ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელ ფაბიან რუისს ერთხანს ბაზარში წასვლა არ მოუწევს. აშშ-დან შინ მსოფლიოს ჩემპიონის რანგში დაბრუნებულ ესპანელ ნახევარმცველს თანაქალაქელებმა უცნაური საჩუქარი, მისი წონა პომიდორი მიართვეს. ფაბიან რუისის ქალაქი გახლავთ ლოს პალასიოს ი ვიაფრანკა, რომელიც სევილიის პროვინციაში მდებარეობს. ქალაქში სულ 40 ათასი მოსახლეა, მაგრამ ესპანეთის ნაკრებს კარგი მოთამაშეებით ამარაგებს. ლოს პალასიოს ი ვიაფრანკადან არის მაგალითად ვეტერანი...
კატეგორია: სიახლეები
საქართველო მეშვიდესთვის
ავსტრალიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 5-8 ადგილებისთვის ნახევარფინალი მონტენეგროსთან 16:18 დათმო. შეგახსენებთ, მსოფლიო თასზე თამაში ამ გუნდებმა მეორე დივიზიონიდან მოიპოვეს. იქ ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ და ჩვენებმა 17:19 დათმეს. სხვაობა ახლაც იგივე გამოვიდა. რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა საწყისი სამი მეოთხედი თითო ბურთით წააგეს და მეოთხე მეოთხედს სამბურთიანი ჩამორჩენით შეხვდნენ. მართალია, ბოლო მონაკვეთი უკეთ ჩაატარეს,...
ლივერპულის ბედნიერი მეკარე 2029 წლამდე დარჩა
„ლივერპულის“ მეკარემ ფრედი ვუდმენმა მერსისაიდულ კლუბში თავისი პირველი სეზონი ეფექტურად დაასრულა და ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინგლისელი „ენფილდ როუდზე“ გასულ ზაფხულს ჩემპიონშიფის „პრესტონ ნორს ენდიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და გადაწყვიტა 2029 წლამდე დარჩეს. 29 წლის მეკარე „წითელთა“ კლუბში მივიდა როგორც მთავარი მეკარის ალისონ ბეკერისა და მისი სათადარიგოს, გიორგი მამარდაშვილის შემცვლელი მესამე გოლკიპერი. ახალ გუნდში პირველი...
რევანშისთვის
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის გათამაშება იტალიასთან მარცხით დაიწყო და ეს გასაკვირი არ არის, ვინაიდან აპენინელები უდავო ფავორიტებად მიიჩნევიან. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი გუნდი 12:18 დამარცხდა. ორი მეოთხედი თითქმის თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და ჩვენები მეტოქეს მხოლოდ ორი ბურთით ჩამორჩებოდნენ – 5:7. მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც იტალიელებმა სამი ბურთით მოიგეს და ნათელი გახდა, რომ სოლიდური...
ტრამპს ინფანტინო გაეროს გენერალურ მდივნად მოუნდა
ფიფას მერე გაეროში? „ვოშინგტონ პოსტის“ თანახმად დონალდ ტრამპი ჯანი ინფანტინოს გაეროს გენერალურ მდივნად წარდგენას აპირებს. თუ ვინმეს „ვოშინგტონ პოსტის“ საიმედოობა აეჭვებს, ყურად იღოს, რომ ეს ინფორმაცია „ნიუ იორკ პოსტმაც“ გადაბეჭდა. ჯანი ინფანტინო მოგეხსენებათ ფიფას პრეზიდენტია, ხოლო გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში გახლავთ, რომელიც 31 დეკემბერს თანამდებობას ტოვებს, ვინაიდან უკვე 10 წლის ანუ ორი ვადის განმავლობაში...
ვარსკვლავი
მაშინ, როცა გიო ახვლედიანმა ეს წერილი დაწერა დიდი კევინ კიგანი ლონდონის ფულემის მწვრთნელი იყო და რამდენიმე თვეში ინგლისის ნაკრების თავკაცად დაინიშნა, იმ ინგლისის რომლის შემადგენლობაშიც ცხრა წელიწადს ბრწყინავდა და 63 ჩატარებულ მატჩში 21 გოლი გაიტანა. თუმც მისი კარიერის პიკი 70-იანი წლების ბოლოზე, საკლუბო დონეზე მოდის, ჯერ „ლივერპულში“ კაშკაშებდა, შემდეგ – „ჰამბურგში“… დანარჩენს კი თავად გიო...
პომიდორი წონის შესაბამისად
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ფაბიან რუისმა და გავიმ მსოფლიო ჩემპიონობის აღსანისნავად პომიდორი მიიღეს. ისინი ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნდნენ და საზეიმო მიღება მშობლიურ ქალაქ ლოს პალასიოს ი ვილაფრანკაში გაუმართეს. ადგილობრივი ტრადიციის თანახმად კი სპორტსმენებს დასაფაებლად მათი წონის ტოლი პომიდვრის პორცია გადასცეს. გავის 68.5 კგ. პომიდორი ერგო, ფაბიან რუისს – 84.5 კგ. აღსანიშნავია, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ ხესუს ნავასმა 64.7 კგ პომიდორი მიიღო, რუისმა –...
ბლატერი vs ინფანტინო: ფეხბურთი ფესვებს უნდა დაუბრუნდეს
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის (ესპანეთი – არგენტინა 1:0) დამთავრებიდან 48 საათში ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა კრიტიკული განცხადება გააკეთა. 90 წლის შვეიცარიელი ბიზნესმენი, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას 1998 წლიდან 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა ცვლილებებს ითხოვს. „დასრულდა ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ჩემპიონატი – მას დიადი ჩემპიონი ჰყავს – მაგრამ გახსნის დღიდან საფინალო სასტვენამდე შეჯიბრებამ სანდოობა დაკარგა“, – დაწერა...
ESPN-მა ვიდეო გამოაქვეყნა
ESPN-მა ვიდეო გამოაქვეყნა. გადაღებულია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შესვენება. MetLife Stadium-ის გვირაბში, სადაც არგენტინელი ფეხბურთელები მოედანზე დაბრუნების წინ შეგროვდნენ ლეო მესიმ და მეკარე ემილიანო მარტინესმა თანაგუნდელებს გამამხნევებელი სიტყვით მიმართეს. პირველი ტაიმი მართალია 0:0 დამთავრდა, მაგრამ სამხრეთ ამერიკული გუნდისთვის რთული გამოდგა. თამაში ესპანელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა და როგორც შემდეგ გაირკვა ხსენებული სამოტივაციო სიტყვების მიუხედავად ასევე გაგრძელდა –...
ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….
საქართველო ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება. ახალშექმნილი გუნდი, უმეტესწილად საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატებისგან არის დაკომპლექტებული, ეს გახლავთ მორიგი მცდელობა იმისა, რომ მოთამაშეები, რომლებსაც ნაკრების დონემდე მცირედი აკლდებათ, ეროვნული გუნდის შეკრებას სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ. კანდიდატთა ნაკრებს ეროვნულ გუნდში ალეკსანდარ ჯიკიჩის ასისტენტი, მარკო ესპოზიტო გაწვრთნის. სოლიდარობის თასი არის საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი, რომელშიც...









