„ფენერბაჰჩეს“ 27 წლის ფრანგ ნახევარმცველს მატეო გენდუზის „ლიონის“ გულშემატკივრები და თანამშრომლები თავს დაესხნენ. მიზეზი: მისი გამაღიზიანებელი ზეიმი და გამომწვევი ქცევა. „ფენერბაჰჩე“ და „ლიონი“ ჩემპიონთა ლიგაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პირველი თამაში სტამბოლში 1:1 დამთავრდა, მეორე კი საფრანგეთში თურქულმა გუნდმა 2:1 მოიგო და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. გენდუზი ადრე ლიგა 1-ში, „მარსელში“ თამაშობდა, ამიტომ „ლიონთან“ ქიშპობა მისთვის ორგანულია. როგორც...
კატეგორია: სიახლეები
ქოჩორას პრეზენტაცია სევილიაში
„სევილიას“ ახალწვეულმა გიორგი ქოჩორაშვილმა ოფიციალურ პრეზენტაციაზე ჟურნალისტების წინაშე ილაპარაკა. „ვაფასებ იმ ძალისხმევას რომელიც კლუბმა ჩემს შესაძენად გაიღო. ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებების დღეები გადავიტანეთ და საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მინდოდა – დიდ კლუბში მოვხვდი. ადაპტაცია ძალიან იოლად გავიარე. გასახდელში ყველანი მიზნის მისაღწევად ვართ მობილიზებულები. თანაგუნდელებმა კლუბის ფასეულობები გამაცნეს და საქმეში ჩამრთეს. წლების წინ მე ვთამაშობდი ლეგენდარული...
ბრუნო – ფეხბურთელების რჩეული
ბრუნო ფერნანდეში ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. გამოკითხვაში ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. პორტუგალიელმა დეკლან რაისსა და ერლინგ ჰოლანდს აჯობა. გასულ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პრემიერლიგისა და ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტთა ასოციაციის ჯილდოებიც მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონიალი მანჩესტერის ოპერის თეატრში გაიმართა. წლის საუკეთესო ახალგაზრდად „მანჩესტერ სიტის“ უნივერსალი ნიკო ო’რეილი დაასახელეს. პრემიერლიგის ჩემპიონი „არსენალი“ სიმბოლურ გუნდში ხუთი ფეხბურთელით...
ლუის ენრიკე დემბელეს ორშაბათამდე ასვენებს
2025 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული ოსმან დემბელე ბოლოს და ბოლოს დაისვენებსო, წერს „პარიზიენი“ – „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გადაწყვიტა ვარსკვლავი პარასკევს ლილში არ ათამაშოს. მან დემბელე ოთხშაბათის ვარჯიშისგანაც გაათავისუფლა, შემდეგ კი, შაბათს და კვირას ისედაც მთელი გუნდი ისვენებს. დემბელეს არდადეგების შესახებ კლუბმა ოფიციალურ X პლატფორმაზე დაწერა: „მწვრთნელთან და სპორტულ მენეჯმენტთან შეთანხმებით ოსმან დემბელე...
აზერბაიჯანის გუნდი ისევ ჩემპიონთა ლიგაშია!
აზერბაიჯანის ქალაქი უფრო კი ბაქოსთან ახლომდებარე დაბა მასაზირი გაგიგიათ? თუ არა, ახლა გაიგებთ და ამიერიდან გეცოდინებათ: ეს ის დასახლებული პუნქტია, რომლის ფეხბურთის გუნდი „საბაჰი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. „საბაჰი“ მხოლოდ 9 წელიწადია რაც არსებობს. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მან ორი შეხვედრის ჯამში ისრაელის „ჰაპოელი“ დაამარცხა – 6:4. ოთხშაბათს, პირველ შეხვედრაში, რომელიც შუა აღმოსავლეთში მიმდინარე...
52 ქართველით და ხმაურიანი ტრანსფერებით
ხუთშაბათს, 27 აგვისტოს, „ბიარიცისა“ და „ნიცის“ მატჩით დაიწყება საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგა პრო დ2-ის 2026/2027 წლების რეგულარული სეზონი. საფრანგეთის მეორე ლიგა კია, მაგრამ რეალურად, ევროპაში პრო დ2-ზე ძლიერი ჩემპიონატი მხოლოდ ინგლისის პრემიერშიპი, რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატი და საკუთრივ ფრანგული ტოპ 14-ია. ამდენად, პრო დ2 მეტად მნიშვნელოვანი ტურნირია და საქართველოში მის მიმართ ინტერესს ის გარემოებაც ზრდის,...
ჩეფერინი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს
2027 წლის მარტში, მაროკოს დედაქალაქ რაბათში ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს. ამის შესახებ სლოვენმა ბრიტანულ პოდკასტ The Rest is Politics-ში თავად ილაპარაკა. ჩეფერინი უეფას 2016 წლიდან უდგას სათავეში. ის ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგედ ითვლება. მათ შორის დაპირისპირება განსაკუთრებით მას მერე გამწვავდა, რაც ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატების წილების...
არაბიძის შედევრი
ეროვნული ლიგის 22-ე ტურში ლიდერმა „რუსთავმა“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, უშუალო მდევარ თბილისის „დინამოს“ 7 ქულით გაუსწრო და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ტიტულისკენ (თუმცა კონკურენტებმა, „დინამომ“ და „იბერიამ“ ნაკლები მატჩები ჩაატარეს). გია ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა ამჯერად „დავით პეტრიაშვილზე“ უშანსოდ დაამარცხა „გაგრა“ 3:0. წლეულს რუსთაველები მართლაც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ, გამართულ ფეხბურთს თამაშობენ და დამსახურებულად უდგანან სატურნირო...
მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო
„მან გაიტანა, მაგრამ მეტის გატანა შეეძლო. სახიფათო იყო, მომენტები ჰქონდა, ოღონდ ბოლო დარტყმა აკლდა“, – წერს ესპანური AS „ვილიარეალის“ ქართველი ფორვარდის ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ, რომელიც სტადიონზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მიქაუტაძის გუნდმა მადრიდში 2:2 ითამაშა „ატლეტიკოსთან“. „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ ახალ მწვრთნელს ინიგო პერესს კი პირველი გამარჯვება კიდევ გადაედო. მისმა გუნდმა ზედიზედ ორიჯერ ითამაშა 2:2. პირველ...
კვარა და დემბელე შესვენებისას შეცვალეს
„პარი სენ ჟერმენი“ ახალწვეულმა გადაარჩინა, თუმცა ის ჩვეულებრივი ახალწვეული არ იყო. ის გახლდათ მსოფლიოს ჩემპიონი, მუნდიალის ფინალში გამარჯვების გოლის ავტორი, „ბარსელონადან“ პარიზში ახალგადასული ფერან ტორესი, რომელმაც მოედანზე ფეხი მეორე ტაიმში ოსმან დემბელეს ნაცვლად შედგა და მატჩი, რომელსაც მასპინძელი პსჟ „რენთან“ 0:2-ს აგებდა 2:2 დაამთავრა. მას ასისტენტობა ორივე ჯერზე თანამემამულემ და ასევე მსოფლიოს ჩემპიონმა ფაბიან რუისმა...









