დამთავრდა მსოფლიოს ჩემპიონატი და საფეხბურთო სამყაროს ყურადღება საკლუბო ამბებზე გადაერთო. საკლუბო ფეხბურთში კი ტრანსფერების პერიოდია. გთავაზობთ ფრანგული საიტის maxifoot-ის მიერ ჩამოწერილ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო სადღეისო ცნობებს ევროპიდან. 1. გიორგი წიტაიშვილის დამატება „ლორიანს“ უნდა. გიორგი თავისუფალი აგენტია. „ლიროანი“ ლიგა 1-ის გუნდია, რომელმაც ბოლო სეზონში მე-10 ადგილი დაიკავა. თუ ეს ტრანსფერი განხორციელდება მაშინ საფრანგეთის ლიგაში ქართულ დერბის...
კატეგორია: სიახლეები
ბიჭი, რომელმაც ტიტულები 19 წლისამ დააკომპლექტა
როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დამთავრების შემდეგ ლამინ იამალი აცრემლებულ ლეო მესის გადაეხვია, დედამიწაზე ძალიან ბევრს გაუელვა გონებაში, რომ ეს იყო სიმბოლური კადრი. ესტაფეტის გადაცემას ჰგავდა. ნიუ ჯერსის სტადიონზე ფანები დიდხანს სკანდირებდნენ მესის სახელს. ისინი ეთხოვებოდნენ 39 წლის ვარსკვლავს, რომელსაც ფეხბურთის უდიდეს სცენაზე უკანასკნელად ხედავდნენ. სწორედ ამ დროს მივიდა მასთან მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ვუნდერკინდი და გადაეხვია....
იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…
უეფა-ს შტაბ-ბინაში ევროტურნირების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვნენ ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები, თუ, რა თქმა უნდა, ისინი მეორე ეტაპს გადალახავენ. ჩემპიონთა ლიგაში „იბერია“ ბრატისლავის „სლოვანთან“ წარმატების შემთხვევაში, მესამე ეტაპზე შვედური „მიალბისა“ და გიბრალტარის „ლინკოლნს“ შორის უკეთესს შეხვდება. იმ შემთხვევაში, თუ „იბერია“ „სლოვანის“ წინააღმდეგობას ვერ დაძლევს, საქართველოს ჩემპიონი ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც...
მსოფლიოს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს!
ესპანეთის ნაკრების მაისურს ამიერიდან მეორე ვარსკვლავი დაამშვენებს. იოჰანესბურგში მოპოვებული პირველი ტიტულიდან 16 წლის შემდეგ „ლა როხამ“ დაძაბულ და ვნებათაღელვით სავსე ფინალის დამატებით დროში არგენტინას 1:0 მოუგო. გოლი ფერან ტორესმა გაიტანა. ის ანდრეს ინიესტას შემდეგ მეორე ესპანელი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში გოლი გაიტანა. ქვემოთ გთავაზობთ მსოფლიო პრესის გამოხმაურებას. Telegraph: ესპანეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის ტიტული მოიგო,...
ორი ოქრო სარაევოდან
სარაევოში დასრულდა ევროპის ღია პირველობა ძიუდოში. საქართველოს მონაგარი ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია. პირველი ოქრო გიორგი სარდალაშვილის ანგარიშზეა. ჩვენიანი ამჯერად ერთი წონითი კატეგორიით მაღლა, 66 კილოგრამამდე ასპარეზობდა. სარდალაშვილი ფინალში გერმანელ პატრიკ ვეიზერს დაეჭიდა და ჯერ ვაზარი აართვა, შემდეგ კი იპონით დაამარცხა. მეორე ოქრო ლუკა მაისურაძემ ირგუნა. 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში ლუკამ იტალიელ ჯაკომო...
სამხრეთაფრიკული ჰეგემონია
საქართველოში ახალგაზრდა მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში მეორედ ჩატარდა და ფაქტია, რომ ისევე, როგორც 2017-ში, წლევანდელი ტურნირიც უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. მონაწილე გუნდების წევრებს დასვენების, თამაშებისთვის მომზადებისა და საკუთრივ თამაშისთვის საუკეთესო პირობები დახვდათ და ერთადერთი, რამაც გარკვეული დისკომფორტი შექმნა, რამდენიმე კოკისპირულწვიმიანი დღე იყო. თუმც, რაგბი ისეთი თამაშია, რომელსაც წვიმა უფრო უხდება, ვიდრე ტრადიციული თბილისური ივლისის ხვატი....
მატჩი, რომელიც არავის უნდოდა
ლამაზად დაწერა BBC-ს ჟურნალისტმა ემა სმიტმა – მატჩი რომელიც თავიდან არავის უნდოდა, იქცა მატჩად, რომლის დამთავრებაც არავის უნდოდაო. ინგლისელთა „ბრინჯაოს ფინალი“, რომელსაც აქამდე მშრალად მესამე ადგილისთვის შეხვედრას უწოდებდნენ და რომელშიც ერთმანეთს ინგლისის და საფრანგეთის ნაკრებები შეხვდნენ, ათგოლიანი თრილერი გამოდგა. ამ ათი გოლიდან 6 ინგლისელებმა გაიტანეს. მატჩი შეიძლებოდა კიდევ უფრო უხვგოლიანი ყოფილიყო. ბუკაიო საკა გახდა მეორე...
ბორჯღალოსნებმა ჩილეც წააქციეს
საქართველოს ბორჯღალოსნებმა ერთა თასის მესამე მატჩიც მოიგეს და 2026 წლის გათამაშების საზაფხულო ნახევარი ევროპულ-აზიურ-აფრიკული პულის პირველ ადგილზე დაასრულეს. ამ ჯერზე პიერ-ანრი ბრონკანის მიერ მომზადებულმა გუნდმა ჩილეს ნაკრებს ამ ქვეყნის დედაქალაქ სანტიაგოში 49:22 მოუგო, 7 ლელო გაიტანა და ამისთვის ბონუსიც მიიღო. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ნაკრების კაპიტანმა დავით ნინიაშვილმა პირველივე შეტევისას სერიოზული ტრავმა მიიღო და თამაშშიდან...
იმედგაცრუება
10:30 – ესაა ანგარიში, რომლითაც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ფიჯელ თანატოლებთან წააგო. ამ მარცხმა უმცროსი ბორჯღალოსნები მე-12 ადგილზე დატოვა და უნდა ითქვას, რომ ესაა საქართველოს U20-ის ანტირეკორდი. ჩვენი ახალგაზრდები ამ სარაგბო ტურნირზე 2016 წლის დებიუტის შემდეგ მუდმივად ასპარეზობენ და კიდევ კარგი, რომ წლევანდელი ჩემპიონატიდან მოყოლებული მის მონაწილეთა რაოდენობა 16 გუნდამდე გაიზარდა, თორემ… ფიჯისთან თამაშზე ბევრი საუბრის...
ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
პეპ გვარდიოლამ ღიად ისაუბრა თავის გადაწყვეტილებაზე, როცა „მანჩესტერ სიტის“ დატოვების შემდეგ დასვენება გადაწყვიტა. ტიტულიანმა კატალონიელმა სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად სამწვრთნელო საქმეში დაბრუნებას არ გეგმავს და სურს, მეტი დრო ოჯახს დაუთმოს და ფეხბურთს მიღმა არსებული ცხოვრება შეიცნოს. „ვნახოთ, რა მოხდება. მენტალურად არ ვგრძნობ, რომ რამე მაკლია. არ ვფიქრობ, რომ ორ კვირაში ან ერთ თვეში ყველაფრის...









