვე უქმობა მოუწევს. ამბავი, რომლის გამოც საქსესმა მწვრთნელისგან საყვედური მიიღო, ერთი თვის წინ მოხდა და ყოვლისმჩხრეკავმა ბრიტანულმა „სანმა“ ახლა გამოფინა. წასულა თურმე [...]

ქართველების წასაკითხი კაცების საგა

ქართველების წასაკითხი კაცების საგა

საგების მწერალი რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად დავწერდი დღევანდელი ისლანდიის ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელების, მათი მამა-პაპის და კიდევ იმათ წინაპართა ისტორიებს. ეს გულადი ხალხი მართლაც იმსახურებს ამას. საგა უძველესი სკანდინავიური თხზულებებია, რომლებშიც, სანამ მოქმედ პერსონაჟზე მოგვითხრობდნენ, ლამის ყველა მის წინაპარს ჩამოთვლიდნენ ხოლმე. ეს პატივსცემის ნიშანი გახლდათ საგვარეულოს მიმართ. განა არ არიან მაგრები?! აბა, რომელს ვიცნობთ პიროვნულად ფეხბურთში?! ალბათ, ევერტონელ გილფი სიგურდსონს, ფეხმარდ ბირკირ ბიარნასონს [...]

კახა კალაძის იეროგლიფი: ყველგან და ყოველთვის მეგობრებთან ერთად

კახა კალაძის იეროგლიფი: ყველგან და ყოველთვის მეგობრებთან ერთად

კახა კალაძე მეოთხედ გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი. ეს გასაკვირი სულაც არ არის – კახა რჩება საქართველოს რჩეულ მოთამაშედ და კვლავაც ერთადერთ ქართველად, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიადეს კლუბში თამაშობს. კალაძის მილანურ კარიერაში აღმასვლაც ყოფილა და დაღმასვლაც. ყოფილა სათადარიგოთა სკამიც და ჩემპიონთა ლიგის თასიც. შარშან ამ დროს ერთმა იტალიელმა ჟურნალისტმა მითხრა: კახა ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ სანამ პაოლო მალდინი თამაშს თავს არ [...]

თანდართულები…

თანდართულები…

„90-იანები, გზის ფული, „სარბიელის“ ფული და თუ დაგრჩებოდა, ხაჭაპურის ფული… სულ სხვა რაღაც იყო, გაზეთი სულაც არ იყო მგონი… ან ჩემთვის არ იყო. „სარბიელი“ იყო და რაღაცას ბევრს სწავლობდი, ისრუტავდი, ბევრჯერ კითხულობდი… ვიღაცას რომ ათხოვებდი და თვალი სულ იქით გეჭირა, როდის დამიბრუნებსო – ის იყო. სხვანაირად რომ კეცავდნენ და ნერვები გეშლებოდა – ის იყო. ვარკეთილიდან თავისუფლებამდე ფეხით რომ წავსულვარ საყიდლად, [...]

აფრიკაში ვამთავრებთ…

აფრიკაში ვამთავრებთ…

აფრიკის გარდა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ყველა კონფედერაციაში დამთავრდა. გაირკვა რუსეთში წამსვლელი ბევრი გუნდის ვინაობა, თუმცა დარჩა პლეი ოფი, რომლის შემდეგაც მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე კიდევ რამდენიმე გუნდი გაირკვევა. მაშ, ასე: ევროპა A ჯგუფი           1.საფრანგეთი              10           7              2              1              18:6        23 2.შვედეთი        10           6              1              3              26:9        19 3.ჰოლანდია    10           6              1              3              21:12     19 4.ბულგარეთი 10           4              [...]

მამუკა გორგოძე: არ მინდა წაგებული წავიდე

მამუკა გორგოძე: არ მინდა წაგებული წავიდე

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, წლეულს ჩვენმა სარაგბო ნაკრებმა რუმინეთთან წააგო და „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა, ხოლო მაისის დასაწყისში მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდა: მამუკა გორგოძე ნაკრებიდან წავიდა! საქართველოს რაგბის კავშირის საიტზე გამოქვეყნდა ინტერვიუ კაპიტანთან, სადაც მამუკა ამბობს: „არ მინდოდა, გამოსათხოვარი მატჩი მეთამაშა. ძალიან ბევრი დიდი მორაგბე ისე წავიდა ჩვენი ნაკრებიდან, რომ გამოსათხოვარი მატჩი არ ჰქონია და მეც ჩვეულებრივ წავიდოდი. მაგრამ [...]

გაისად ვაისი?

გაისად ვაისი?

დამთავრდა შესარჩევი შეჯიბრება. ახლა ის დროა ვიკითხოთ: ვაისი გამოგვადგა? რა ჯობს, დარჩეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელად თუ წავიდეს? ამ კითხვაზე ჩემი მოკრძალებული პასუხი მარტივია: თუკი ვაისს რომ გავეყრებით მერე ვუისს შევეყრებით, მაშინ დარჩეს. რამდენი ხანია ჩვენში ერთსა და იმავეს ბჭობენ. ზოგი უცხოელ მწვრთნელს ანიჭებს უპირატესობას, ზოგიც ქართველს. ერთი რომ ამბობს უცხოელებმა ფეხბურთი ქართველებზე უკეთ იციანო, მეორე პასუხობს, სამაგიეროდ ქართველები აქაურ ოხშივარში [...]

ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ

ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ

გოდერძი ჩოხელს აქვს ასეთი მოთხრობა: ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ. მოთხრობა ცხრა ნაწილისგან შედგება და კითხვა-პასუხით არის შედგენილი. ფეხბურთის სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს! ეს ციტატა ერთი სიტყვის გამოკლებით ამ მოთხრობიდანაა მოყვანილი, ეს ერთი, ჩამატებული სიტყვა კი „ფეხბურთი“ გახლავთ. გოდერძი ჩოხელს სათაურის გარდა მოთხრობის აგებულებაც დავესესხე და ცხრა რესპოდენტს გავესაუბრე. ყველა რესპონდენტი ნამდვილია, [...]

ვან გაალის ტრანსპორტირი და აგრესოვიჩის აგრესია

ვან გაალის ტრანსპორტირი და აგრესოვიჩის აგრესია

გერმანიის ქალაქ მაინის შვარცენკირხენნოელშლოსენში უეფას მწვრთნელთა სემინარი გაიმართა. 222 მსმენელის წინაშე ლექციებით წარსდგნენ მსოფლიო ფეხბურთის აღიარებული სპეციალისტები, ლუის ვან გაალი, ფაბიო კაპელო, ალექს ფერგიუსონი, ოტმარ ჰიცფელდი და ზლობომირ აგრესოვიჩი. მათ თანამედროვე ტაქტიკის კვაზიპერპენდიკულარულ განვითარებაზე ისაუბრეს. ვან გაალის ლექციის თემა გახლდათ „ლეკალოს და ტრანსპორტირის როლი 4-4-2 განლაგების დამუშავებაში“, კაპელოსი — „1:0-ის უპირატესობა სხვა ანგარიშებთან შედარებით და მისი მიღწევის 23 მეთოდი“, ფერგიუსონისა [...]