იმ შედეგს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ფარერების კუნძულებზე დაფიქსირდა სამარცხვინოც აღარ ჰქვია – საქართველოს 21-წლადელებმა ადგილობრივი თანატოლებიგან სამი გოლი მიიღეს. ერთიც, მასპინძლებმა, თავიანთ კარში გაიტანეს და გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი 3:1 დაამარცხეს. ხაზგასმით ვთქვათ – საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ფარერებთან 3:1 წააგო. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი ერთი თვის წინ გორში, პოლონელ თანატოლებთან 0:3 დამარცხდა, რამდენიმე დღის წინ კი დანიაში 2:5 დათმო. [...]

ცოტა რამ ჭადრაკზეც…
ჩაიგრიალა საჭადრაკო მსოფლიო თასმა ქალაქ თბილისში და რამდენიმე დღის გამოშვებით “სარბიელის” ახალი სიცოცხლეც დაიწყო. გაქცეულ ცხენს აღარ გავედევნებით, მკითხველს კი იმის პირობას მივცემთ, რომ ამიერიდან ჭადრაკში მიმდინარე მნიშვნელოვან ამბებს არ გამოვაპარებთ. მანამდე კი კონსპექტურად იმაზე, რაც გასული თხუთმეტი წლის მანძილზე ბრძენთა თამაშში შეიცვალა… შეიცვალა კი ბევრი რამ. 2002 წელს მქუხარე გვარებიდან დღეისთვის სამიოდე თუღა შემორჩა ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის 2017 წლის [...]

ქართული ჩაი სერბეთშიც დააფასეს….
ცხადია, დღევანდელი სერბული პრესის მთავარი თემა საქართველოს ნაკრებთან გამარჯვება და ქვეყნის ნაკრების რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა იყო. შეგახსენებთ, სერბებმა 9 ოქტომბერს ალექსანდრ პრიოვიჩის ერთად-ერთი გოლით საქართველოს ნაკრები დაამარცხეს. შეხვედრა უგოლო დასასრულისკენ მიდიოდა, თუმცა სწორედ ამ დროს ივარგა ჯერ ბრონისლავ ივანოვიჩმა და შემდეგ ხსენებულმა პრიოვიჩმა. ერთის პასით მეორემ სერბეთს მსოფლიო ჩემპიონტის საგზური დაუბევა. გაზეთ „კურიერის“ პირველი გვერდი სწორედ პრიოვიჩის ფოტოთი არის [...]

დარდის ანალიზს აქ აკეთებენ? არა, გენაცვალე, შარდის… რა ვუშველოთ ამ ჩვენს ვაის-ს
ცოტა შორიდან დავიწყებ… ოთხმოცდაათიანებიდან მოყოლებული, კინოინდუსტრიაში საოცარი დუეტი ჰქონდათ ქვენტინ ტარანტინოსა და რობერტ როდრიგესს (ხამესს არა, რობერტს). ჰოდა იმ ამბავმა, რაზეც ახლა უნდა დავწერო, მათი ერთ-ერთი ეპოქალური ფილმის გენიალური მონაკვეთი გამახსენა. მოკლედ, ორნი ბარში შედიან ნარკოტიკის ასაღებად და სანამ იდენტიფიცირებას გაივლიან, ბარმენს ერთ–ერთი ასეთ ამბავს უყვება: იცი, ამას წინათ ერთ ბარში რა მოხდა?კლიენტი ბარმენს დაენიძლავა, მე ამ ბოთლში, რომელსაც ახლა [...]

ახდება შავი სიზმარი?
მესის მისია-გადაარჩინე არგენტინა! ცოტაც და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ისტორიის კუთვნილება გახდება. რაღა დარჩა? დღეს და ხვალ ევროპაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში ბოლო ტურის მატჩები გაიმართება, რომელსაც ნოემბერში უკვე გადამწყვეტი პლეი ოფები მოჰყვება და… სადღეისოდ, მომავალ ზაფხულს რუსეთში გასამართი მუნდიალის საგზური ტურნირის მასპინძლის გარდა, ოფიციალურად 16 ქვეყანას აქვს დაბევებული და გერმანია, სერბეთი, პოლონეთი, ინგლისი, ესპანეთი, [...]

20 წლის შემდეგ (მიჩელ სალგადოს მოგონებებიდან)
საქველმოქმედო მატჩი მახსენდება, თბილისში რომ ვითამაშეთ. ახლა კი მაგონდება ტკბილად, მაგრამ მაშინ კარიერა წავიხდინე. ანჯელო დი ლივიო და ფრანჩესკო ტოტი შემხვდნენ რომის აეროპორტში, თბილისში მივდივართ, წამოდიო. არა მეთქი, მაგრამ დი ლივიომ ისეთი „პადკატი“ გამიკეთა, უარი ვეღარ ვუთხარი. ტოტიმაც კვერი დაუკრა, წავიდეთ, ხინკალს ხელით ჭამენ და ჩანგალზე წამოსვლად არ ჩაგეთვლებაო. ჩავედით თუ არა, სასტუმროს რესტორანში ნიჭიერად მოვილხინეთ. საღამოს რეჰაგელმა მარჯვენა ფლანგზე [...]

ორიოდ სიტყვა ჩე გევარაზე
ლეგენდარული არგენტინელი რევოლუციონერის, ბოევიკის, კუბის მრეწველობის მინისტრის, მწერლის, ექიმის, დიპლომატის, სამხედრო თეორეტიკოსის და უბრალოდ სისხლიანი კაცის, ერნესტო ჩე გევარას მკვლელობიდან ზუსტად 50 წელი გავიდა და ესპანურ გაზეთ “მარკას” გაახსენდა 1952 წლის 6 ივლისი, როდესაც კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას “ესტადიო ნემესიო კამაჩოზე” შეკრებილმა 50 ათასმა მაყურებელმა თვალი ადევნა მათი საყვარელი “მილიონარიოსის” ამხანაგურ შეხვედრას მადრიდის “რეალთან”. “მილიონარიოსში” მაშინ ალფრედო დი სტეფანო თამაშობდა. ერთ [...]

მეზობელო კარისაო… საქართველო ჯუჯების უბანში
მე ვერ მოგახსენებთ, გახდნენ თუ არა სერბთა ზეობის მოწმე, ბელგრადელი იეღოვას მოწმეები, რომელთა შტაბ-ბინაც ბელგრადის სტადიონიდან ორმოცდაათიოდე მეტრში მდებარეობს, გეტყვით მხოლოდ იმას, რისი მოწმეც თავად გავხდი: ჯერ ერთი სერბებმა რომ ასეთი წარმატება უჩვეულოდ მშვიდად აღნიშნეს და მერე მთავარი, საქართველოს ნაკრებმა რომ მორიგი უგულო და უგოლო მატჩი ჩაატარა, დამარცხდა და სამარცხვინოდ და მოუგებლად დაასრულა შესარჩევი ციკლი… მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე [...]

მეორე თაობის ვარსკვლავი
1964 წელს, როდესაც თბილისის „დინამომ“ ჩემპიონობა მოიპოვა, საბჭოთა პრესაში გამოქვეყნდა ცნობილი საფეხბურთო სტატისტიკოსის, კონსტანტინე ესენინის ამ მოვლენისადმი მიძღვნილი სტატია, რომელშიც მხატვრულად იყო ასახული თბილისის „დინამოს“ სხვადასხვა თაობის ბრძოლა საკავშირო პირველობისთვის. ამ უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა ბოლოს და ბოლოს თბილისის „დინამოს“ მესამე თაობას ხვდა წილად. თაობებად დაყოფა, რა თქმა უნდა, პირობითია — ასე არასდროს ხდება, რომ ერთი თაობიდან ყველა ფეხბურთელი ერთ დღეს [...]

ყველა, როგორც ერთი!
ბელგრადში მართლაც დიდი ზეიმის მოლოდინია. უცხო თვალისთვის ეს შესაძლოა შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ აქაურებში ისეთი განწყობაა, თითქოს უკვე რუსეთში იყვნენ. მართალია, პესიმისტები ამათშიც გამოერევიან, მაგალითად ჩემი მეგობარი და ყვინთვაში მეწყვილე უროშ აჩიმოვიჩი, რომელსაც სერბეთის გამარჯვებისა არ სჯერა და ამბობს, საქართველო, ალბათ, დაგეგმილ ზეიმს ჩაგვიმწარებსო, მაგრამ თითქმის მთელი სერბეთი საქართველოსთან გამარჯვებას ელის და სტადიონისკენ არის დარაზმული. 51 -ათასიან „მარაკანაზე“, რომლის ოფიციალური სახელწოდებაც [...]
