მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ესპანეთი და არგენტინა ხვდებიან. შეხვედრის წინა დღეებში ესპანელ გულშემატკივრებს გაუჩნდათ შიში, რომ არგენტინელები ისევე მოიქცევიან, როგორც ინგლისთან ნახევარფინალში მოიქცნენ – თამაშს აგრესიულად და უხეშად დაიწყებენ. ამ თემაზე ჟურნალისტებმა პრეს-კონფერენციაზე სიტყვა როგორც „ლა როხას“ მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს, ასევე გუნდის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავს როდრი ერნანდესს ჩამოუგდეს. კითხვას ჯერ ესპანელთა კაპიტანმა უპასუხა....
კატეგორია: სიახლეები
დეშამი: ეს ამხანაგური მატჩი არ გეგონოთ
დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის საფრანგეთი ინგლისს ხვდება. დიდიე დეშამმა „ლურჯების“ მწვრთნელის რანგში ბოლო პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზეც თქვა, რომ ნახევარფინალში ესპანელებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს. „მარცხი უნდა ვაღიაროთ, ესპანეთმა გვაჯობა“, – თქვა მან და დასძინა, რომ ფიზიკური თვალსაზრით თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო არ დარჩა, მაგრამ ტექნიკურად მეტოქემ აჯობა. დეშამის თქმით „ესპანელებმა თამასა ძალიან მაღლა აწიეს“. „ამის გადატანა...
თეთრმა სახლმა მხარი არგენტინელებს დაუჭირა
თეთრმა სახლმა ბრძანა, რომ არგენტინელ ფეხბურთელებს ინგლისის ნაკრების დამარცხების შემდეგ თავიანთი აზრის თავისუფლად გამოთქმის სრული უფლება ჰქონდათ. მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში 2:1 გამარჯვების შემდეგ „ალბისელესტეს“ წევრებმა მოედანზე გაიტანეს ბანერი, რომელზეც მათი ქვეყნის ტერიტორიული პრეტენზია იყო გამოხატული. საუბარია არგენტინულად მალვინის, ხოლო ინგლისურად ფოლკლენდის კუნძულებზე, რომლებიც არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის მუდმივი დავის საგანია. ამ კუნძულების გამო...
ეგ ბეჭედი ვისია?..
ფეხბურთის ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი მხოლოდ თასს, მედლებს და პრემიას არ მიიღებს, ფეხბურთელები სამახსოვრო ძვირფასი ბეჭდებითაც დაჯილდოვდებიან. მოგეხსენებათ, ბეჭდები ჩრდილოამერიკული ტრადიციაა და მათ გადასცემენ NBA-ში, NFL-ში, NHL-ში, MLB-სა და სხვა ლიგების გამარჯვებულებს. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულისთვის დამზადებული ბეჭდის ერთ მხარეს გამოსახული იქნება მსოფლიო თასი, ხოლო მეორე მხარეს – იმ ქვეყნის სიმბოლოები, რომელიც ჩემპიონი გახდება. ჩემპიონებისთვის ჯამში 30 ბეჭედი...
ბოლო აკორდი – კუნძულელებთან
შაბათს, 18 საათზე, ქუთაისის „აია არენაზე“ დაიწყება საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების დასკვნითი მატჩი საქართველოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ვიტო კოლელიშვილის ბიჭების მეტოქე მე-11 ადგილისთვის გადამწყვეტ მატჩში ფიჯის 20-წლამდელთა ნაკრები იქნება. ამ გუნდების გზები მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე ორჯერ გადაკვეთილა – 2019 და 2024 წლებში. ორივე მატჩი მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალს წარმოადგენდა და ორივე ჯერზე გამარჯვება უმცროს ბორჯღალოსნებს დარჩათ,...
ლინეკერი: ეს ტუხელი გერმანელების მოგზავნილი ხომ არ იყო?
ინგლისის ნაკრების მარცხმა არგენტინასთან მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში (1:2) ფეხბურთის სამშობლოში დიდი ბრაზი გამოიწვია. გულშემატკივრები მწვრთნელს თომას ტუხელს განურისხდნენ. მიზეზი: როდესაც ინგლისელები ენტონი გორდონის გოლით დაწინაურდნენ, 52 წლის გერმანელმა ანგარიშის შენარჩუნების მიზნით მოედანზე მცველები შეიყვანა, რამაც ცუდი შედეგი მოუტანა. ფეხბურთის ასოციაცია იწყებს საკითხის საფუძვლიან შესწავლას. ტუხელი კონტრაქტის თანახმად თანამდებობაზე ევრო 2028-ის დამთავრებამდე უნდა დარჩეს. ნაკრებთან დაახლოებული...
ინგლისელი ვეტერანები ტუხელის წინააღმდეგ
ინგლისის ნაკრები არგენტინას 85-ე წუთამდე უგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში ორი გოლი გაუშვა. ანგარიში 55-ე წუთზე ენტონი გორდონმა გახსნა, ოღონდ დამთავრდა თუ არა მეორე ტაიმის „წყლის შესვენება“ ინგლისელთა მწვრთნელმა თომას ტუხელმა მის ნაცვლად მოედანზე „ასტონ ვილას“ ცენტრალური მცველი ეზრი კონსა შეიყვანა. შემდეგ გერმანელმა ასეთი ცვლილებებს მიმართა: დენ ბერნი და ნიკო ო’რეილი დაშავებული რის ჯეიმსისა და დეკლან...
მესი ფინალშია!
ოთხი წლის წინ ლეო მესის ზღაპარი თითქოს დასრულდა ― 35 წლისამ ბრწყინვალე კარიერას ტორტზე მარწყვივით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაადო და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის დაიმკვიდრა ადგილი. ოთხი წლით ადრე ხალხს, მათ შორის თავად მესის გარემოცვაში, ეგონა, რომ ლეომ თავისი ფინალი უკვე ითამაშა და კარიერას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის გარეშე დაამთავრებდა. გუშინ, 39 წლის არგენტინელმა ინგლისის...
ლუის დე ლა ფუნტე: ფინალიც სიამოვნებისთვის არსებობს
ლუის დე ლა ფუენტემ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა – მისმა გუნდმა ნახევარფინალში საფრანგეთს მოუგო 2:0. მატჩის შემდეგ „ლა როხას“ თავკაცმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. …გრძნობის აღწერა ყოველთვის ძნელია. ის რასაც ახლა ვგრძნობ ალბათ არის ბედნიერება და სიამაყე, რომ ასეთ პროფესიონალებს ვხელმძღვანელობ. ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩა. შევეცდებით ეს შანსი გამოვიყენოთ. …რასაკვირველია, ძალიან დიდი დაძაბულობაში ვართ....
დეშამი: მარცხი უპირველეს ყოვლისა ჩვენი ბრალია და მხოლოდ შემდეგ მეტოქის
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებმა დამაჯერებლად მოუგო საფრანგეთის ნაკრებს 2:0. მატჩის შემდეგ ფრანგების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. – ესპანეთმა გაკვეთილი ჩაგიტარათ? – ესპანეთის ძლიერი გუნდია, რაც დაამტკიცა. ჩვენ კი საკუთარ შესაძლებლობებზე ცუდად ვითამაშეთ. ჩვეულებრივზე მეტი შეცდომა დავუშვით. ჩვენი მხრიდან ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი. ჯეროვნად ძალების აღდგენაც ვერ მოვასწარით. მოკლედ, ჩვეულად ვერ...









