ჭდე: ლიონელ სკალონი

Home ლიონელ სკალონი
სკალონი: კიდევ ერთხელ გაგვიმართლა
ჩანაწერი

სკალონი: კიდევ ერთხელ გაგვიმართლა

არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ლეო მესიმ და კომპანიამ მეოთხედფინალში, დამატებით დროში მოუგეს შვეიცარიას – 3:1. ძირითადი დრო დასრულდა 1:1. მსოფლიოს ჩემპიონებს ფიზიკურად მძლავრმა მოწინააღმდეგემ პრობლემები შეუქმნა, თუმცა შეხვედრის გადამწყვეტი მომენტიც შვეიცარიელებმა თავად „გამოიგონეს“ – ფრანგული „რენის“ თავდამსხმელმა ბრელ ემბოლომ სიმულაციისთვის მეორე ყვითელი მიიღო და თავისი გუნდი, რომელიც უპირატესობას ფლობდა უმცირესობაში დატოვა. მოედნიდან გასვლისას მისი...

გული მწყდება დიბალაზე…
ჩანაწერი

გული მწყდება დიბალაზე…

არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ნახევარმცველ პაულო დიბალას 2024 წლის კოპა ამერიკაზე გამოუძახებლობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, არგენტინელებმა ტურნირის ფინალში კოლუმბიის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. გამარჯვების გოლი კი 112-ე წუთზე თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა გაიტანა. „დიბალა ჩემთვის განსაკუთრებული ბიჭი იყო და გული მწყდება, რომ ტურნირზე ვერ წავიყვანე”. დიბალამ გასული სეზონი „რომაში“ გაატარა. მის ანგარიშზე 39 მატჩი, 16 გატანილი...

სკალონი რჩება
ჩანაწერი

სკალონი რჩება

არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ თქვა, რომ ქვეყნის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ლიონელ სკალონისთან თანამშრომლობა გაგრძელდება: „სკალონი არგენტინის ნაკრების მწვრთნელია და მომავალშიც იქნება. ჩვენ სიტყვის ხალხი ვართ. უკვე მოვილაპარაკეთ. ახლა ის ესპანეთშია. შვილის პასპორტის საქმეებს აგვარებს. ჩამოვა და მაშინვე მივუსხდებით მაგიდას ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად.“ 44 წლის სკალონი ალბისელესტეს 2018 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით არგენტინის ნაკრებმა...

1000 პესო მესის…
ჩანაწერი

1000 პესო მესის…

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გამარჯვების შემდეგ, ნაკრების კაპიტნის ლიონელ მესის გამოსახულება, შესაძლოა, არგენტინის ფულად ბანკნოტებზე განთავსდეს. არგენტინის ეროვნული ბანკის წარმომადგენლები განიხილავენ გზებს კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების ისტორიული მიღწევის აღსანიშნავად. ვარაუდობენ, რომ კაპიტნის გამოსახულება 1000 პესოს (დაახლოებით 152 ლარი) კუპიურზე დაიბეჭდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ბანკნოტის ნომინალი იწყება ლეოს სათამაშო...

ნეტავ მესიმ ყველა ერთ ადგილას გაგვიშვას
ჩანაწერი

ნეტავ მესიმ ყველა ერთ ადგილას გაგვიშვას

თემა ასეთია: კვლავაც ითამაშებს ლეო მესი არგენტინის ეროვნულ გუნდში თუ მისი სანაკრებო კარიერა რუსეთში დამთავრდა? დიეგო მარადონას ამ საკითხზე თავისი აზრი აქვს. მას მიაჩნია, რომ მესიმ „ალბისელესტეს” მაისური აღარ უნდა ჩაიცვას და თავის მისაზრებას ასე ასაბუთებს: „მესის რას ვურჩევდი? გადადგომას. წავიდეს და ნაკრებში აღარასოდეს დაბრუნდეს. აბა, ისე დახეთ რა ხდება: 15 წლამდელები წააგებენ — მესის...

დებიუტი არგენტინის ნაკრებში
ჩანაწერი

დებიუტი არგენტინის ნაკრებში

„უოტფორდის” რობერტო პერეირასა და „უდინეზეს” როდრიგო დე პაულს სავარაუდოდ, არგენტინის ნაკრებში გამოიძახებენ. „ალბისელესტეს” მწვრთნელი ლიონელ სკალონი შემდგომი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. სკალონის გამოსაძახებელი ფეხბურთელების სია აქამდეც უნდა გამოექვეყნებინა, მაგრამ ბევრი დაშავდა და გადადება მოუხდა. არგენტინელი ჟურნალისტები ფეხბურთელთა ჩამონათვალს დღეს მოგვიანებით ელოდებიან — ბუენოს აირესი თბილისზე 7 საათით უკანაა. TyC Sports-ის მიმომხილველი სესარ ლუის მერლო დაბეჯითებით აცხადებს,...