ინტერ მაიამი ნაპოლის ნახევარმცველის კევინ დე ბრუინის გადაბირებით დაინტერესდა. ამერიკულ კლუბს სურს ბელგიელი ლიონელ მესის, ლუის სუარესის და როდრიგო დე პოლის გუნდში დამატება. ადრე დე ბრუინის მიმართ ინტერესს იჩენდნენ „ინტერ მაიამი“ და „სან დიეგო“. ბელგიელმა ორივე კლუბთან მოლაპარაკებები გამართა, მაგრამ მაშინ ევროპაში დარჩენა ამჯობინა. ახლა MLS-ში გადასვლა კვლავ რეალური ვარიანტი გახდა. „ინტერ მაიამის“ გარდა, ფეხბურთელის...
კატეგორია: სიახლეები
მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
„ლივერპულმა“ სამმატჩიანი ტურნე აშშ-ში ჩიკაგოს Soldier Field-ზე „ლიდსთან“ 2:4 წაგებით დაამთავრა. „ლივერპულ ექო“ წერს, რომ გუნდი მეორე ტაიმში ჩავარდა, რასაც წინ ანდონი ირაოლას მიერ განხორციელებული ბევრი ცვლილება უძღოდა. არადა, მერსისაიდელები ლუკ ჩემბერსის და ფლორიან ვირტცის გოლებით 2:0-ს იგებდნენ. ამის მერე ბრენდენ აარონსონმა, დომინიკ კალვერ-ლევინმა (ორჯერ) და შონ ლონგსტაფმა გიორგი მამარდაშვილის კარში ოთხი გოლი გაიტანეს. ქართველმა...
ალეგრი: რა მშვენიერი სიტყვაა ჩემპიონთა ლიგა
„ნაპოლი“ ასი წლის გახდა, რასაც ნეაპოლში პიაცა პლებიშიტოზე დიდი ღონისძიება მიეძღვნა. საღამოზე სხვადასხვა გამომსვლელთა შორის იყო „პარტენოპეელთა“ ახლანდელი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრიც, რომელმაც თქვა: „აქ ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. 30 წლის შემდეგ ისევ „ნაპოლიში“ ვარ (1997 წელს ის „ნაპოლის” ფეხბურთელი იყო). დრო დროს ცვლის, ხან კარგი პერიოდია და ხან ცუდი, მაგრამ ნეაპოლელები ყოველთვის ფეხზე დგებიან. დიდი...
საფრანგეთში ზიდანომანიაა
საფრანგეთში ეიფორიაა. ნაკრების მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნიდან რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ 2 ოქტომბერს ერთა ლიგაში საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებთა შეხვედრისას ტრიბუნაზე ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ იქნება. მატჩი სენ დენიში, „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება. ეს სტადიონი 80 000 მაყურებელს იტევს. იტალიამდე ზიდანის გუნდი ორ შეხვედრას გამართავს, ოღონდ ორივეს სტუმრად: 25 სექტემბერს თურქეთში და 28 სექტემბერს...
საზონოვი ხეტაფეში ვარჯიშობს
საბა საზონოვი ფაქტობრივად „ხეტაფეს“ ფეხბურთელია. კლუბს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ „მარკა“ წერს, რომ ქართველი მცველი მადრიდული კლუბის (ხეტაფე გეოგრაფიულად ესპანეთის დედაქალაქიდან 13 კილომეტრშია) ბაზაზე ვარჯიშობს. მას ამ კლუბში გადასვლამდე შარშანაც ცოტა დააკლდა. ესპანური გაზეთი აზუსტებს, რომ საზონოვი ხოსე ბორდალასის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. აქამდე ის „ტორინოში“ თამაშობდა, თუმცა ტურინში ტრავმებს კლუბთან პრობლემებიც...
ინფანტინომ უკან დაიხია!
ჯანი ინფანტინომ პროექტზე, რომელმაც მსოფლიო სკანდალი გამოიწვია უარი თქვა. მას უნდოდა დაეარსებინა ფიფას შვილობილი კომპანია (Fifa Forward Enterprise), რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის წილებს კერძო ინვესტორებს მიყიდდა, მაგრამ ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა. უპირველესად ხმა აიმაღლა უეფამ. ევროპელ კოლეგებს კონკაკაფი აჰყვა. მათ თქვეს რომ ფიფას შეჯიბრებებს ბოიკოტს გამოუცხადებენ. ინფანტინო აპირებდა ხსენებული შვილობილი კომპანია 20.22 მილიარდ დოლარად შეეფასებინა და 20...
დინამო მუზეუმში
ერთიხანობა ვამბობდი, სანამ დროა თბილისის დინამო როგორც მოქმედი კლუბი გავაუქმოთ, ეროვნულ საგანძურად გამოვაცხადოთ და არსებობა მუზეუმში გააგრძელოს-მეთქი. წარმოიდგინეთ თანამედროვე მუზეუმი – თუნდაც დიღმის ბაზაზე – სადაც დაცული იქნებოდა ყველაფერი, რაც საბჭოთა პერიოდის ქართული ფეხბურთის დიდებასთან იყო დაკავშირებული. იქ იქნებოდა დარბაზი ვეებერთელა მონიტორით. იქ იქნებოდა შენახული დიდი ვარსკვლავების ინტერვიუები, ძველი თამაშების კადრები და თუ კიდევ არსებობს მთელი...
ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
ესპანური AS წერს, რომ მართალია „სევილიას“ მთავარი ამოცანა თავდამსხმელის ყიდვაა, ლუის გარსია პლასამ დირექტორატს ნახევარმცველიც შეუკვეთა. სერბი ნემანია გუდელის წასვლამ ნახევარდაცვის შუაში ახალი ფეხბურთელის მიყვანის საჭიროება გააჩინა. გაზეთის აზრით სევილიელებს ურჩევნიათ ისეთი მოთამაშე შეიძინონ, რომელიც ესპანურ ფეხბურთს კარგად იცნობს, ასეთი კი გიორგი ქოჩორაშვილია. ქართველი ფეხბურთელი პორტუგალიას ვერ შეეწყო. 27 წლის ნახევარმცველი ლისაბონის „სპორტინგში“ შარშან ამ...
მამარდას მეორე ამხანაგური აშშ-ში
„ლივერპულმა“ ახალი მწვრთნელის ანდონი ირაოლას ხელმძღვანელობით ამერიკაში სეზონისწინა შეკრებაზე ზედიზედ მეორე ამხანაგური შეხვედრა მოიგო. ამჯერად „წითლებმა“ „ვრექსჰემი“ დაამარცხეს 1:0. მატჩი ნიუ იორკში გაიმართა. ერთადერთი გოლი მოედანზე მეორე ტაიმში შესულმა რიო ნგუმოჰამ გაიტანა. მისი დარტყმულისთვის გზის გადაღობვას მცველი ლუის ბრანტი ცდილობდა, მაგრამ ბურთმა რიკოშეტით „ვრექსჰემისთვის“ არასასურველი ტრაქტორია მიიღო და კარში ჩაეშვა. ირაოლამ ამჯერადაც ნიუ იორკში წაყვანილი...
პსჟ როდრის, როდრი – რეალს…
პსჟ-ს წარმომადგენლებმა სცადეს პირდაპირ დაკავშირებოდნენ 30 წლის ესპანელ ფეხბურთელს შესაძლო ტრანსფერის განსახილველად, მაგრამ როდრიმ მაშინვე ნათლად განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული: მისი პასუხი მოკლე გახლდათ: „არა, გმადლობთ“. ფეხბურთელმა არც კი განიხილა ის პირობები, რომელთა შეთავაზებაც პარიზულ კლუბს სურდა. როდრის პრიორიტეტად კი „რეალი“ რჩება. სამეფო კლუბმა შესაძლოა უახლოეს მომავალში გაუკეთოს ოფიციალური შეთავაზება ფეხბურთელისთვის. პსჟ-ს ინტერესი როდრის...









