„უოტფორდის” რობერტო პერეირასა და „უდინეზეს” როდრიგო დე პაულს სავარაუდოდ, არგენტინის ნაკრებში გამოიძახებენ. „ალბისელესტეს” მწვრთნელი ლიონელ სკალონი შემდგომი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. სკალონის გამოსაძახებელი ფეხბურთელების სია აქამდეც უნდა გამოექვეყნებინა, მაგრამ ბევრი დაშავდა და გადადება მოუხდა. არგენტინელი ჟურნალისტები ფეხბურთელთა ჩამონათვალს დღეს მოგვიანებით ელოდებიან — ბუენოს აირესი თბილისზე 7 საათით უკანაა. TyC Sports-ის მიმომხილველი სესარ ლუის მერლო დაბეჯითებით აცხადებს,...
