სანტოსის თავდამსხმელმა ნეიმარმა ბრაზილიის ეროვნული გუნდიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. 34 წლის ფეხბურთელი სელესაოს ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. 2010 წლიდან მან ნაკრებში ჩატარებულ 130 მატჩი 80 ბურთი შეაგდო და 59 საგოლე პასი გააკეთა. „ბრაზილიის ნაკრებში ჩემი ისტორია დასრულდა. ყველაფერი გავიღე. მთელი გული ჩავდე და თავი არ დამიზოგავს, მაგრამ ახლა მჯერა, რომ აღარ მინდა გაგრძელება“ – ამბობს...
კატეგორია: სიახლეები
როგორ უნდა გაყიდოს ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატი?
ჯანი ინფანტინომ საფეხბურთო სამყარო დაზაფრა ― გამოაცხადა, რომ აპირებს შექმნას ახალი კომპანია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის წილებს გაყიდის. ფიფას პრეზიდენტის ასეთმა „გაბედულმა“ ნაბიჯმა დიდი პროტესტი გამოიწვია. ყველაზე მეტად უეფა აღშფოთდა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადებით ინფანტინო უკვე „წითელ ხაზებს“ კვეთს. „არცერთი ჩვენგანი არ არის ფეხბურთის მფლობელი. ის ფიფას გასაყიდი არ არის“, – წერია უეფას განცხადებაში. გულშემატკივართა...
რას აპირებს ზიზუ?
სექტემბრიდან, ბოლო 14 წელიწადში პირველად, საფრანგეთის ნაკრებს დიდიე დეშამი არ გაწვრთნის. მას ახალი თავკაცი, ლეგენდარული ზინედინ ზიდანი უხელმძღვანელებს. ოფიციალურად ეს 28 ივლისს გამოაცხადეს, მაგრამ დეშამი რომ წავიდოდა და მის ნაცვლად თანამდებობას ზიდანი დაიკავებდა, ყველამ დიდი ხანია იცოდა. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასა და „რეალის“ ყოფილ ვარსკვლავს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2025 წლის თებერვალში გაიმართა, როდესაც დეშამმა განაცხადა,...
ფეხბურთის ახალ წესს პრემიერლიგა დატესტავს
ინგლისი ფეხბურთის ახალი წესის შემოწმებას იწყებს. გასულ სეზონში იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც დაშავებულ მეკარეს ექიმი პირდაპირ მოედანზე მკურნალობდა, რა დროსაც ფეხბურთელები ისვენებდნენ და მწვრთნელებისგან დავალებებს იღებდნენ. ასეთი პაუზა მატჩის მიმდინარეობას ცვლიდა. 2023-24 წლების სეზონში შემოიღეს წესი, რომლის თანახმადაც როდესაც ეგრეთწოდებული მინდვრის მოთამაშე ექიმის დახმარებას საჭიროებს, მან მოედანი უნდა დატოვოს. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც მოწინააღმდეგე, რომელმაც ტრავმის...
არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
ანდრეა პირლომ თავად თქვა, რომ ის აღარ არის იტალიის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი. არადა, ორიოდ დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირლო ამ ვაკანტური თანამდებობის მთავარი პრეტენდენტი იყო, მაგრამ გადაწყვეტილება შეცვალეს რუსულ ტოტალიზატორთან მისი კონტრაქტის გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ. ადრე, მწვრთნელმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც მან სცადა თავისი პოზიციის ახსნა და განაცხადა, რომ მისი თანამშრომლობა რუსულ კომპანიასთან კომერციული იყო და...
რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
საგა დასრულდა. „პარი სენ ჟერმენმა“ 19 წლის კოტ დ’ივუარელი იან დიომანდეს ყიდვაზე ოფიციალურად აიღო ხელი. „ლაიფციგის“ გარემარბი „რეალში“ გადავა, რაშიც გერმანული კლუბი დაახლოებით 120 მილიონ ევროს მიიღებს. უნდა აღინიშნოს, რომ ივნისში პარიზელები ფეხბურთელის წარმომადგენლებთან ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება ბევრ დეტალს მოიცავდა, მაგრამ შაბათს პსჟ-ს პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ დიომანდეს ყიდვაზე უარს აცხადებს და შესაბამისად კარტ-ბლანში...
მამარდას პირველი ამხანაგური
„ლივერპულმა“ აშშ-ში, ნეშვილის „ჯიოდის პარკზე“ პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და „სანდერლენდს“ 4:2 მოუგო. ძირითად შემადგენლობაში 67 წუთის განმავლობაში ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა. მე-13 წუთზე ანგარიში ლივერპულელმა კიერან მორისონმა გახსნა. 28-ე წუთზე ენცო ლე ფემ ცხრიანში დამიზნებული შორეული დარტყმით გაქვითა. შესვენებისას მერსისაიდელებმა ხუთი ფეხბურთელი შეცვალეს, ხოლო სანდერლენდელებმა ათი. 49-ე წუთზე უკრაინელმა ტიმურ ტუტეროვმა „სანდერლენდი“ წინ გაიყვანა, მაგრამ...
ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
ჯანლუიჯი დონარუმას მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშია, მაგრამ ამან მას ბედნიერებაში ხელი ვერ შეუშალა: იტალიის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ მეკარემ ცოლი მოიყვანა. ჯიჯის და მისი ბავშვობის სიყვარულის ალესია ელეფანტეს ჯვრისწერა იტალიაში, პულიაში, ლოკოროტონდოს წმინდა Madre di San Giorgio Martire-ს ეკლესიაში შედგა. ქორწილში სხვა სტუმრებთან ერთად ფეხბურთელებიც იყვნენ დაპატიჟებულები. ჯვრისწერამ ყურადღება მიიპყრო სიძე-პატარძლის ჩაცმულობითა და დეკორაციით. ტაძრის...
მსოფლიო ბოლოზე
ავსტრალიაში გამართული წყალბურთელთა მსოფლიო თასიზე ასპარეზობა საქართველოს ნაკრებმა მერვე ადგილზე დაასრულა. იტალიასთან (12:18) და მონტენეგროსთან (16:18) მარცხის შემდეგ ბოლო მატჩი საქარტველომ ხორვატიასთან ითამაშა და 12:18 წააგო. რევაზ ჩომახიძის შეგირდები თავიდანვე ჩამორჩნენ: პირველი მეოთხედი 3:5 დათმეს, მეორე – 3:4. გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც ხორვატებმა 6:1 მოიგეს და მატჩის ბედიც იქ გადაწყვიტეს. ბოლო მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა...
პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
20 წლის წინ ანდრეა პირლო იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ახლა კი მკლავების დაკაპიწება და „სკუადრა აძურას“ კრიზისიდან ამოყვანა მოუწევს ― კარლო ანჩელოტისა და პეპ გვარდიოლას უარის შემდეგ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა ეროვნული გუნდის გაძღოლა ყოფილი ნახევარმცველისთვის მიენდო. პირლომ ნაკრების თავკაცის თანამდებობაზე თანაგუნდელი ჯენარო გატუზო შეცვალა. ბოლოხანს იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ ფედერაციის მთავარი სამიზნე...









