არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ლეო მესიმ და კომპანიამ მეოთხედფინალში, დამატებით დროში მოუგეს შვეიცარიას – 3:1. ძირითადი დრო დასრულდა 1:1. მსოფლიოს ჩემპიონებს ფიზიკურად მძლავრმა მოწინააღმდეგემ პრობლემები შეუქმნა, თუმცა შეხვედრის გადამწყვეტი მომენტიც შვეიცარიელებმა თავად „გამოიგონეს“ – ფრანგული „რენის“ თავდამსხმელმა ბრელ ემბოლომ სიმულაციისთვის მეორე ყვითელი მიიღო და თავისი გუნდი, რომელიც უპირატესობას ფლობდა უმცირესობაში დატოვა. მოედნიდან გასვლისას მისი ტირილი ვეღარაფერს უშველიდა.
„ალბისელესტის“ მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მატჩის შემდეგ თქვა: „გაგვიჭირდა, ბევრი რამ გამოსასწორებელი გვაქვს, მაგრამ კიდევ ერთ ისტორიულ წარმატებას მივაღწიეთ. დღეს გავწვალდით. ვიცოდით, რომ მოწინააღმდეგე ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო. მან ზეწოლის ქვეშ მოგვაქცია, საიდანაც ჩვენ თავის დახსნას ვერ ვახერხებდით. კიდევ კარგი ბედმა კიდევ ერთხელ გაგვიღიმა, როდესაც მათ ფეხბურთელი გაუგდეს. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი შეტევაზე გადავიდა. გულწრფელად რომ გითხრათ, ჯერ რაღაც-რაღაცები გამოსასწორებელი გვაქვს, მაგრამ გამარჯვება ყველაფერზე მთავარია. მიუხედავად იმისა, რომ უკეთ თამაში შეგვეძლო, კვლავ ნახევარფინალში გასვლა ისტორიული შედეგია. ახლა ჩვენ უნდა შევხვდეთ ძალიან ძლიერ გუნდს (ინგლისის ნაკრებს), რომელსაც ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავს. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ფიზიკური ძალების აღდგენა გვჭირდება“.

ის, რომ არგენტინის ნაკრები საუკეთესო ფორმაში არ იყო, დამატებით დროში საუცხოო გოლის ავტორმა ხულიან ალვარესმაც თქვა:
„რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად მოვლენები რთულად წარიმართა. ვიცოდით, რომ თუ ერთსულოვან შეტევებს გავაგრძელებდით ადრე თუ გვიან გოლს გავიტანდით. რასაკვირველია, ძირითად დროში გვერჩივნა მოგება, მაგრამ ვიცოდით, რომ ამის გაკეთება იოლი არ იქნებოდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა შეხვედრა ასეა. წინ კიდევ ორი მატჩია. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწია ბოლო წამამდე ბრძოლა. თამაში გაიწელა. ბურთს ერთი ფრთიდან მეორეზე ვაგდებდით და მოთმინება არ დაგვიკარგავს. საბედნიეროდ, გოლი გავიტანეთ და მეტოქეს გამარჯვება გამოვგლიჯეთ ხელიდან.
მართალია ისე ვერ ვთამაშობთ როგორც გვინდა, მაგრამ კარგ მატჩებს ვატარებთ და დონეს ვინარჩუნებთ. წინ ძლიერი მეტოქე გველის. მან იცის ზეწოლა და მოწინააღმდეგის რთულ დღეში ჩაგდება, მაგრამ ჩვენ საკუთარი თავის რწმენა გვაქვს. ისევე, როგორც ბოლო რვა წლის განმავლობაში ამჯერადაც თავს დავდებთ. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ არგენტინამ რაც შეიძლება მაღალი ადგილი დაიკავოს“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი12/07/2026 | 12:31სკალონი: კიდევ ერთხელ გაგვიმართლა
მთავარი ამბავი12/07/2026 | 11:08ტუხელი: მენტალიტეტი შეგიძლიათ ბოთლებში ჩამოასხათ და გაყიდოთ, მაგრამ…
სიახლეები11/07/2026 | 09:05კურტუა: მე გასვლა არ მინდოდა
მთავარი ამბავი11/07/2026 | 07:54მთავარი ესპანელი
