ფრანგული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა მიშელ პლატინი „კანალ ფუტბოლ კლუბში“ გახლდათ მიწვეული, სადაც „ოქროს ბურთის“ ფავორიტი დაასახელა. მოგეხსენებათ, წლეულს „ფრანს ფუტბოლის“ საიუბილეო 70-ე დაჯილდოება 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. „მე პატარა ფსონს „პარი სენ ჟერმენის“ მოთამაშეზე, კვარაზე ჩამოვიდოდი, – თქვა „ოქროს ბურთის“ ზედიზედ სამგზის ლაურეატმა (1983, 1984, 1985), – ჩემი აზრით „პარი სენ ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგა...
კატეგორია: სიახლეები
ალისონმა მეოთხე მსაჯს ტაბლო დაუმტვრია
„ლივერპულის“ გულშემატკივართა საყვარელმა მეკარემ ალისონმა „ნოტინგემ ფორესტთან“ 2:2 -ის შემდეგ მეთხე მსაჯს ტაბლო დაუმტვრია. მანამდე ბრაზილიელი პროტესტის გამო ყვითელი ბარათით იყო დასჯილი – ის მეტოქის სასარგებლოდ პენალტის დანიშვნამ აღაშფოთა. ვიდეოჩანაწერზე ჩანს, თუ როგორ დაარტყა ალისონმა მეოთხე მსაჯის ტაბლოს და როგორ ჩატეხა ის, „მირორმა“ კი დაზიანებული ელექტრო-დაფის ფოტოსურათი გამოაქვეყნა. ეს უჩვეულო ინციდენტი მერსისაიდელთა მწვრთნელის ანდონი ირაოლას...
კვერნაძემ და კომპანიამ ფიორენტინას იუბილე ჩაუშხამეს
„ფიორენტინას“ შინ, „არტემიო ფრანკიზე“ ზედიზედ ცხრა თამაში არ ჰქონდა წაგებული, მაგრამ კლუბის დაარსებიდან 100 წლისთავზე ჩავიდნენ გიორგი კვერნაძე და მისი თანაგუნდელები და კოშმარი მოუწყვეს – 3:0. შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი სწორედ კვერნაძემ შექმნა, როდესაც მარცხენა ფრთიდან ცენტრისკენ შევიდა და შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ ცოტათი ააცილა მიზანს. შემდეგ, მასპინძლების ცნობილ მეკარეს, ესპანელ დავიდ დე ხეას უკვე...
ჩემპიონთა ლიგაში ქართული დერბის ვარიანტებია 20 ოქტომბერი და 3 ნოემბერი
მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე კლუბებმა მეტოქეების ვინაობა გაიგეს, მათი გრაფიკიც დადგინდა – უეფამ გამოაქვეყნა ვინ ვის როდეს ხვდება. ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელიას, ჟორჟ მიქაუტაძის და გიორგი მამარდაშვილის გუნდების კალენდარი აინტერესებს, რომელთაც ქვემოთ გთავაზობთ. „პარი სენ ჟერმენი“ შეჯიბრებას 9 სექტემბერს შინ ბრატისლავის „სლოვანთან“ შეხვედრით იწყებს. პარიზელებს ისევე როგორც ყველა სხვას...
იბერია – სტარტი ბელგიაში, ფინიში ჩეხეთში…
რამდენიმე დღის წინ თბილისის „იბერიამ“ კონფერენციის ლიგის ძირითად ეტაპზე მეტოქეები ვინაობა შეიტყო, 29 აგვისტოს კი უეფას ოფიცილურ ვებგვერდზე თამაშების თარიღები და დაწყების დრო გამოქვეყნდა. კალენდრის მიხედვით, საქართველოს ჩემპიონი ტურნირის ძირითად ეტაპზე გამოსვლას 15 ოქტომბერს ბელგიაში, „სენტ ტრუიდენთან“ სტუმრობით იწყებს და 17 დეკემბერს ჩეხეთში „იაბლონეცთან“ მატჩით ასრულებს, შემდეგ კი 36 გუნდიდან 24 საუკეთესო მომდევნო ეტაპზე განაგრძობს...
ტური 6 დებიუტით
ახალი სარაგბო სეზონის სტარტი საფრანგეთში შედგა, სადაც პრო დ2-ის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. როგორც წინასასეზონო მიმოხილვაში ვიუწყებოდით, ამ ლიგის კლუბებში ხუთ ათეულზე მეტი ქართველი ირიცხება, თუმცა, ცხადია, მათი დიდი ნაწილი ახალგაზრდული ასაკისაა და კლუბთა ესპუარების გუნდებში ასპარეზობს. ამიტომაც იყო, რომ სეზონის სტარტზე ზუსტად 20 ქართველი ლეგიონერი დასაქმდა. ამ 20-დან კი 6 მორაგბეს ახალ კლუბში დებიუტი...
მიქაუტაძის ვილიარეალი ჯერჯერობით ვერ იგებს
AS: „თამაშის მსვლელობისას მისი თამაში თანდათან გაფერმკრთალდა. შანსები შექმნა და ეფექტურიც იყო, მაგრამ გოლების გატანა უჭირს“. ეს სიტყვები ესპანურმა გაზეთმა ქართველი ფორვარდის ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ დაწერა – „ვილიარეალმა“ სტუმრად წააგო ალავესთან 0:1. ინიგო პერესის გუნდს ახალ სეზონში ჯერ არ მოუგია – პირველ და მეორე ტურში „სანტანდერთან“ და „ატლეტიკოსთან“ 2:2 ითამაშა. „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ თავკაცმა მატჩის...
ზედიზედ მეორე 2:2
„პარი სენ ჟერმენს“ კვლავ ორგოლიანი ჩამორჩენის გამოსწორება მოუხდა. ზედიზედ მეორედ. და ხვიჩა კვარაცხელიამ კვლავ მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა, ოღონდ რენისგან განსხვავებით ამჯერად მეორე. ეს ლილში, „პიერ მოროს“ სტადიონზე მოხდა. 21-ე წუთზე ლუის ენრიკეს გუნდს ჰაკონ ჰარალდსონმა გაუტანა გოლი. პარიზელებს პასუხის გაცემა გაუჭირდათ, რითაც მასპინძლებმა კიდევ ისარგებლეს და 84-ე წუთზე დილან ბაკვამ მეორე, ძალიან ლამაზი გოლი...
ოქროს ეთო
ლოზანაში ძიუდოისტთა გრან პრი პირველად ტარდება და პირველივე დღეს ქართული ჰიმნიც აჟღერდა. პირველ საჭიდაო დღეს ტატამიზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა და მათგან მხოლოდ ერთმა მოახერხა მედლის მოპოვება და ისიც – ოქრო. ეთერ ლიპარტელიანმა 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მაისა პარდიაევა, ფინელი ფილია მატიკანენი, იტალიელი ჯულია გარნა და ფრანგი მარტა ფავაზი მიყოლებით დაამარცხა, რის შემდეგ ფინალში კიდევ...
მონტენეგრო დაძლეულია
მსოფლიო 2027 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა გამარჯვებით გახსნა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა საშინაო არენაზე უახლოეს კონკურენტ მონტენეგროს 101:74 აჯობა. მთლიანობაში კარგი თამაში გვქონდა. მართალია, ალაგ-ალაგ ჩავაგდეთ, მაგრამ გამარჯვებამდე მისვლა პრობლემა არ ყოფილა. პირველი მეოთხედი 10 ქულით მოვიგეთ. მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ პერიოდის დასკვნითი ნაწილი და მეორე მეოთხედის გარკვეული დრო ჩავაგდეთ და დიდ...









