
„უოტფორდის” რობერტო პერეირასა და „უდინეზეს” როდრიგო დე პაულს სავარაუდოდ, არგენტინის ნაკრებში გამოიძახებენ. „ალბისელესტეს” მწვრთნელი ლიონელ სკალონი შემდგომი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს.
სკალონის გამოსაძახებელი ფეხბურთელების სია აქამდეც უნდა გამოექვეყნებინა, მაგრამ ბევრი დაშავდა და გადადება მოუხდა. არგენტინელი ჟურნალისტები ფეხბურთელთა ჩამონათვალს დღეს მოგვიანებით ელოდებიან — ბუენოს აირესი თბილისზე 7 საათით უკანაა.
TyC Sports-ის მიმომხილველი სესარ ლუის მერლო დაბეჯითებით აცხადებს, რომ გამოძახებულთა შორის ზემოხსენებული პერეირა და დე პაულიც იქნებიან.
პერეირა 27 წლის მარჯვენა ნახევარმცველია, რომელსაც ნაკრებში 10 თამაში აქვს ჩატარებული (2015 წლის „კოპა ამერიკაზე” გამოდიოდა), ხოლო დე პაული 24 წლის მარცხენა გარემარბი გახლავთ, „ალბისელესტეში” ჯერაც უთამაშებელი.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
