საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ ჩემპიონათა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ტალინის „ფლორას“ უმასპინძლა, 2:2 ითამაშა და ორი მატჩის ჯამში (3:2, 2:2), მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. პირველ ტაიმში თბილისლები 2:0 დაწინაურდნენ და თითქოს თამაშის სასურველი შედეგით დასრულება არ უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ იბერიელებმა ბოლო წუთებში ქომაგი მაინც ანერვიულეს – ესტონელებმა ანგარაში გაათანაბრეს და ერთი გოლიც რომ...
კატეგორია: სიახლეები
ფიჯური დაბოლოებით
„მსოფლიო რაგბის“ 2026 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. ქუთაისსა და თბილისში 16 მონაწილე გუნდს თითო მატჩიღა დარჩა გასამართი და საქართველოს 20-წლამდელებს მისი გამართვა ფიჯელი თანატოლების წინააღმდეგ მოუწევთ. საჩემპიონო ფინალში კი ერთმანეთს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა და სამგზის ჩემპიონი საფრანგეთი დაუპირისპირდებიან. საქართველოს და ფიჯის 20-წლამდელების გზები მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში აქამდე ორჯერ გადაკვეთილა და ორივე ჯერზე...
იტალიური კოშმარი ქუთაისში
ორშაბათი მძიმე დღეაო, 13 – თარსი რიცხვიაო, სიცხეო, მსაჯობაო, ისაო, ესაო – თავის სამართლებლად უამრავი თემის შერჩევა შეიძლება, მაგრამ ყველაფერი, რაც ზემოთ ითქვა, მეტოქესაც ხომ ეხებოდა? ჰოდა, მივიღეთ გამანადგურებელი 19:43 იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებთან, რომელთანაც უმცროს ბორჯღალოსნებს ქუთაისურ მატჩამდე არასდროს წაეგოთ… თამაშის დაწყება და იტალიური ლელოს დაფიქსირება თითქმის ერთი იყო, მერე კიდევ ერთი დაგვიდეს, მერე –...
მესი არასდროს შეხვედრია ინგლისს
არის რამე ისეთი, რაც ლეო მესის მოედანზე არ გაუკეთებია? ალბათ ძალიან ცოტა რაღაც. მაგალითად, ინგლისის ნაკრებთან არ უთამაშია. მას არგენტინის ეროვნულ გუნდში 200-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული და 125 გოლი გატანილი, მაგრამ ფეხბურთის სამშობლოსთან არ გადაკვეთილა. მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში შვეიცარიასთან დამატებით დროში 3:1 გამარჯვების შემდეგ „ალბისელესტე“ ნახევარფინალში გავიდა, სადაც სწორედ ინგლისელებს დაუპირისპირდება და ეს იქნება...
გახსოვდეთ შარშანდელი 19:19
ორშაბათს, 13 ივლისს, საღამოს 6 საათზე ქუთაისის „აია არენაზე“ დაიწყება საქართველოს და იტალიის 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებების მატჩი, რომელიც „მსოფლიო რაგბის“ ახალგაზრდული ჩემპიონატის მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალის სტატუსით ისარგებლებს. სამწუხაროდ, ვიტო კოლელიშვილის შესანიშნავმა ბიჭებმა ჯგუფში უელსთან საკვანძო მატჩი დასანანი შეცდომის გამო მინიმალურად – 24:25 დათმეს, თორემ დღეს იტალიის ნაცვლად უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე არგენტინა, ავსტრალია ან...
სკალონი: კიდევ ერთხელ გაგვიმართლა
არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ლეო მესიმ და კომპანიამ მეოთხედფინალში, დამატებით დროში მოუგეს შვეიცარიას – 3:1. ძირითადი დრო დასრულდა 1:1. მსოფლიოს ჩემპიონებს ფიზიკურად მძლავრმა მოწინააღმდეგემ პრობლემები შეუქმნა, თუმცა შეხვედრის გადამწყვეტი მომენტიც შვეიცარიელებმა თავად „გამოიგონეს“ – ფრანგული „რენის“ თავდამსხმელმა ბრელ ემბოლომ სიმულაციისთვის მეორე ყვითელი მიიღო და თავისი გუნდი, რომელიც უპირატესობას ფლობდა უმცირესობაში დატოვა. მოედნიდან გასვლისას მისი...
ტუხელი: მენტალიტეტი შეგიძლიათ ბოთლებში ჩამოასხათ და გაყიდოთ, მაგრამ…
ინგლისმა ნორვეგიას 2:1 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც არგენტინას შეხვდება. ინგლისელთა ორი გოლის ავტორმა ჯუდ ბელინგმმა კი მატჩის შემდეგ ჟურნალისტებისგან გაიგო, რომ მწვრთნელს თომას ტუხელს თავისი გუნდის თამაში არ მოსწონებია. ITV-ს ჟურნალისტთან გაბრიელ კლარკთან ლაპარაკისას „რეალის“ ვარსკვლავმა ჯერ გაოცებული გამომეტყველება მიიღო, შემდეგ კი თქვა: „კეთილი, როგორც არის“. საფინალო სასტვენის შემდეგ, სანამ ინგლისელი ფეხბურთელები...
პრაგმატიზმი და 33:12 სამოასთან
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩილეს ქალაქ ვინია დელ მარში „მსოფლიო რაგბის“ ერთა თასის მეორე ტურის მატჩი სამოას ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მეორე გამარჯვებაც იზეიმა – 33:12. ამჯერად ბორჯღალოსნებმა ბონუს-ქულა ვერ გამოიმუშავეს, რადგანაც მხოლოდ 3 ლელო გაიტანეს, თუმცა, ერთი კვირის წინ, ურუგვაელებთან 41:34 მოგებული მატჩისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდის თამაში ბევრად პრაგმატული, რაციონალური, მწყობრი და შეიძლება ითქვას...
ლინდას ამბავი
21 წლის ჩეხი ლინდა ნოსკოვა „უიმბლდონის“ გამარჯვებულია. მსოფლიო რეიტინგის მე-12 ჩოგანმა ფინალში 2:1 (6:2, 5:7, 6:3) თანამემამულე კაროლინა მუხოვა დაამარცხა. „უიმბლდონის“ ისტორიაში პირველად მოხდა, რომ სატიტულო მატჩში ერთმანეთს ერთი ქვეყნის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. შეხვედრამდე ფავორიტად მუხოვა ითვლებოდა, რეიტინგშიც ის სამი საფეხურით მაღლა იდგა, მაგრამ ნოსკოვამ პირველ სეტში ყველაფერი თავდაყირა დააყენა და იოლად მოიგო. ერთი შეხედვით მარტივად იგებდა...
კურტუა: მე გასვლა არ მინდოდა
ფოტომ, რომელზეც ტრავმირებული და აცრემლებული ტიბო კურტუა მოედანს ტოვებს, რამდენიმე საათში მთელი მსოფლიო მოიარა. ბელგიისა და ესპანეთის მეოთხედფინალურ შეხვედრაში „რეალის“ მეკარემ ბარძაყში დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც მწვრთნელმა რუდი გარსიამ ის შეცვალა. ეს მოხდა მატჩის 71-ე წუთზე, როდესაც ანგარიში იყო 1:1. შეხვედრა დამთავრდა ესპანელების გამარჯვებით 2:1. ბელგიელებმა მეორე გოლი 88-ე წუთზე შეცვლაზე შესული „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარის...









